მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია ადამიანებში ზრდის არა ტოლ…

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია ადამიანებში ზრდის არა ტოლერანტობას, არამედ სიყვარულს

2021 წლის 31 ივლისს გადაცემაში, „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც ტელეარხზე „რუსეთი 24“ გადის შაბათსა და კვირას, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეწამყვანის, ეკატერინე გრაჩევას, კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: მოგესალმებით! ახლა პროგრამის, „ეკლესია და მსოფლიო“, დროა ტელეარხზე „რუსეთი 24“. ყოველ კვირას ჩვენს კითხვებს პასუხობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმებით, ეკატერინე! მოგესალმებით, ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ამ კვირაში ჩვენ აღვნიშნეთ წლისთავი – 1033 წელი რუსეთის გაქრისტიანების დღიდან. ღონისძიებები მიმდინარეობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელს კანონიკურ ტერიტორიაზე – რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში. კიევში კიევ-პეჩერის ლავრის მახლობლად ჯვრით მსვლელობა ჩატარდა. გვინდოდა გაგვეგო თქვენგან, როგორ პირობებში მიმდინარეობდა ის? ხელი ხო არ შეუშლიათ მისთვის?

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთის გაქრისტიანების დღე – მთელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულის დღეა. შემთხვევითი არაა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ეს დღესასწაული მიულოცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსადრე ლუკაშენკოს.

ეს სამი ქვეყნის დღესასწაულია, რადგანაც ყველა მათგანს აქვს თავისი სულიერი ფესვი წმინდა მოციქულთასწორი მთავრის ვლადიმერის კიევის სანათლავ ემბაზში. ჯვრით მსვლელობაზე, რომელიც რუსეთის გაქრისტიანების დღის თანადროულად ტარდება კიევში, ყოველ ჯერზე მრავალათასიან ადამიანთა ჯგუფი იკრიბება. წინა წლებში იყო 300 ათასამდე ადამიანი. ისინი მივიდნენ კიევ-პეჩერის ლავრის კედლებთან იმისთვის, რომ დაემოწმებინათ თავიანთი სარწმუნოება, თავიანთი ნება ერთობისა, იმიტომ რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ძველებურად ყველაზე მრავალრიცხოვან კონფესიად რჩება უკრაინაში. ეს აშკარა დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა ამჟამად ჩატარებული ჯვრით მსვლელობისას.

მაგრამ ამ ეკლესიას თავს ატყდება დაუმსახურებელი თავდასხმები, შევიწროვება, დევნა იმის გამო, რომ ის ცდილობს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობის შენარჩუნებას. ამ ერთობას ისტორიული ფესვები აქვს, რაც განპირობებულია ჩვენი საერთო რწმენით და საერთო ისტორიით. საეკლესიო ურთიერთობებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელია, ის თვითმმართველია, ანუ არავითარი გადაწყვეტილებები უკრაინის ეკლესიასთან მიმართებაში არ მიიღება მოსკოვში. ის თავად ირჩევს თავის წინამძღვარს და ეპისკოპოსებს, ეს არჩევანი არ თანხმდება მოსკოვთან. ის დამოუკიდებელია ფინანსურ და ადმინისტრაციულ ურთიერთობებში. ერთადერთი, რაც შენარჩუნებულია, – ეს არის ისტორიული კავშირი ცენტრთან მოსკოვში, პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურებისას და წინამძღვრის არჩევნის დამტკიცება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მთელი მისი ეპისკოპატი, სასულიერო დასი და საეკლესიო ერი ერთსულოვანია რუსეთის ეკლესიასთან კავშირის შენარჩუნების სურვილში. ყველაფერი ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ჯვრით მსვლელობისას, რომელიც კიევში ჩატარდა. რამდენადაც ცნობილია, განსაკუთრებულად ხელი არავის შეუშლია. ხალხმა გაიარა ქალაქის ქუჩებში. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ეს მოვლენა არ დარჩენილა უკრაინული პრესის ღვარძლიანი და უსამართლო თავდასხმების გარეშე.

