მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი ბირთვული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტის – „МИФИ“-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
2021 წლის 3 აგვისტოს წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორი მიტროპოლიტი ილარიონი ბირთვული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტის –„МИФИ“-ს (მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტი) რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვ. ი. შევჩენკოს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის რექტორის კაბინეტში შედგა, განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის რიგი საკითხები, ესენია: „МИФИ“-ს თეოლოგიური კათედრის განვითარება, თანამშრომლობა თეოლოგიური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაციის ხაზით, სრულიად რუსეთის V (საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით) სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება თემაზე: „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში: თეორია, ისტორია, რელიაგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის პრაქტიკა გლობალური გამოწვევების პირობებში“.
ვ. ი. შევჩენკომ აღნიშნა ბირთვული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტის განვითარებაში მეუფე ილარიონის წვლილი და მას ორდენი გადასცა „МИФИ“-ს წინაშე დამსახურებისათვის. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ჯილდო მიენიჭა НИЯУ МИФИ-ს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით და უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და აღმზრდელობით საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024