მოსკოვის საპატრიარქო
რემეზიანის ეპისკოპოსი სტეფანე: უკრაინაში არსებული საეკლესიო განხეთქილება მთელს მართლმადიდებლურ სამყაროზე ახდენს გავლენას
ნებისმიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება შეეჯახოს საეკლესიო განხეთქილებას, რომელიც უკრაინაში მოხდა, მაგრამ თუ სიტუაციას სწორად გადავწყვეტთ, მაშინ მომავალში სხვებს გაუადვილდებათ, – მიაჩნია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს, რემეზიანის ეპისკოპოს სტეფანეს.
უკრაინულ ტელეარხ „перший козацький“- სთვის მიცემულ ინტერვიუში, მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ სიტუაცია, რომელშიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა, მთელს მართლმადიდებლურ სამყაროზე ახდენს გავლენას.
„განხეთქილება – ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება ეკლესიაში მოხდეს. <...> თუკი სიტუაცია აქ, კიევში, სწორად და კეთილად გადაწყდება (ეს კი როგორ მოხდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უფალი თავად დაგვეხმარება), მაშინ დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებს საქმე გაუმარტივდებათ. თუ არ გამოვა – მართლმადიდებელ სამყაროში დიდი პრობლემა შეიქმნება, ისეთი, როგორიც არ ყოფილა 20 საუკუნის განმავლობაში“, – ხაზგასმით აღნიშნა სერბმა იერარქმა.
„ ვიქრობ, რომ უფალმა უკრაინელი მართლმადიდებელი ხალხი ღირს-ჰყო იმისა, რომ სწორედ მან უნდა გასცეს ახლა ქმედითად პასუხი, თუ როგორ უნდა დაიცვა მართლმადიდებლური მშვიდობა“, – ბრძანა რემეზიანის ეპისკოპოსმა სტეფანემ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024