მოსკოვის საპატრიარქო
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესი მიტროპოლიტის მისასალმებელი სიტყვა კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1033-ე წლისთავთან დაკავშირებით
2021 წლის 28 ივლისს, კიევ-პეჩერის წმინდა მიძინების ტაძარში საღვთო ლიტურგიის აღსრულების შემდეგ, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრაღის მთავარეპისკოპოსმა მიხეილმა, მისასალმებელი სიტყვა გააჟღერა კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1033-ე წლისთავთან დაკავშირებით.
მის უნეტარესობას
უნეტარეს ონოფრეს,
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს
თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ თანაძმაო და თანამუშაკო!
ლოცვით გილოცავთ წმინდა მოციქულთასწორის მთავარ ვლადიმერის ხსენების დღეს – რუსეთის ნათლისღების ხსენებით!
არჩევანი, რომელიც წმინდა მთავარმა გააკეთა, ეს იყო დნეპრის წყლების საბანელის მეშვეობით ღვთის მიერ მისთვის რწმუნებული ერის გაყვანა ისტორიული განვითარების ახალ ეტაპზე. ამან შესაძლებლობა მისცა აღმოსავლთის სლავ ტომებს, თანაზიარნი გამხდარიყვნენ წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს ღვაწლისა, მოეპოვებინათ დამწერლობა და შეემეცნათ ღვთის სიტყვა წმინდა სახარების მოსმენითა და შესწავლით.
ამ დღეს ლოცვით აღვუვლენთ განსაკუთრებულ მადლიერებას ჩვენს ქრისტე ღმერთს და ვლოცულობთ ჩვენი ყველა ძმისთვის!
უფლისმიერი სიყვარულით,
+ როსტისლავი
პრეშოვის მთავარეპისკოპოსი,
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024