
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტორინიზაციის წლისთავი მიულოცა.
მის უნეტარესობას, უნეტარეს ანასტასის, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს
თქვენო უნეტარესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!
გულითადად მოგილოცავთ ინტრონიზაციის მორიგ წლისთავს.
ყოვლადბრძენმა შემოქმედმა და სამყაროს განმგებელმა აღგამაღლათ თქვენ ალბანეთის წმინდა ეკლესიის სამღვდელთმთავრო საყდარზე არც თუ იოლ დროს. განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებ უფალს (საქ. 26:7), თქვენ მთელი ძალებით ესწრაფვოდით აღგედგინათ საეკლესიო ცხოვრების კეთილმშვენიერება, დაუძლურებელი და ფეხქვეშ გათელილი ათეისტური სახელმწიფო რეჟიმის გამანადგურებელი დევნილობის პერიოდში, – ახლა კი წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად არს ყოველსა შინა (1 ტიმ. 4:15).
გულითადად ვუსურვებ თქვენს უნეტარესობას მტკიცე ჯანმრთელობას, მოუკლებელ სულიერ სიხარულსა და უფლის უხვ შეწევნას თქვენ მიერ აღსრულებულ მაღალ საწინამძღვრო მსახურებაში.
მრავალჟამიერ!
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025