ე. გრაჩევა: მეუფევ, უკრაინის ქალაქ ნოვომირგოროდში ქალაქის ზეიმზე ქუჩის საკალათბურთო შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც საბავშვო გუნდი მონაწილეობდა სახელწოდებით „ჰიტლერელები“. შეიძლება თუ არა დარწმუნებით ითქვას, რომ უკრაინაში უკვე გაიზარდა ახალგაზრდების თაობა, რომელიც ახალი ისტორიებით, ახალი წიგნებით აღიზარდა?

მიტროპოლიტი ილარიონი: სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია არ ვყოფილვარ უკრაინაში, რადგან უკრაინის წინა ხელისუფლება მე იქ არ მიშვებდა და არც ახლანდელი მიშვებს. ამიტომაც მიჭირს განვსაჯო, თუ რა ხდება ამ ჩემთვის ძვირფას მიწაზე, გარდა იმისა რასაც ვიგებ მასობრივი საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ შეტყობინებებმა განგაში არ გამოიწვიოს. ისტორიების გადაწერა, რაც ახლანდელი უკრაინული პოლიტიკური რეალიების სასარგებლოდ ხდება, ასევე შეუძლებელია საგანგაშო არ იყოს. იმიტომ, რომ მე კარგად მახსოვს, როცა გმირად ცხადდებოდა ყველა სახის ყაჩაღი, მოდით ვთქვათ, ემელიანე პუგაჩევი, სტეპანე რაზინი – ეს ადამიანები გმირებად გამოაცხადეს. რაღაც მსგავსი ხდება ახლა უკრაინაში. გმირები აღმოჩნდნენ ბენდერა, პეტლიურა. რომელიღაც საბავშვო სპორტული გუნდისთვის გმირი თავად ჰიტლერი აღმოჩნდა. ამან შეუძლებელია არ შეგაწუხოს, არ შეგაშფოთოს.

ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური ტურბულენტობისა, ჩვენ ერთი საერთო ისტორია გვაქვს, და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მაშინ, როცა მზერას მივაპყრობთ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებს, მათ შორის, როცა რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ ყველა ერთად აღვნიშნავდით რუსეთის გაქრისტიანებას. 1033 წელი გავიდა ამ მოვლენიდან, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენი საეკლესიო ერთობის შენარჩუნებას. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პოლიტიკური ვითარებები იცვლება, მაგრამ სამი მოძმე ერის კავშირი – რუსების, უკრაინელების, ბელორუსების – მუდმივად შენარჩუნდება, და ის უზრუნველყოფილია, მათ შორის, ჩვენი საეკლესიო ერთობით, რომლის დარღვევაც არავის ძალუძს.

ე. გრაჩევა: ერთ არც თუ ისე ადრინდელ გადაცემაში მე თქვენ დაგისვით შეკითხვა საეკლესიო განხეთქილების საფრთხის შესახებ ბელარუსში იმ მოდელის მიხედვით, რომელიც უკრაინაზეა მორგებული. მაშინ თქვენ მიპასუხეთ, რომ ამის წინაპირობას ვერ ხედავდით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსურს ამ თემას დავუბრუნდე იმ სიახლის შუქზე, როცა რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია იმყოფებოდა ბრუკლინის (ნიუ-იორკის რაიონი) წმინდა კირილე ტუროველის სახელობის ტაძარში. საქმე ისაა, რომ ის ეკუთვნის არა ბელარუსის კანონიკურ ეკლესიას, არამედ განხეთქილებაში მყოფს. რა კომენტარს გააკეთებდით ამ ვიზიტის შესახებ და თქვენი აზრით, რატომ მაინც და მაინც სქიზმატებთან გადაწყვიტა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მისვლა?

