მოსკოვის საპატრიარქო
საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, შედგა რელიგიურ გაეთიანებებთან ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის საბჭოს კომისიის მორიგი სხდომა
2021 წლის 20 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, შედგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთქმედებების საბჭოს კომისიის მეშვიდე სხდომა.
ღონისძიება გაიმართა კომისიის თავმჯდომარის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის ხელმძღვანელობით. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის შიდა პოლიტიკის სამართველოს რეფერენტმა, საბჭოს პასუხისმგებელმა მდივანმა (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) ა. ვ. ტრეტიაკოვმა, სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი), ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საქმეებში გ. ბ. კარასინმა, რუსეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა დიტრიხ ბრაუერმა, რუსეთის მუსულმანთა სულიერი კრების მუფთიმ ალბირ კრგანოვმა, რუსეთის ებრაული თემების ფედერაციის პრეზიდენტმა ა. მ. ბოროდამ, რუსთანამშრომლობის ხლმძღვანელის მოადგილემ პ. ა. შევცოვმა, ასევე კომისიის სხვა წევრებმა და მოწვეულმა ოფიციალურმა პირებმა.
დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მანვე ჩამოაყალიბა დღის წესრიგი.
სხდომის მსვლელობისას მეუფე ილარიონი მოხსენებით გამოვიდა, რომელიც კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის ფარგლებში მსოფლიო კონფერენციისათვის მზადებას მიუძღვნა. აღნიშნული კონფერენცია სანკტ-პეტერბურგში 2022 წლის მაისში გაიმართება. საკუთარ გამოსვლებში შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს მომავალი საერთაშორისო ფორუმის გულმოდგინედ მომზადების აუცილებლობა.
სხდომის პროცესში სიტყვით გამოვიდა, ასევე, სსკგ-ს მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი), რომელმაც ილაპარაკა სირიის მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენის საქმეში რელიგიათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და მისი შესაძლო რეორგანიზაციის შესახებ.
სხდომის დასასრულს, მიტროპოლიტმა ილარიონმა ყველა დამსწრე პირს უსურვა ღვთივკურთხეული წარმატებები შემდგომ შრომა-მოღვაწეობაში.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024