მოსკოვის საპატრიარქო
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს დაბადების 55 წლის იუბილე მიულოცა
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტის როსტისლავის მისალოცი წერილი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს დაბადების 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
თქვენო მაღალაყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ!
გულითადად მოგილოცავთ 55 წლის იუბილეს!
თქვენ, ბავშვობის წლებიდანვე ვერ წარმოგედგინათ საკუთარი მომავალი ეკლესიის გალავნის მიღმა. თქვენი დამაჯერებლობა არჩეული გზის მართებულობაში, გამყარებული იყო აღზრდითა და იმ ფართო მსოფლმეხდველობით, რასაც თქვენ დღემდე ავლენთ თქვენს სამეცნიერო შრომებში.
ყოვლადმოწყალე უფალი, ხედავდა რა თქვენს რწმენას, მისწრაფებასა და გულმოდგინებას, მთელი ეს წლები მსახურების გზით გატარებდათ. ლიტვაში, სადაც თქვენ გადიოდით სამრევლო მღვდლისა და წინამძღვრობის მორჩილებას; მოსკოვში, სადაც თქვენ შრომობდით სსგკ-ში; სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, სადაც თქვენ საშუალება გქონდათ, სრულყოფილგეყოთ თქვენი ცოდნა და მიგეღოთ დიპლომატიური შრომის მდიდარი გამოცდილება. ყველა ეს ეტაპი თქვენ გაიარეთ ღვთის მადლმოსილ შემწეობაზე სასოებით და ღვთის ეკლესიის მსახურისათვის ღირსეული დიდი გულმოდგინებით.
ამ სასიხარულო დღეს თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ვუსურვებ მწყემსმთავრულ ძალთა სიმტკიცეს და ჩვენი ქრისტე ღმერთის მოუკლებელ წყალობას.
ყურად ვიღებთ რა თქვენს მსახურებას და თქვენს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ მართებული იქნება ღირსგყოთ თქვენ წმინდა მოციქულთასწორი მთავრის როსტისლავის i ხარისხის ორდენით.
გამოვითხოვ თქვენზე უფლის კურთხევას!
+ როსტისლავი,
მთავარეპისკოპოსი პრეშოვისა, მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024