
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით, სამძიმარი გამოუცხადა გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს.
მის აღმატებულება ქალბატონ ანგელა მერკელს,
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს
თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო ქალბატონო ფედერალურო კანცლერო!
ღრმად დამწუხრებული ვარ ცნობით ძლიერი წყალდიდობის შესახებ, რომელიც გერმანიაში მოხდა და რომლის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა და ბევრიც უსახლკაროდ დარჩა. სტიქიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქალაქებსა და სოფლებს, ქვეყნის ეკონომიკას. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, იზიარებს რა აუნაზღაურებელი დანაკარგით გამოეწვეულ მწუხარებას, გამოხატავს თანაგრძნობასა და მხარდაჭერას თქვენდამი და მთელი გერმანელი ხალხისადმი. ვიმედოვნებ, რომ გერმანიის ხელისუფლება, მაშველები და ექიმები, მოხალისენი და არაგულგრილი მოქალაქენი ყველაფერს გააკეთებენ, რაც შესაძლებელია, იმათ დასახმარებლად, ვისაც ეს უბედურება შეეხო.
მოწყალე უფალმა გარდამოუვლინოს სიმხნევე, სულის სიმტკიცე და მადლმოსილი შემწეობა ყველა დაზარალებულს, დაე ანუგეშოს ყველა, ვინც ამ ტრაგედიის მიზეზით ნათესავები და ახლობლები დაკარგა.
ღრმა თანაგრძნობით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025