
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბელგიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოუცხადა ბელგიელთა მეფე ფილიპეს, ბელგიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით
მის უდიდებულესობას ბელგიელთა მეფე ფილიპეს
თქვენო უდიდებულესობავ!
დიდი მღელვარებით შევიტყვე წყალდიდობის შესახებ, რომელიც ამჟამად თავს დატყდა ევროპას. წყლის სტიქიამ სერიოზული ზარალი მიაყენა ბელგიის სამეფოს. უბედურების შედეგად დაიღუპნენ და დაზარალდნენ ადამიანები, ბევრმა თავისი ქონება დაკარგა და ჭერის გრეშე დარჩა. მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, ასევე გადასცეთ მხარდაჭერისა და სამძიმრის სიტყვები ყველას, ვისაც ეს უბედურება შეეხო. თანაუგრძნობს არა ბელგიელ ხალხს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ლოცვებს აღავლენს კატასტროფის შედეგების დასაძლევად, და სასოებს, რომ გულმოწყალე უფალი მისცემს ძალებს მაშველი რაზმების სპეციალისტებს, განამტკიცენს დაზარალებულთა სიცოცხლისათვის მებრძოლი ექიმების ხელებს და გარდამოუვლენს მადლმოსილ ნუგეშს ყველას, ვინც დაკარგა ნათესავები და ახლობლები ამ სამწუხარო დღეებში.
პატივისცემით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025