მოსკოვის საპატრიარქო
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა სსგკ-ს თავმჯდომარეს დაბადების 55 წლის იუბილე მიულოცა
სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესი მიტროპოლიტის ტიხონის მისალოცი წერილი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს დაბადების 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მიტროპოლიტო ილარიონ!
ძვირფასო ძმაო და ღვთის მაცხოვნებელ საიდუმლოებებში თანამსახურო!
მოგესალმებით თქვენს 55-ე წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. უეჭველია, ეს დღე სიხარულითა და ზეიმით იქნება აღნიშნული. სხვა მრავალთან ერთად აღვავლენ მე ლოცვებს თქვენთვის ყოვლადძლიერი ღმერთის წინაშე, განსაკუთრებით ვევედრები მას, არ მოგაკლოთ ხორციელი და სულიერი ჯანმრთელობა. ვლოცულობ იმისთვის, რომ უფალმა მოგანიჭოთ ძალა ყველა იმ საპასუხისმგებლო საქმის აღსასრულებლად, რომელთათვისაც მოწოდებული ხართ მისგან. დაე, გარდამოგივლინოთ ღმერთმა სიბრძნე და განრჩევის ნიჭი, რათა იცოდეთ, რა გააკეთოთ, და სიმტკიცე ძალისა, რათა შეძლოთ ჩაფიქრებულის განხორციელება!
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, დაე, იყოს თქვენთან უფლის კურთხევა თქვენი დაბადების დღეზე და თქვენი ცხოვრების ყოველ დღეს!
თქვენი ძმა და ქრისტეში თანამსახური,
+ ტიხონი
მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა
მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024