მიტროპოლიტი ილარიონი: განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, საკუთრივ წარმოადგენს ერთგვარ „ჩრდილოვან მართლმადიდებლობას“. ეს ნამდვილი კი არა, „ყალბი მართლმადიდებლობაა“. ამ სტრუქუტრებში, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებენ, „მღვდლები“ ისეთივე შესამოსელს ატარებენ, როგორსაც კანონიკური ეკლესიის მღვდლები, „მაღალი იერარქებიც“ ასევე იმოსებიან. მაგრამ საეკლესიო კანონების თვალსაზრისით, ამ სტრუქტურების საიდუმლოებები უმადლოა. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ „ეკლესიაში“ბავშვი მოსანათლად მიჰყავთ, ნათლობა არ სრულდება, თუკი ვინმე ამ „ეკლესიაში“ საზიარებლად მიდის, ზიარება არ ხდება: ადამიანები არ იღებენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, არამედ უბრალოდ პურსა და ღვინოს. ამიტომაც ყველა საეკლესიო განხეთილების საფუძველში სიყალბეა. განხეთქილებები ყველაზე ხშირად პოლიტიკური მიზეზებით წარმოიქმნებოდა, და დღესაც პოლიტიკური მიზეზებით წარმოიქმნება. მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ „ყალბი მართლმადიდებლობა“ – იგივე არ არის, რაც ნამდვილი მართლმადიდებლობა, ისევე როგორც ყალბი ახალი ამბები – იგივე არ არის, რაც ახალი ამბები რეალური მოვლენების შესახებ. საფუძველში სიყალბე დევს.

ბელარუსში არსებული სიტუაცია განსხვავდება უკრაინის სიტუაციისგან იმ მხრივ, რომ თავად ბელარუსში განხეთქილება, როგორც ასეთი, არ არის. განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურები, რომლებიც არსებობენ, ყველა მის საზღვრებს გარეთაა. იქ არის სხვადასხვა პიროვნება. მახსენდება, რომ რამდენიმე ხნის წინ იყო ვიღაც ცრუ იერარქი ბარანოვიჩისა და ბრუკლინის ტიტულით. ისინი ძირითადად აშშ-ში სახლობენ, მაგრამ არავითარი კავშირი არ აქვთ რეალურ მართლმადიდებლობასთან, არც რეალურ ბელორუს ხალხთან. ბელორუსმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ის ამას აკეთებს ყოველდღიურად, როცა ესწრება ღვთისმსახურებას ბელარუსის მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. საეკლესიო ერის ნება არ არის განხეთქილებისკენ, არც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფისკენ მიმართული. მაგრამ იქ არსებობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნება, რომ გაყონ ხალხი და ეკლესია, რადგან მათ კარგად ესმით, რომ თუკი მოახერხებენ ეკლესიის გაყოფას, მაშინ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების გახლეჩასაც, როგორც ჩანს, სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ.

ე. გრაჩევა: მეუფევ, დღეების წინ, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სოცქსელში გაჩაღდა არასახუმარო სკანდალი, სადაც ქალი ლენინგრადის ოლქში საბავშვო მოედნიდან აძევებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ის აღმზრდელებს უყვიროდა (ციტატა): „თქვენ აქედან წახვალთ, თქვენ აქ ვერ ისეირნებთ. გაქვთ თქვენი ეზო და ჩვენ კიდევ გავარკვევთ, შეგიძლიათ თუ არა იქ სეირნობა ასეთი შესაძლებლობის მქონე ბავშვებით“. ნახეთ თქვენ ეს ვიდეო? თქვენ, როგორც მოძღვარს, რა შეგიძლიათ უთხრათ ამ ქალს? რას აკეთებს ეკლესია იმისთვის, რომ ხალხში აღზარდოს ტოლერანტობა ინვალიდი მოქალაქეებისადმი?

