მოსკოვის საპატრიარქო
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: ჩვენ უნდა დავრჩეთ უკრაინის კანონიკური ეკლესიის ერთგულები
ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ უკრაინის საინფორმაციო ტელეარხ „Перший незалежний“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროა დავრჩეთ უკრაინის კანონიკური ეკლესიის ერთგულები უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრეს მეთაურობით.
მიტროპოლიტმა ათანასემ დაამოწმა, რომ კვიპროსზე ლოცულობენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
„ხალხზე ჩვენ ზრუნვა – ეს არის ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანები დარჩნენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში“ – აღნიშნა მეუფემ. იერარქმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კანონიერი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური არის კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე: „მას, რომელსაც ჩვენ აქამდე ვაღიარებდით, ვაღიარებთ ახლაც“.
„ჩვენ არ უნდა ვუყუროთ არავითარ მწუხარებასა და გაჭირვებას, ჩვენ უნდა ვუმზიროთ მოწამეებს, მათ მოწმობას, რომლებიც საუბრობენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენაზე. ეს მოწმობა გვეხმარება დავამარცხოთ ყველა განსაცდელი, რომლებიც აღმოცენდება ეკლესიაში. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება, უნდა დავრჩეთ ერთგულები ჩვენი ეკლესიისა“, – ბრძანა მიტროპოლიტმა ათანასემ.
უკრაინაში არსებული საეკლესიო სიტუაციის კომენტარებისას, მეუფე ათანასემ ასევე აღნიშნა, რომ „მეუ“-ს შექმნა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ამასთან დაკავშირებულ დევნას, არ მოაქვს სიხარული.
„მე თავიდანვე არაკეთილგანწყობილი ვიყავი ამისადმი, – ბრძანა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა. – ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც ახლა ხდება უკრაინაში. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დროსთან ერთად ეს ჩაივლის. რამეთუ ის, რაც დაკავშირებულია „ტომოსთან“ და „ავტოკეფალიასთან“ – არ არის ღმერთთან კავშირში. ბოლოსდაბოლოს უფალი ყველაფერს გამოასწორებს და დააბრუნებს თავის ადგილზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს საეკლესიო კანონები, და არ შეუძლიათ უკანონო ეპისკოპოსებს კანონიერებად იქნენ აღიარებულნი“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტის მასალებიდან
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024