მოსკოვის საპატრიარქო
ჩიანგმაიში მართლმადიდებელმა სამრევლომ სასუნთქი აპარატები გადასცა COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის
ტაილანდის ეპარქიის სამრევლოები აგრძელებენ დახმარების აღმოჩენას ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომლებიც COVID-19-ით დაზარალდნენ. 2021 წლის 12 ივლისს ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ ჩიანგმაის, წმინდა ვლადიმერის სახელობის სამრევლომ, ეპარქიის სამმართველოს ფინანსური მხარდაჭერით 2 სასუნთქი აპარატი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების დახმარების რეგიონალურ ცენტრს.
საქველმოქმედო აქციის კოორდინატორად დანიშნულ იქნა დიაკონი პავლე სრისუმორო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მეთაურმა შეკრებილებს წარუდგინა დიაკონი პავლე, რომელმაც ისაუბრა ტაილანდში მართლმადიდებლობის შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელობამ მადლიერება გამოხატა ტაილანდის ეპარქიის მიმართ, აღუთქვა ეკლესიის საქმიანობისადმი ყოველგვარი მხარდაჭერა.
ჩიანგმაის სხვა პროვინციებისგან სნიტარული იზოლაციისა და გაჭირვების გათვალისწინებით, წმინდა ვლადიმერის სახელობის სამრევლოს საქველმოქმედო აქციას ტაილანდის სხვა მართლმადიდებელმა სამრევლოებმაც დაუჭირეს მხარი.
ტაილანდის ეპარქიის მდივანმა არქიმანდრიტმა ოლეგმა (ჩერეპანინი) მოწოდება გააკეთა, რომ არ შეასუსტონ გაჭირვებულთათვის დახმარების აღმოჩენა და გააძლიერონ ლოცვები ქვეყნის ავადმყოფობისგან დახსნისათვის.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
ტაილანდის ეპარქიის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024