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია ადამიანებში ზრდის არა ტოლერანტობას, არამედ სიყვარულს. ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ, რომ ღვთის თვალში ყველა ადამიანი ღირებულია: როგორც ფიზიკურად მომხიბლველი, ისე ფიზიკურად ნაკლულევანი, და ისინიც, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ. ღმერთისთვის ყველა ძვირფასია, ყველა მისი შვილია.

იგივე ეხება ეკლესიასაც. ეკლესია არასდროს არავის ხელს არ კრავს. ეკლესია ყველას იღებს თავის წიაღში, ვისაც მისი წევრობის სურვილი გაუჩნდება. ეკლესიისთვის არ არსებობენ არც ინვალიდები, არც ნაკლიანი ადამიანები, იმიტომ, რომ ეკლესია თავისი სიყვარულით ყველას მოიცავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ყველა ადამიანს არ შეუძლია ერთმანეთი ისე მიიღოს, როგორც ამას ეკლესია მოგვიწოდებს. ყველა ადამიანს არ შეუძლია დაინახოს სხვა ადამიანი ღმერთის თვალებით, და არა საკუთარი ხედვით.

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაიზრდება გაგება იმისა, რომ ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ, ყველანი ერთნი ვართ და ღვთის თვალში ყველანი ძვირფასები ვართ, და რომ გონებრივი ან ფიზიკური განვითარების განსაკუთრებულობით გამორჩეულ ადამიანებს ყველა ჩვენგანი აღმოუჩენთ საჭირო მხარდაჭერას.

ეკლესიაში ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება. იქმნება პირობები იმისათვის, რომ ინვალიდებმა შეძლონ მსახურებაზე დასწრება: ჩვენ ვაკეთებთ პანდუსებს მათთვის, ვინც ეტლით გადაადგილდება. მაგალითად, ტაძარში სადაც მე ვმსახურობ, ჩვენ აღვასრულებთ სპეციალურ ლიტურგიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. ჩვენთან მოდიან ინტერნატებიდან, ფსიქონერვოლოგიური დისპანსერებიდან. სპეციალურად მათთვის აღვასრულებთ ლიტურგიას, შემდეგ კი ვატარებთ საბავშვო დღესასწაულს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, კიდევ ასეთი ამბავია. მინდა გთხოვოთ მისი კომენტირება. ზაფხულის დასაწყისში ძიუდოისტი ბავშვები ყირგიზეთიდან სპორტულ შეკრებაზე წავიდნენ პანსიონატში ისიკ-ყულის ტბაზე. 9 წლის რუსი ბიჭუნა ივანე დაბრუნდა სულ მთლად დალურჯებული და მშობლებს მოუყვა, რომ ბავშვებმა ის ჯგროდ სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის რუსი და მართლმადიდებელი, და მას ყურანის წაკითხვას აიძულებდნენ. ამ ჩაგვრაში მონაწილეობდა ათობით მოზარდი მწვრთნელის სრული მიშვებით. მე ვიცი, რომ ეს სკანდალი თავად პატრიარქამდეც კი მივიდა. როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას?

მიტროპოლიტი ილარიონი: ამ შემთხვევაზე რეაგირება მოახდინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. მე მინდა წავიკითხო რამდენიმე სიტყვა იმ წერილიდან, რომელიც მან ამ ბიჭს გაუგზავნა: „გამოავლინე რა ვაჟკაცობა და გამბედაობა, შენ არ შეგეშინდა თანატოლებისგან თავხედური დაცინვისა და გამასხარავების, და მტკიცედ იდექი შენს სარწმუნოებაზე, იცავდი იმას, რაც შენთვის ძვირფასი და ფასეულის. შენი საქციელი, გამბედაობა და სიმტკიცე ყოველგვარ მხარდაჭერას იმსახურებს. მილიონობით შენი ქრისტესმიერი ძმა და და რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, თანაგიგრძნობენ ამ მნიშვნელოვან მომენტში“. შემდეგ უწმინდესი პატრიარქი აღნიშნავს, რომ ქრისტიანები ყველა დროში იდევნებოდნენ, რომ ნამდვილი სულიერი ძალა ვლინდება სულგრძელებასა და კეთილშობილებაში, მოთმინებასა და მაჭირვებელთა მიმტევებლობაში, და გაიხსენა სახარებისეული სიტყვები: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ. 16: 33).

ვფიქრობ, რომ უწმინდესი პატრიარქის რეაქცია სრულებით შეესაბამება იმას, რასაც გრძნობს ამასთან დაკავშირებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველი წევრი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს რწმენის თავისუფლება. ყველა ადამიანი, იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს – რუსეთში, ყირგიზეთში, ბელარუსში, უკრაინაში თუ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოში – აქვს უფლება რომ არა მარტო აღმსარებლობდეს თავისი სარწმუნოებას, არამედ სახალხოდაც გამოხატავდეს მას.

დღეს სწორედ ქრისტიანობა არის ყველაზე მეტად დევნილი რელიგია პლანეტაზე, მაგრამ ამასთან ერთად ის ძველებურად ყველაზე მრავალრიცხოვანია. „სამწუხაროდ, ძალიან ხშირად კონფლიქტური სიტუაციები აღმოცენდება იქ, სადაც ქრისტიანები მუსულმანებთან ერთად თანაცხოვრობენ, – აღნიშნა მწყემსმთავარმა. – ჩვენ პირდაპირ უნდა ვისაუბროთ ამაზე არა იმიტომ, რომ ჩრდილი მივაყენოთ ისლამს, არამედ იმიტომ, რომ მოვუწოდოთ როგორც პოლიტიკოსებს, ისე მუსლიმ ლიდერებს, გაზარდონ თავიანთი სამწყსო, მათ შორის ახალგაზრდობა, სიყვარულისა და ტოლერანტობის სულით.

რუსეთში ეს კეთდება, და ჩვენთან ძალიან მჭიდრო, ძალიან ჯანსაღი ურთიერთობებია ქრისტიანებს, მუსულმანებსა და სხვა რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლებს შორის.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფეო, იმისთვის, რომ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა პროგრამა „ეკლესია და მსოფლიოს“ საიტზე მაყურებლებისგან შემოსულ კითხვებს უპასუხა.

კითხვა: ქრისტემ გამომსყიდველობითი მსხვერპლი მთელი კაცობრიობისთვის გაიღო. მაგრამ მე გამიჩნდა კითხვა, ვის შესწირა ეს მსხვერპლი: ღმერთს თუ ეშმაკს? არსებობს თუ არა მართლმადიდებლურ სწავლებაში ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის. თავად სიტყვა „გამოსყიდვა“ ბუკვალურ თარგმანში ბერძნულიდან ნიშნავს „გამოსასყიდს“. მაგრამ ვისთან იქნა მიტანილი ეს გამოსასყიდი, ამაზე კამათობდნენ ჯერ კიდევ IV საუკუნის მამები. მაგალითად, ზოგიერთი მამა მიიჩნევდა, რომ ეს გამოსასყიდი მიტანილ იქნა ეშმაკთან, ხოლო ზოგიერთი, კერძოდ, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ამბობდა: და ვინ არის ეშმაკი, რომ ითხოვდეს გამოსასყიდს ღვთისგან?

საბოლოო ჯამში სწავლება გამოსყიდვის შესახებ შეიძლება მოკლე ფორმულირებით ასე ჩამოყალიბდეს: უფალმა იესო ქრისტემ გამოგვისყიდა ჩვენ სამართლიანი წყევისაგან, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვების ბრალეულობა, საკუთარ თავზე ჩვენს ცოდვებზე პასუხისმგებლობა. ის ევნო ჯვარზე, და ეს სიკვდილი გახდა მთელი კაცთა მთელი მოდგმის გამომსყიდველი.

