მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: დღეს სწორედ ქრისტიანობა არის ყველაზე მეტად დევნილი რელიგია პლანეტაზე
ყირგიზეთში მცხოვრები ბიჭუნას შემთხვევამ, რომელიც ძიუდოს სპორტული გუნდის შეკრების დროს სხვა ბავშვებმა ჯგროდ სცემეს იმისთვის, რომ ის რუსია და მართლამადიდებელი, ბევრი დააფიქრა იმაზე, რომ დღესაც მრავალ ქრისტიანს უწევს შევიწროვების დათმენა,ზოგჯერ კი დევნაც თავისი სარწმუნოების გამო.
როგორც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, სტელევიზიო პროგრამაში – „ეკლესია და მსოფლიო“ აღნიშნა, შემთხვევაზე რეაგირება მოახდინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. წერილში, რომელიც ამ ბიჭს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გაუგზავნა, ნათქვამია: „გამოავლინე რა ვაჟკაცობა და გამბედაობა, შენ არ შეგეშინდა თანატოლებისგან თავხედური დაცინვისა და გამასხარავებისა, და მტკიცედ იდექი შენს სარმუნოებაზე, იცავდი იმას, რაც შენთვის ძვირფასია და ფასეული. შენი საქციელი, გამბედაობა და სიმტკიცე ყოველგვარ მხარდაჭერას იმსახურებს. მილიონობით შენი ქრისტემისიერი ძმა და და რუსეთსა და სხვა ქვეყნებში თანაგიგრძნობენ ამ მნიშვნელოვან მომენტში“. უწმინდესმა პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ქრისტიანები ყველა დროში იდევნებოდნენ, რომ ნამდვილი სულიერი ძალა ვლინდება სულგრძელებასა და კეთილშობილებაში, მოთმინებასა და მაჭირვებელთა მიმტევებლობაში, და გაიხსენა სახარებისეული სიტყვები: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ. 16: 33).
„ვფიქრობ, რომ უწმინდესი პატრიარქის რეაქცია სრულებით შეესაბამება იმას, რასაც გრძნობს ამასთან დაკავშირებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველი წევრი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს რწმენის თავისუფლება. ყველა ადამიანი, იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს – რუსეთში, ყირგიზეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში თუ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოში – აქვს უფლება რომ არა მარტო აღმსარებლობდეს თავისი სარწმუნოებას, არამედ სახალხოდაც გამოხატავდეს მას“, – აღნიშნა სსკგ-ს თავმჯდომარემ.
მიტროპოლიტმა ილარიონმა ახსენა, რომ დღეს სწორედ ქრისტიანობა არის ყველაზე მეტად დევნილი რელიგია პლანეტაზე, მაგრამ ამასთან ერთად ის ძველებურად ყველაზე მრავალრიცხოვანია. „სამწუხაროდ, ძალიან ხშირად კონფლიქტური სიტუაციები აღმოცენდება იქ, სადაც ქრისტიანები მუსულმანებთან ერთად თანაცხოვრობენ, – აღნიშნა მწყემსმთავარმა. – ჩვენ პირდაპირ უნდა ვისაუბროთ ამაზე არა იმიტომ, რომ ჩრდილი მივაყენოთ ისლამს, არამედ იმიტომ, რომ მოვუწოდოთ როგორც პოლიტიკოსებს, ისე მუსულმან ლიდერებს, გაზარდონ თავიანთი ხალხი, მათ შორის ახალგაზრდობა, სიყვარულისა და ტოლერანტობის სულით“.
„რუსეთში ეს კეთდება, და ჩვენთან ძალიან მჭიდრო, ძალიან ჯანსაღი ურთიერთქმედებებია ქრისტიანებს, მუსულმანებსა და სხვა რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლებს შორის“, – კონსტანტირება მოახდინა სსკგ-ს განყოფილების თავმჯდომარემ. მან იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებშიც შეიქმნება ასეთივე ურთიერთგაგება და ურთიერთქმედება.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024