მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთ…

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

2021 წლის 1 აგვისტოს, სულთმოფენობიდან მე-6 კვირიაკეს, ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამებისა და ღირსი სერაფიმე საროველი საკვირველთმოქმედის წმინდა ნაწილების მოპოვების ხსენების დღეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღვთო ლიტურგია აღასრულა მოსკოვის „ყოველთა მწუხარეთა სიხრულის“ ხატის სახ. ტაძარში ბოლშაია ორდინკაზე.

მწყემსთმთავარს თანამსახურება გაუწიეს ტაძრის კლირიკოსებმა.

საგანგებო კვერექსზე აღვლენილ იქნა ლოცვითი ვედრება კორონოვირუსული ინფექციისგან დასახსნელად.

საგანგებო კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლენა ლოცვა, რომელიც მოარული სენის გავრცელების დროს იკითხება.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მწყემსმთავარმა დამსწრე მრევლს ქადაგების სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!

ყველა თქვენგანს, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ვულოცავ აღდგომის სწორ დღეს, აგრეთვე ხსენების დღეს ღირსი და ღმერთშემოსილი მამისა ჩვენისა, სერაფიმე საროველი საკვირველთმოქმედისა.

ეს დიდი რუსი წმინდანი გამობრწყინდა XIX ს-ს დასაწყისში, იმ დროს, როდესაც ჩვენს წმინდა რუსეთში უკვე მოქმედებდნენ სხვადასხვაგვარი რევოლუციონერებიც, ხალხის ლიბერალური სულით განათლების მსურველებიც და ისინიც, ვინც ამბობდნენ, რომ ბედნიერება ეკლესიურ ცხოვრებში კი არ მდგომარეობს, არამედ, პროგრესში, წინ – ლიბერალური და ევროპული ღირებულებებისკენ მოძრაობაში.

იმ ეპოქაში, როდესაც რუსეთს თავისი გზა უნდა აერჩია, გამოჩნდა ღირსი სერაფიმე – როგორც წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა ხალხისთვის ცხონების გზისა და მარადიული ცხოვრების საუწყებლად, რომ მიეთითებინა მათთვის, თუ საით უნდა წასულიყვნენ, რათა გადარჩენილიყვნენ.

ღირსი სერაფიმე ამბობდა, რომ ქრისტიანულიცხოვრების მიზანი ღვთის წმიდა სულის მოხვეჭაა, მაგრამ ყველას არ ესმოდა, თუ რას ლაპარაკობდა წმინდანი.

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე მოტოვილოვიც კი, ვისთანაც ამ თემაზე ღირსი მამა საუბრობდა, უცებ ვერ მიხვდა, თუ რაზე მიდიოდა საუბარი. მაშინ ღირსმა სერაფიმემ მას აუხსნა: ადამიანთა მთელი ცხოვრება იმაში მდგომარეობს, რომ გამუდმებით რაღაცას იძენენ, ადამიანების მთელი ცხოვრება დაკავშირებულია ყიდვა-გაყიდვის პროცესთან. ხალხი იძენს საცხოვრებელს, მატერიალურ კეთილდღეობას, საკვებ პროდუქტებს... ამას, რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვებით ვყვები, რაც ღირსმა სერაფიმემ მოტოვილოვს აუხსნა. მაგრამ ყველაზე მთავარი შენაძენი, რაც შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს – ეს არის ღვთის წმიდა სული.

ქრისტიანულ ცხოვრებაში, – ამბობდა ღირსი სერაფიმე, – ბევრი რამაა აუცილებელი: ლოცვაც, მარხვაც, მღვიძარებაც და ღვთის მცნებების შესრულებაც. ღირსმა მამამ თავად გაატარა ქვაზე მუხლმოდრკილმა ლოცვებში ათასი დღე და ღამე. იგი ისეთი თავშეკავებით გამოირჩეოდა, რომ თანამედროვეებს უკვირდათ, როგორ ძლებდა მისი სული კიდევ სხეულში. მაგრამ ყველაფერი ეს, – ამბობდა სერაფიმე საროველი, – არ არის ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, არამედ მხოლოდ დამხმარე საშუალებებია. მიზანი კი წმიდა სულის მოხვეჭაში (მოპოვებაში) მდგომარეობს.

როგორ შეუძლია ადამიანს, სულიწმიდის მოხვეჭა? ამას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი მთელს თავის ცხოვრებას ღმერთს მიუძღვნის, თუკი ყველა საკუთარ საქმეს უფალს შესწირავს, ჩვეულებრივ მიწიერ საზრუნავსაც კი, და ყველაფერს ღვთის წინაშე წარადგენს. ეს შეიძლება ძალიან მარტივადაც მოგვეჩენოს, მაგრამ იმავდროულად, ეს ძალიან ძნელიცაა, რადგან ჩვენი თავი და ჩვენი გული ხშირად სავსეა ამსოფლიური საზრუნავებით. ჩვენ ერთ რამეს ვიძენთ და მაშინვე ვიწყებთ ფიქრს მეორე ნივთის შეძენაზე. როგორც ადამიანები, რომებიც სურათების ან ხატების, ანაც ანტიკვარიატის კოლექციას აგროვებენ. ისინი როგორც კი ერთ ნივთს მოიპოვებენ, მაშინვე მეორეს მისდევენ. იგივე ხდება ჩვენს ცხოვრებაშიც: როგორც ერთ რამეს შევიძენთ, მაშინვე რაღაც სხვა მოგვინდება.

ღირსი სერაფიმე კი ამბობს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი რამ სჭირდება: სულიწმიდის არსებობა მის ცხოვრებაში. თუკი ადამიანი ამ შენაძენს აკეთებს, მაშინ სხვა დანარჩენი, რაც სჭირდება, თავისთავად მიეცემა. შეიძლება სწორედ ამაზე ლაპარაკობდა უფალი იესო ქრისტე მარგალიტის შესახებ იგავში, როდესაც შეგვახსენა, რომ ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში – ეს ღვთის სასუფეველია. რისი მსგავსია ცათა სასუფეველი? ის მსგავსია მარგალიტისა, რომელიც ადამიანმა მინდორში იპოვა, და ის რომ მოეპოვებინა, ამისათვის მთელი მინდორი შეისყიდა, რის გამოც მთელი თავისი ქონება გაყიდა. ასევე სულიწმიდაც იმ მარგალიტს წარმოადგენს, რომლის მოხვეჭაც მინდორთან ერთად, სადაც ის იმყოფება, ჩვენ ვიღებთ ყველაფერ აუცილებელს ჩვენი ცხოვრებისათვის.

მინდორი არის ქრისტეს ეკლესიის სახე-ნიმუში. სწორედ აქ იხვეჭს ადამიანი ღვთის წმინდა სულს: ეკლესიურ ცხოვრებაში, ღვთისმსახურებაში, ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებში და სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გზით, და იმით, რასაც ბევრი უწოდებს ლიტურგიას ლიტურგიის შემდეგ, როდესაც ღვთისმსახურების დასრულების შემდგომ ერში გამოვდივართ, მაგრამ გული ჩვენი ღვთის მადლით სავსე რჩება. ჩვენ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ საერო საქმეებსა და საზრუნავებს, მაგრამ გულში ცხოვრებას განაგრძობს იესოს ლოცვა, და თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტეა იქ, სულიწმიდასთან ერთად, რომელსაც ის მამისგან უგზავნის თავის მოწაფეებსა და მიმდევრებს.

სწორედ ამას გულისხმობდნენ ძველი აღთქმის წმინდა წერილის ავტორები, როდესაც ამბობდნენ, რომ ესა თუ ის ადამიანი დადიოდა ღვთის წინაშე. რას ნიშნავს ეს? ეს გვეუბნება იმას, რომ ეს ადამიანი მუდმივად ღვთის დასწრებას გრძნობს და ყოველივეს, რასაც უნდა აკეთებდეს, ჩვეულებრივ საქმეებსაც კი, ის ღმერთს უძღვნის. იგი ლოცულობს ყოველი საქმის წინ, მადლობს უფალს მისი დასრულების შემდეგ, მთელს ცხოვრებას აღიქვამს, როგორც ღმერთისთვის შესაწირს.

სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უფალი და უფლის კვალად ამაზე გვესაუბრება დიდი წმინდანი – ღირსი სერაფიმე საროველი. იცხოვრეთ ღვთის წინაშე წარდგომით, გახსოვდეთ, რომ უფალი ყოველთვის თქვენ გვერდითაა, ყველა თქვენი საქმე და შრომა მას მიუძღვენით. ილოცეთ გულში იესოს ლოცვით, მონაწილეობა მიიღეთ ეკლესიურ ცხოვრებაში და საეკლესიო საიდუმლოებებში. ეზიარეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს. და უფალი თქვენთან იქნება, და სულიწმიდა თქვენში იქნება.

ვილოცოთ რუსეთის მიწის დიდი სათნომყოფელის მიმართ, ღირსი სერაფიმე საროველი საკვირველთმოქმედის მიმართ, რათა გვასწავლოს ღვთისსათნო ცხოვრების გზით სიარული, და გვაკურთხოს შემდგომ მოღვაწეობაზე. რათა თითოეულმა ჩვენგანმა მისი ლოცვებით მოიხვეჭოს მთავარი საუნჯე ქრსიტიანის სულისა, მისი მთავარი მარგალიტი – ღვთის წმინდა სული. ამინ.

ყველა თქვენგანს ვულოცავ დღესასწაულს!“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური


გაზიარება:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب