მოსკოვის საპატრიარქო
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის დღეობა მიულოცეს
2021 წლის 25 ივნისს, ღირსი ონუფრი დიდის ხსენების დღეს, კიევო-პეჩერის ლავრაში გაიმართა ზეიმი კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის დღეობასთან დაკავშირებით. სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრებისა და სამღვდელოების კრებულმა.
მის უნეტარესობას მისალოცები გაუგზავნეს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრისადმი მიძღვნილ წერილში, კერძოდ, ნათქვამია: „თქვენი ნეტარებისათვის ამ სულიერად მნიშვნელოვან დღეს მინდა დაგიდასტუროთ, რომ მთელი საეკლესიო სისავსე, უთანაგრძნობს რა ერთმორწმუნე ძმებსა და დებს, განსაკუთრებულ ვედრებას აღუვლენს მეფეთა მეუფეს და უფალთა უფალს უკრაინის მიწაზე მტრობისა და არეულობის შეწყვეტისათვის, მშვიდობისა და თანხმობის დამყარებისათვის“.
„თქვენი ზეციური მფარველის, ღირსი ონუფრი დიდის ლოცვებით დაე, მოგმადლოთ უფალმა კეთილი სიჯანსაღე და სულიერი სიხარული შემდგომი თავდადებული მსახურებისათვის ღვთისა და ერის წინაშე“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს მისასალმებელ გზავნილში.
„ღირსი ონუფრი , იღვწოდა რა თავისი ხორცით, საკუთარი სული შეიმკო მადლმოსილი ნიჭებით და ანგელოზებს ემსგავსა, რომელნიც მოუკლებლად ადიდებენ ღმერთს ზეცაში“ – აღნიშნულია სერბეთის უწმინდესი პატრიარქის პორფირეს გზავნილში. – ვიცით რა, რომ მან ორმოცდათ წელზე მეტი მარხვას და ლოცვაში გაატარა ასკეზის შორეულ და მკაცრ უდაბნოში, გვაოცებს მისი ღვაწლი და სიტყვები: „ყველაზე მეტად ვნაყრდები და ვრწყულდები ღვთის სიტყვებით“. ვამოწმებთ თქვენს თავგანწირულ მღვდელთმთავრულ მსახურებას და ვლოცულობთ თქვენი ზეციური მფარველის, ღირსი ონუფრი დიდის მიმართ, რათა განგიმტკიცოთ სულიერი ძალები და ხორციელი ჯანმრთელობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილმსახური კლირისა და კეთილმორწმუნე მრევლის სასიხარულოდ“.
„გულითადათ გილოცავთ თქვენი ზეციური მფარველის, ღირსი ონუფრი დიდის ხსენების დღეს, – ნათქვამია ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესი მიტროპოლიტის საბას მისალმებაში. – ძმური სიყვარულის სულისკვეთებით გისურვებთ, რომ მისი ლოცვებით უფალმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა და თავისი მდიდარი წყალობა, რაც შეეწევა თქვენს მრავალმხრივ შრომას უკრაინის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის სადიდებლად; მშვიდობა და ყოველივე სიკეთე გქონოდეთ ცხოვრების ყოველ დღეს“.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
სრულად ნახვა
გაზიარება:
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024