მთავარი გვერდი ახალი ამბები
პატრიარქის მისალმება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორ…

პატრიარქის მისალმება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის XXVIII გენერალური ასამბლეის მონაწილეებს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალმება გაუგზავნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის XXVIII ყოველწლიური გენერალური ასამბლეის მონაწილეებს.

   მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის XXVIII ყოველწლიური გენერალური ასამბლეის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და სტუმრებს 

პატივცემულო სერგი ანატოლის ძე გავრილოვ – მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტო! 

გენერალური ასამბლეის მონაწილენო და სტუმრებო, ძვირფასო ძმებო და დებო! 

გულითადად მივესალმები ყველა თქვენგანს, შეკრებილთ კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის XXVIII ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომების ჩასატარებლად თემაზე: „მსოფლიოს მომავალი, ევროპის მომავალი პანდემიის შემდეგ“.

დღევანდელ რთულ პერიოდში კრების მონაწილეთა აზრები შემთხვევით არ არის მიმართული კორონავირუსული ინფექციის პრობლემისაკენ, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა და გლობალურ გამოწვევად იქცა მთელი მსოფლიოსათვის. ამ გამოწვევამ შვა ალარმიზმული შიში, ტკივილი, ახლობლების დაკარგვა და სიმწარე. მაგრამ მანვე შეუწყო ხელი ბევრ თანამედროვე ადამიანში ისეთი მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლინებას, როგორიცაა თავგანწირული სიყვარული, გულმოწყალება, მოყვასის მსახურება. უხილავ და მზაკვარ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე პირველ რიგში ექიმები აღმოჩნდნენ. მათი მსახურება, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი და თავგანწირვა გმირობის ნამდვილი მაგალითი გახდა. მედიცინის მუშაკებთან ერთად „წითელ ზონაში“ იმყოფებიან მღვდელმსახურებიც. ისინი ლოცვით ანუგეშებენ და ამხნევებენ დაავადებულთ, აზიარებენ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს, გარდაცვლილთ კი აცილებენ გზასა ყოველთა კაცთასა. მართლმადიდებელ ეკლესიას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია თავისი მაცხოვნებელი მსახურება. თუმცა ეპიდემიამ ჩვენს ცხოვრებაში არცთუ ცოტა შეზღუდვები შემოიტანა, მნიშვნელოვნად შევიწროვდა ძმური ურიერთობის შესაძლებლობა, მართლმადიდებლური სიწმინდეების მოლოცვები და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ქრისტიანთა ერთობლივი ლოცვები.

ბევრი ისეთი რამ, რასაც ჩვენ მივეჩვიეთ და ათეულობით წელი გვინარჩუნებდა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობას, ახლა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა მოგვეთხოვება, რათა ახალი მიდგომები ვიპოვოთ არსებული დაცალკევების გადასალახავად. კერძოდ, აუცილებლია, სოლიდარობის განტკიცება წამებული ძმების დასახმარებლად ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კოსოვოსა და მეტოქიაში, უკრაინაში, ასევე ყველგან, სადაც ქრისტიანები იდევნებიან და სადაც მართლმადიდებელი ეკლესია იბრძვის თავისი ისტორიული, სულიერი და კუტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

ჩვენ ყველანი ახლა ვართ მოწმენი იმისა, რომ მსოფლიო მართლმადიდებლური ოჯახის სიმრთელეს დიდი ზიანი ადგება გახლეჩის გამო, რაც ანტიკანონიკურმა მოქმედებებმა გამოიწვია და რაც უკრაინაში განხეთქილების ლეგალიზაციაზეა მიმართული. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე განიცდის დისკრიმინაციას, მის ტაძრებს კვლავ იტაცებენ, ცდილობენ, უფლებები შეუზღუდონ, მათ შორის, კანონმდებლობით დონეზე და იქამდეც კი, რომ იძულებით წაართვან მას საკუთარი სახელი. მართლმადიდებელთა გახლეჩვა უკრაინის საეკლესიო მოვლენების გამო, სამწუხაროდ, გამოვიდა მისი საზღვრებიდან და უკვე ზოგიერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით გავრცელდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ გარდამოცემასთან დაბრუნების საფუძველზე და დიალოგისათვის გახსნილობის მზადყოფნაზე. მისი განახლებისაკენ გზების ძიებაში, დაე, მოთხოვნადი გახდეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩარჩოებში თანამშრომლობის გამოცდილებაც.

ყველა თქვენგანს ვუსურვებ ღვთის შემწეობას და ღვთივკურთხეულ წარმატებებს მრავალსასარგებლო შრომებში სოლიდარობის განმკიცებისათვის, მართლმადიდებელი ერების შედუღაბებისა და ერთობისათვის.


+კირილე,

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი

 

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب