მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია ყველა ეროვნების ადამიანისთვის არსებობს
„
მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ჯერ კიდევ თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა და პავლე მოციქულმა მოახდინა მისი ფორმულირება: სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია“, – ბრძანა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, სატელევიზიო გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ იტალიელი მაყურებლის დასმული კითხვის პასუხად, რომელსაც მართლმადიდებლობის მიღება სურდა.
მწყემსმთავარმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ერის წარმომადგენელი: „ეკლესიაში ადამიანები არ იყოფიან ეროვნების მიხედვით, ის ნებისმიერი ეროვნებისა და ხალხის ადამიანისთვისაა“.
მეუფე ილარიონმა გიახსენა, რომ ერთ-ერთი მოსკოველი კლირიკოსი – სუფთა სისხლის იტალიელია. „ის თავის დროზე ჩამოვიდა რუსეთში, მიიღო მართლმადიდებლობა, და უკვე მრავალი წელია მღვდლად მსახურობს“ – ბრძანა იერარქმა.
სსგკ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024