
მოსკოვის საპატრიარქო
მადრიდის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ ანდორის სამთავროს ყაზანის სამრევლო მოინახულა და სამთავროს ეპისკოპოსსა და თანამმართველს შეხვდა




2021 წლის 31 ივლისს მადრიდისა და ლისაბონის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ საღვთო ლიტურგია აღავლინა ანდორის სამთავროს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამრევლოში, ასევე სამთავროს ეპისკოპოსსა და თანამმართველს შეხვდა.
შეხვედრა ღვთისმსახურების დაწყებამდე შედგა. ურჟელის ეპისკოპოსი ჟოან ენრიკ ვივეს-ი-სისილია, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად არის სამთავროს ორ მთავარ-თანამმართველთაგან ერთ-ერთი, მიესალმა სტუმრებს და გამოხატა სიხარული სამთავროში მართლმადიდებელი სამრევლოს განვითარებასთან დაკავშირებით.
მადრიდისა და ლისაბონის მთავარეპისკოპოსს ნესტორთან საუბრის დროს განიხილეს საკითხები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ესპანეთსა და პორტუგალიაში ახლადშექმნილი ეპარქიის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის მდგომარეობაზე რუსეთსა და უკრაინაში და ქრისტიანულ მისიაზე თანამედროვე სამყაროში. ჟოან ენრიკ ვივეს-ი-სისილიამ მთავარეპისკოპოსს ნესტორს ასევე მოუთხრო ანდორის სამთავროს მდიდარი ისტორიის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარეპისკოპოსმა ნესტორმა საღვთო ლიტურგია აღავსრულა. მწყემსმთავართან თანამსახურებდნენ იღუმენი სერაფიმე (პავლოვი) და დიაკონი დიმიტრი დოლგანოვი.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამრევლოს მეურვეობს იღუმენი სერაფიმე (პავლოვი), ბარსელონას ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ღვთისმსახურება ყოველთვიურად აღესრულება ურჟელის კათოლიკური ეპარქიის კუთვნილებაში არსებული წმინდა იულიანასა და გერმანეს სახელობის ძველ რომანულ ტაძარში. ტაძარი ამჟამად რესტავრირებულია და გამშვენებულია მოზაიკებით ცნობილი მხატვრის მარკო ივანე რუპნიკის მიერ.
ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქია
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025