ხოლო კითხვას იმაზე, ვისთან იქნა მიტანილი ეს მსხვერპლი, ჩვენ არ ვიძლევით ერთმნიშნელოვან პასუხს. დასავლურ კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი იყო მამა ღმერთთან მიმართებით სამართლიანობის დაკმაყოფილება. ამ თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ყოველი ცოდვა, ყოველი შეცდომა, ადამიანისგან ჩადენილი, ღმერთის სამართლიანობის დარღვევაა. და არანაირ ადამიანურ მსხვერპლს არ შეეძლო ამ ვალის გამოსყიდვა, რომელშიც აღმოჩნდა კაცობრიობა მამა ღმერთის წინაშე, ამიტომაც საჭირო გახდა ძე ღმერთის მსხვერპლი, რომელმაც თავისი სიკვდილით გამოისყიდა ადამიანის ცოდვები. ამ ფორმით, რომლითაც ეს სწავლება სატისფაქციაზე (დაკმაყოფილებაზე) გადამოცემულია დასავლურ ღვთისეტყველებაში, კერძოდ, ანსელმ კენტერბერიელთან, ჩვენ უარვყოფთ.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უფალი მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილი იყო არა საღვთო სამართლიანობის ან საღვთო სიმართლის დაკმაყოფილება; ის იყო გამოწვეული არა იმით, რომ ღმერთი განრისხდა კაცობრიობაზე და ეს მრისხანება რამენაირად უნდა ჩამქრალიყო. ეს იყო გამოწვეული მამა ღმერთისა და ძე ღმერთის სიყვარულით მთელი კაცობრიობის მიმართ. ეს იყო სიყვარულის მსხვერპლი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გაიღო მთელი კაცობრიობისთვის და თითოეული ადამიანისთვის.

კითხვა: დამეხმარეთ გავიგო ასეთი სიტუაცია: რატომ უნდა ვითხოვო რამე ლოცვაში, თუკი ყველაფერი მაინც ღვთის ნებისაებრ იქნება? როგორც მე მესმის, ვიღაცის სურვილი ემთხვევა ღვთის ნებას, ვიღაცის – არა. მე ძლიერად, საგანგებოდ ვლოცულობდი ჩემი ახლობელი ადამიანის გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ არ უშველა. გამოდის, რომ ჩვენს ლოცვებზე არაფერია დამოკიდებული?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე მინდა რამდენიმე მომენტი ავხსნა. პირველ რიგში, ჩვენ ვლოცულობთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთისგან რამე გამოვითხოვოთ. ჩვენ ვლოცულობთ, უპირველესად, იმიტომ რომ გვინდა ღმერთთან ურთიერთობა. თუკი თქვენ გყავთ ქმარი და შვილები, თქვენ ხომ ურთიერთობთ თქვენს ქმართან და შვილებთან არა მოხლოდ იმიტომ, რომ ეს რაიმესთვის გჭირდებათ, სასარგებლოა ან მათგან რაიმე კონკრეტულის მიღება გსურთ. თქვენ მათთან ურთიერთობთ, იმიტომ რომ თქვენ – ერთი ოჯახი ხართ, იმიტომ რომ თქვენთვის მათთან საინტერესოა, იმიტომ რომ თავად ურთიერთობას მოაქვს თქვენთვის სიხარული. იგივეა ლოცვაც. ლოცვა – ეს არის ქრისტიანის ურთიერთობა ღმერთთან, და თავად ლოცვას მოაქვს სიხარული დამოუკიდებლად იმისა, თუ რა შეგვიძლია მივიღოთ მისგან ამ ლოცვის საპასუხოდ.

მეორე მომენტი – ეს არის ის, რომ ღმერთს ესმის ყველა ჩვენი ლოცვა, მაგრამ ყოველთვის არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა. ხშირად ბავშვები მშობლებს ისეთ რამეს სთხოვენ, რაც მშობლებს არ უნდათ ან არ შეუძლიათ მათ მისცენ რაღაც საკუთარი მოსაზრებით. ბავშვები სწყინთ, კაპრიზობენ, მაგრამ მშობლები თავისაზე რჩებიან. ღვთის ჩვენდამი სიყვარული ვლინდება ერთდროულად მამობრივი და დედობრივი სიყვარულით. უფალი ჩვენზე ზრუნავს, და ჩვენზე უკეთ იცის, თუ რა გვჭირდება ამა თუ იმ მომენტში.

