მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის ფედერაციის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა
2021 წლის 2 აგვისტოს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში შეხვედრა შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონსა და რუსეთის ფედერაციის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დამირ მუხეტდინოვს შორის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სსკგ-ს მდივანმა რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხებში, რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა მღვდელმა დიმიტრი საფონოვმა და რუსეთის ფედერაციის დუმ-ის შინაგან საქმეთა თავმჯდომარის მოადგილემ რ. ხ. სეიფეტდინოვმა.
შეხვედრის დასაწყისში დამირ მუხეტდინოვმა წარადგინა ბოლო წლებში გამოცემული მონოგრაფიები, პერიოდული გამოცემები, რომელიც მისი მონაწილეობით მომზადდა. მხარეებმა იმსჯელეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსეთის ფედერაციაში მუსულმანთა სასულიერიო სამმართველოს ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის თანამშრომლობა ქვეყანაში თეოლოგიური განათლების განვითარების კუთხით. შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე განიხილეს რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს სხვადასხვა საქმიანობის ასპექტები. წამოწეული იქნა საკითხი ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვაზე.
მხარეები ასევე შეეხნენ მსოფლიო კონფერენციის მომზადების თემას კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის შესახებ, რომლის გამართვაც იგეგმება სანკტ-პეტერბურგში საპარლამენტთაშორისო კავშირის ინიციატივით და გაეროსთან თანამშრომლობით 2022 წლის მაისში.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024