მოსკოვის საპატრიარქო
ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი ფრანკლინ გრემი რუსეთს ეწვია
2021 წლის 26-29 ივლისს რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი ფრანკლინ გრემი.
26 ივლისს ფრანკლინ გრემი ბოლშაია ორდინკაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა“ სახ. ტაძრის სამრევლო სახლში მიიღო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა. მხარეებმა აზრები გაცვალეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ბილი გრემის ევანგელისტურ ასოციაციის შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების თაობაზე. კერძოდ, განხილულ იქნა ერთობლივი პროექტები დევნილი ქრისტიანების დაცვის სფეროში.
მეორე დღეს ფედერაციის საბჭოში შედგა ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტის ფ. გრემის შეხვედრა ფედსაბ-ის ვიცე-სპიკერთან კ. ი. კოსაჩევთან. ფ. გრემმა კ. ი. კოსაჩევთან საუბარში ილაპარაკა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. თავის მხრივ, ი. ი. კოსაჩევმა ფ. გრემი მიიწვია კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2022 წელს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.
28 ივლისს ფრანკლინ გრემი ეწვია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას, სადაც შეხვედრა გამართა მის თავმჯდომარესთან – ვ. ვ. ვოლოდინთან. მხარეებმა აზრები გაცვალეს რუსეთ-ამერიკას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, ასევე, კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილ მდგომარეობაზე. საუბრის მსვლელობისას შეეხნენ, ასევე, ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვის თემას, მათ შორის, განიხილებოდა ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოს მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მიმართ „ერთსქესიანთა კავშირების“ დაკანონების თაობაზე. ფ. გრემი მიესალმა რუსეთის სახელმწიფოს მტკიცე პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ზნეობრივ საკითხებში მასზედ რწმუნებული ევანგელისტური ასოციაცია ასევე უჭერს მხარს ტრადიციულ ქრისტიანულ ფასეულობებს.
29 ივლისის საღამოს Four Seasons-ის მოსკოვის სასტუმროში შედგა ოფიციალური მიღება, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ევანგელისტ ქრისტიან ბაპტისტთა რუსეთის საბჭომ. მიღება მიეძღვნა რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულს და მოსკოვში ფ. გრემის ჩამოსვლას. მიღებას ესწრებოდნენ რუსეთის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. ღონისძიებაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოდგენდნენ სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), სსკგ-ს მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი), სსკგ-ს თანამშრომლები ბერდიაკონი პეტრე (ახმატხანოვი) და ფ. ვ. ჩემპიონი.
დამსწრე საზოგადოებას თავის მიმართვაში ფრანკლინ გრემმა მოუწოდა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ. მან განსაკუთრებით აღნიშნა ქრისტიანული კონფესიების სამშვიდობო როლი. თავისი გამოსვლის დასასრულს ფ. გრემმს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინს სირიაში ქრისტიანების გადარჩენისათვის. „რომ არა რუსეთის ჩარევა სირიის სიტუაციაში, ვფიქრობ, იქ არცერთი ქრისტიანული ეკლესია აღარ დარჩებოდა. ამიტომ ვმადლობ რუსეთის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის“, – აღნიშნა ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტმა.
***
ფრანკლინ გრემი მსოფლიოში ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის ვაჟია. იგი 1995 წლიდან სათავეში უდგას თავისი მამის მიერ შექმნილ ევანგელისტურ ასოციაციას. 1978 წლიდან ის, ასევე, ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ორგანიზაციას „სამარიტელის ქისა“.
2015 და 2019 წლებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქთან შეხვედრების დროს, ფრანკლინ გრემი ყოველთვის ხაზს უსვამდა მეგობრულ ურთიერთობას ბილი გრემის ევანგელისტურ ასოციაციასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელიც ეფუძნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების მიმდევრობას.
2015 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბილი გრემის ევანგელისტურ ასოციაციასთან და საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისასთან“ ერთად მსხვილი პროექტი ერთად განახორციელა ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და იმ დროისათვის იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიებზე. ლტოლვილებმა მაშინ 63 420 ჰუმანიტარული ნაკრები მიიღეს , რომელშიც შედიოდა პირველი მოხმარების საყოფაცხოვრებო საგნები, პროდუქტები და საბავშვო სათამაშოები.
2017 წელს მოსკოვის საპატრიარქომ დელეგაცია გაგზავნა ევანგელისტური ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა და დევნილ ქრისტიანთა დაცვას მიეძრვნა. სამიტის დანიშნულება იყო, მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქრისტიანების უპრეცედენტო დევნაზე. აღნიშნული სამიტის ორგანიზების იდეა ფრანკლინ გრემს დაებადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარესთან, მიტროპოლიტ ილარიონთან საუბრის დროს მოსკოვში, 2015 წელს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024