მესამე, რის თქმასაც მე ვისურვებდი, – თუკი ჩვენ გვინდა ღმერთისგან რამე რაიმე მივიღოთ, მაშინ არ უნდა მოგვერიდოს ამის თხოვნა. უფალ იესო ქრისტეს აქვს შესანიშნავი იგავი თავის მომაბეზრებელი ქვრივის შესახებ, რომელიც დადიოდა მსაჯულთან და ნებართვას ითხოვდა რაღაც საქმეზე, მსაჯულისთვის კი ეს ქვრივი არ იყო საინტერესო, რადგან მას არაფერი ებადა, რომ მისთვის გადაეხადა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქალს უარს ეუბნებოდა, მაგრამ რადგანაც ქალი არ ეშვებოდა, მუდმივად დადიოდა, მუდმივად კარზე უკაკუნებდა, ამიტომ მან გაიფიქრა: რაკი არ მეშვება და თავს მაბეზრებს, მოდი შევუსრულებ თხოვნას.

რატომ წარმოთქვა უფალმა ეს იგავი? ის, რა თქმა უნდა, ღმერთს არ ადარებს უსამართლო მსაჯულს. მაგრამ ის ბრძანებს: თუკი უსამართლო მსაჯულიც კი პასუხობს ისეთ თხოვნას, რომელიც მრავალჯერაა გამოთქმული, მაშინ უფალი როგორღა არ მოუსმენს თავის შვილებს, რომლებიც გულმოდგინედ და მოთმინებით ევედრებიან მას?

კითხვა: მეუფევ, მოგესალმებით! მე იტალიელი ვარ, კათოლიკი, მინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოვიდე, მაგრამ რატომღაც მართლმადიდებლურ ტაძრებში, სადაც მე შევედი, საკმაოდ სკეპტიკურად მომიდგნენ, ჩემი თხოვნისადმი აშკარა უნდობლობით. ნუთუ მართლმადიდებლობა მხოლოდ სლავი და ბერძენი ხალხებისთვისაა? თქვენი შეხედულებით, რა არის ასეთი რეაქციის მიზეზი? შესაძლოა, მე ვაკეთებ რამეს არასწორად? დიდი მადლობა პასუხისთვის.

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ჯერ კიდევ თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა და პავლე მოციქულმა მოახდინა მისი ფორმულირება: „სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია“. „ეკლესიაში ადამიანები არ იყოფიან ეროვნების მიხედვით, ის ნებისმიერი ეროვნებისა და ხალხის ადამიანისთვისაა. ჩვენთან, მაგალითად, მოსკოვში მსახურობს ერთი მღვდელი, სუფთა სისხლის იტალიელი. ის თავის დროზე ჩამოვიდა რუსეთში, მიიღო მართლმადიდებლობა, და უკვე მრავალი წელია მღვდლად მსახურობს.

თუკი თქვენ შეხვდით ასეთ რეაქციას, მაშინ ვფიქრობ, რომ თქვენ უბრალოდ არ გაგიმართლათ. მე მოგცემთ რეკომენდაციას, წახვიდეთ რომში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარში; დარწმუნებული ვარ, თქვენ იქ გაგესაუბრებიან და ყველა აუცილებელ დახმარებას აღმოგიჩენენ.

მე მინდა ეს გადაცემა დავასრულო პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლის სიტყვებით: „ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა“ (ეფ. 5: 2).

გისურვებთ ყოველივე სიკეთეს, დაე, ყველას გფარავდეთ ღმერთი.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

 

    

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب