კიევში დღესასწაულზე ჩასული სტუმრები ადგილობრივი ეკლესიებიდან: „ჩვენ აქ ღრმა რწმენა ვიხილეთ“
2021 წლის 28 ივლისს კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ბრიფინგი შედგა მასმედიისათვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კიევში რუსეთის გაქრისტიანების საიუბილეო თარიღის სადღესასწაულოდ ჩავიდნენ.
მიტროპოლიტმა ანტონიმ ყველას მიულოცა დღესასწაული. „გუშინ ჩვენ ერთად ვიყავით ჯვრით დიდი მესვლელობის მონაწილენი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 350 000-ზე მეტმა მორწმუნემ – სხვადასხვა ასაკის ხალხმა, სხვადასხვა გემოვნების (როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური), სხვადასხვა პროფესიის, – აღნიშნა იერარქმა. – მიუხედავად განცხადებებისა და ხელოვნური სოციალოგიური კვლევებისა, ვხედავთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ჩვენი ხალხის ხორცი ხორცთაგანი, სისხლი სისხლთაგანი“.
მან ასევე საზოგადოებას წარუდგინა წიგნი „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია: ისტორიის სიძველენი“. ამ ნაშრომში კვლევის საფუძველზე დაყრდნობით განხილულია საეკლესიო სტრუქტურების უწყვეტობის საკითხი, მეუფე ანტონიმ კონსტატირება მოახდინა: „თუკი, ხაზს გავუსვამ, შევხედავთ ობიექტურად, მაშინ დავინახავთ, რომ უკრაინაში მხოლოდ ერთ ეკლესიას აქვს უწყვეტობა წმინდა მთავარი ვლადიმერისგან, კიევის სამიტროპოლიტოდან, რომელიც კიევის რუსეთის შექმნისთანავე წარმოიშვა“.
მიუთითა იმაზე, რომ მხოლოდ ერთ ეკლესიას აქვს უკრაინაში ასეთი ხანგრძლივი ისტორია, ეს კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე წინამძღვრობს, მან აღნიშნა: „ეს ეკლესია ინარჩუნებს საეკლესიო კანონებისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგულებას. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვაგვარი მცდელობა შეცვალონ სიტუაცია სხვადასხვაგვარი იდეოლოგიური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის შედეგით. იქმნება თვით მართლმადადებლობის ახლებური ხედვა, მრავალი დაჟინებით მოითხოვს თავის კანონებს, წესებს. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გუშინ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ჯვრით მსვლელობის დროს, პარაკლისზე, საღამოს ღვთისმსახურებაზე და დღეს ლიტურგიაზე, რომელიც აღასრულა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ, მართლმადიდებლობის ზეიმს შეურთდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები“.
ბრიფინგის მიმდინარეობისას ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მდივანმა სელევკიის ეპისკოპოსმა ეფრემმა, სერბეთის პატრიარქის ვიკარიუსმა რემეზიანის ეპისკოპოსმა სტეფანემ და პრაღის მთავარაეპისკოპოსმა მიქაელმა (ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია), გააზიარეს რუსეთის ნათლობის 1033 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის შთაბეჭდილებები და თავიანთი ეკლესიების მეთაურების მისალმება გააჟღერეს.
როგორც სელევკიის ეპისკოპოსმა ეფრემმა აღნიშნა, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ჩავიდა კიევში, „რომ მონაწილეობა მიგვეღო იმ ღონისძიებებში, რომლებიც წმინდა მთავრის ვლადიმერის ხსენებას ეძღვნებოდა, მონაწილეობა მიგვეღო მასში ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად, ჩვენს მოძმე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად“. „ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ – ეს განსაკუთრებული გამოცდილებაა ჩვენთვის – აღნიშნა მწყემსმთავარმა. – ჩვენ ვიგრძენით სიყვარული, ვგრძნობდით, რომ ძმებთან ერთად ვართ, თითქოს მრავალი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ ღრმა რწმენა ათასობით ადამიანის თვალში, რომლებიც გუშინ ჯვრით მსვლელობაში მონაწილეობდნენ“. „ამ სიმდიდრეს სიყვარულისას და რწმენისას, რომელიც ჩვენ აქ ვიგრძენით თქვენთან ერთად, წავიღებთ ჩვენთან სახლში, ჩვენს ქვეყანაში, ანტიოქიის საპატრიარქოში“, – ხაზგასმით აღნიშნა მეუფე ეფრემმა.
სერბეთის პატრიარქის ვიკარიუსმა რემეზიანის ეპისკოპოსმა სტეფანემ ბრძანა: „გუშინ ჩვენ უამრავი ადამიანი ვნახეთ და მადლიერები ვართ, რომ უფალმა ღირსი გაგვხადა ვყოფილიყავით წმინდა მთავრის ვლადიმერის საპატივცემულოდ გამართულ ამ დიდებულ დღესასწაულზე. ჩვენ გვაქვს მსგავსი დღესასწაული – წმინდა იოანეს საპატივცემულოდ. სანამ ჩვენთან ასეთი წმინდანები არიან, ჩვენი გზა ნათელი იქნება. ჩვენ კი უნდა ვიაროთ ამ გზაზე, რომ მივიღოთ ყველაფერი, რაც გვინდა როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს: თავისუფალი (ცოდვისგან – შენიშვნა) ცხოვრება, ტაძრის სილამაზე. ჩვენთან არს ღმერთი! არს, და იყოს! როცა განსაცდელები ეშვება, ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთანაა, ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ“.
„ვხარობ იმით, რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა ვიყო აქ ძმა-ეპისკოპოსებთან ერთად და ვიხარებდე ამ დღესასწაულით“, – ბრძანა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა პრაღის მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა. მწყემსმთავარმა დაამოწმა: „ჩვენს ეპარქიაში ყოველ საღვთო ლიტურგიაზე ვლოცულობთ მშვიდობისთვის, სიმყუდროვისთვის, ურთიერთგაგებისთვის უკრაინაში, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა, რომ ცხოვრობდეს ქრისტიანი ხალხი. ჩვენ ვლოცულობთ უკრაინის კანონიერი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მის კანონიერ მმართველზე უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეზე“.
ბრიფინგის დასრულებისას, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ სტუმრებს მადლიერების სიტყვებით მიმართა და აღნიშნა: „თქვენ იგრძენით მორწმუნე უკრაინელი ხალხის ცხოვრების პულსი, ნახეთ, ადამიანებს როგორ უყვართ თავიანთი მიწა, როგორ უყვართ თავიანთი მეთაური უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე, უყვართ თავიანთი ეკლესია. ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ერთობა. მიუხედავად ზოგიერთი ძალის ძალისხმევისა, დაერღვიათ საერთო მართლმადიდებლური ერთობა, თავმდაბლობის ძალით, ლოცვით ვადასტურებთ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ჩვენ გვწამს ქრისტესი, გვწამს რომ ის არის ერთადერთი და უცვლელი“.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის
საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების ცნობით