მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვში გაიმართა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წი…

მოსკოვში გაიმართა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „დოსტოევსკის სახარება“ პრეზენტაცია

2021 წლის 22 ივნისს ვ. ი. დალის სახ. რუსული ლიტერატურის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ცენტრალურ შენობაში შედგა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „დოსტოევსკის სახარება“ პრეზენტაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა დ. პ. ბაკმა, დოსტოევსკის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა ვ. ნ. ზახაროვმა, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის „ფ. მ. დოსტოევსკის ბინა-მუზეუმის“ განყოფილების გამგემ პ. ე. ფოკინმა, დოსტოევსკის ფონდის პრეზიდენტმა ი. ლ. ვოლგინმა, ფ. მ. დოსტოევსკის შემოქმედების სპეციალისტებმა.

პრეზენტაცია გახსნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა პ. დ. ბაკმა. თავისი სიტყვის დასაწყისში პ. დ. ბაკმა მიტროპოლიტ ილარიონს მიულოცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის მიღება, რომელიც იერარქს „მშობლიური კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის“ მიენიჭა, ხოლო მისი ახალი წიგნის გამოსვლას მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

შემდეგ ნაჩვენებ იქნა მიტროპოლიტ ილარიონის დოკუმენტური სერიალის „დოსტოევსკის სახარების“ მოკლე ფრაგმენტი, რომელიც ასევე მიძღვნილია მწერლის დაბადების 200 წლისთავის იუბილესადმი.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის „ფ. მ. დოსტოევსკის ბინა-მუზეუმის“ განყოფილების გამგე პ. ე. ფოკინი. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დოსტოევსკის შესახებ ნათქვამია ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვთსიმეტყველისა და იერარქის სახელით“, – აღნიშნა მან და მიუთითა მეუფე ილარიონის ახალი წიგნის უნიკალურობაზე, რომელმაც ფარდა ახადა დიდი რუსი მწერლის სულიერი სამყაროსა და მსოფლმხედველობის საიდუმლოებას.

ფ. მ. დოსტოევსკის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში, რუსული კულტურის განვითარებასა და რუსული ენის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისა და ქველმოქმედებისთვის პ. ე. ფოკინმა მიტროპოლიტ ილარიონს კემეროვის ოლქის საზოგადოებრივი ჯილდო – დოსტოევსკის ორდენი გადასცა. ჯილდო დაწესდა კუზბასში მწერლის დაბადებიდან 200 წლისთავთან დაკავშირებით.

შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებისა და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დოსტოევსკის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ვ. ნ. ზახაროვი. მან მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ ილარიონს წარმოდგენილი წიგნისთვის, რის შემდეგაც ისაუბრა თავის შემოქმედებით გზაზე ფ. მ. დოსტოევსკის ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევის სფეროში, დოსტოევსკის სახარების შესწავლისა და მწერლის შემოქმედების ქრისტიანული ასპექტების თაობაზე.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კაშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო წიგნის შექმნის წინაისტორიაზე, რომელშიც ის ფ. მ. დოსტოევსკის შემოქმედებას ადარებს ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველურ და მოციქულებრივ უწყებას:

„გასული კალენდარული წლის დასაწყისში სტუმრად ვიყავი ჩემს ძველ მეგობართან – გამოჩენილ რუს დიპლომატთან ალექსანდრე ვლადიმერის ძე იაკოვენკოსთან, რომელიც თავის დროზე იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერე – ელჩი დიდ ბრიტანეთში, ახლა კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის რექტორია.

ალექსანდრე ვლადიმერის ძემ მაჩვენა დოსტოევსკის კუთვნილი სახარება მისი ფაქსიმილიით. გამოცემის გარეგნული სახე უნიკალურია: წიგნის სამტომეული კომპლექტი დევს ყუთში, რომელსაც პატიმრების გადასაყვანი ვაგონის ფორმა აქვს. შუაში დევს სახარება დოსტოევსკის ფაქსიმილიით, მისგან მარცხნივ ჩატარებული კვლევის დიდი ფუნდამენტალური ტომი, მარჯვნივ – კიდევ ერთი ტომი, რომელშიც ყველა ციტატაა შეკრებილი დოსტოევსკის სახარებიდან, ყველა ალუზია დოსტოევსკის სახარებაზე, – მონიშნული ადგილების მწერლისეული კომენტარებით.

რა თქმა უნდა, ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო ამ უიშვიათესი გამოცემის ნახვა (ძალინ მცირე ტირაჟით გამოიცა), რომ ვერ დავმალე მისი ქონის ჩემი დიდი სურვილი. რამდენიმე კვირის შემდეგ ეს გამოცემა საჩუქრად მივიღე ბარათის თანხლებით, სადაც გამოხატული იყო იმედი, რომ ეს წიგნი სარგებელს მომიტანდა ჩემს სამეცნიერო შრომებში.

შემდეგ დაიწყო კორონავირუსის პანდემია და მე ავადმყოფის სარეცელზე აღმოვჩნდი –კარანტინში. სადღაც ზაფხულის ბოლოს მივუბრუნდი ამ გამოცემას, ყურადღებით შევისწავლე და მივხვდი, რომ ფილმის შექმნა მინდოდა დოსტოვსკის სახარებაზე. მით უფრო, რომ ახლოვდებოდა მისი დაბადების 200 წლის იუბილე და გარდაცვალების 140 წლისთავი, და ძალიან კარგი იქნებოდა ამ თარიღისათვის დოკუმენტალური სერიალის შექმნა. ის ვიდეორგოლი, რომელიც დღეს თქვენს ყურადღებას წარმოვუდგინეთ, ეს, საკუთრივ, ფილმის გადაღების ამსახველი კადრებია, რომელიც, იმედი მაქვს, შემოდგომაზე გამოვა.

სწორედ ეს ფილმი დაედო საფუძვლად წიგნს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. როგორც წესი, მე ჯერ წიგნს ვწერ და მერე, მისი მიხედვით, ფილმს ვიღებთ. ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა: ჯერ ფილმის იდეა დაიბადა, ხოლო შემდეგ, მასალაზე მუშაობის პროცესში, ეს წიგნიც ჩამოყალიბდა.

ცხადია, იმ ფონზე, რაც გაკეთებულია დოსტოემცოდნეობაში, დოსტოევომცოდნეობაში, დოსტოევისტიკაში (დღეს ყველა ამ სამმა ტერმინმა გაიჟღერა), ძალიან ძნელია, რაღაც ახალი ან ორიგინალური თქვა დოსტოევსკის შესახებ. ამ დიდი რუსი მწერლისა და წინასწარმეტყველის შემოქმედება მთელი სიგრძე-სიგანითაა შესწავლილი. მაგრამ მე არასდროს ვკიდებ ხელს წიგნს ან ფილმს იმ მიზნით, რომ აუცილებლად რაღაც ახალი და ორიგინალური ვთქვა. უფრო მეტიც, არასდროს ვწერ წიგნებს ვიღაც სხვისთვის, თუ არა პირველ რიგში ჩემთვის. ვწერ იმისთვის, რომ რაღაცაში უკეთ გავერკვე, ასე ვთქვათ, „თაროებზე განვალაგო“. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის საინტერესოა თვით პროცესი წიგნის წერისა. ხოლო ის, რომ შემდეგ ეს წიგნები გამოიცემა და მათ ვიღაც კითხულობს, ეს უკვე პროცესის თანმდევი შედეგია.   

დოსტოევსკიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს სულიერ ბიოგრაფიაში, ეს მწერალი მე ადრეულ სიყმაწვილეში გავიცანი. შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მასთან არ მივბრუნებულვარ, მაგრამ მისი სახე, მისი იდეები, ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების თანმდევი.

როდესაც ეს გამოცემა ვიხილე – თეოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკის სახრება – გავაცნობიერე, ჯერ ერთი, სამუშაოს იმ კოლოსალური მოცულობა, რაც შესრულებული იყო დოსტოევსკის სახარების შესწავლაში, მეორეც როგორი ხარისხითა და როგორ სიღრმისეულად სწავლობდა თეოდორ მიხეილის ძე ამ წმინდა წიგნს, და მე თავად მომინდა დამეწერა წიგნი დოსტოევსკის შესახებ.

ჩემი წიგნის სახელწოდება – „დოსტოევსკის სახარება“ – ორმაგი აზრის შემცველია. ერთი ის არის, რომ მე ვლაპარაკობ, საკუთრივ, დოსტოევსკის სახარების შესახებ – წიგნზე, რომელსაც ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე კითხულობდა, კატორღიდან – სიკვდილამდე. ეს წიგნი დღემდე დაცულია რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, და მე მქონდა შესაძლებლობა და ბედნიერება, ის ხელში მჭეროდა. იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა იქონია მან დოსტოევსკის შემოქმედებაზე, მე მსურდა მომეთხრო, უპირველეს ყოვლისა, მისი „დიდი ხუთწიგნეულის“ ოთხი რომანის საფუძველზე, ესენია: „დანაშალი და სასჯელი“, „იდიოტი“, „ეშმაკები“ და „ძმები კარამაზოვები“ და, რა თქმა უნდა, მისი საკუთარი ცხოვრების, მისი ბიოგრაფიის საფუძველზე, რომელიც არ არის ამ წიგნში თანმიმდევრობით გადმოცემული, მაგრამ მოყვანილია მის სულიერ გზასთან დაკავშირებული ფაქტები, – გზა კი, მისი, ნამდვილად არ იყო მარტივი.

დღეს დიდლით, სინოდალური ბიბლიურ-ღვთისმეტყველებითი კომისიის სხდომაზე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ჩვენ განვიხილავდით ერთ-ერთი ჩვენი გამოჩენილი ღვთისმეტყველის – არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) შემოქმედებას. თავის წიგნში მამა სოფრონი ხშირად აღწერს სულიერი ცხოვრების სამ პერიოდს: მადლის მონიჭება, მისი განშორება და კვლავ მოპოვება. თავიდან ადამიანს უნდება ის, რასაც საღვთისმეტყველო ენაზე წინმსწრები მადლი ეწოდება – ღმერთი ეხება ადამიანის გულს. ეს შეიძლება მოხდეს ჩვილობაში, სიყრმეში, ადრეულ სიყმაწვილეში. ეს ჯერ კიდევ გაუცნობირებული შეხეებაა ღმერთთან, რასაც ადამიანი შემდგომში კარგავს, და გადის ღვთისგან მიტოვებულობის კრიზისს. მერე კი კვლავ იხვეჭს ღმერთს, მაგრამ სულ სხვა დონეზე. მამა სოფრონმა თავად გაიარა ეს გზა.    

რაღაც მსგავსი ჩვენ შგვიძლია დავინახოთ დოსტოევსკის ცხოვრებაშიც. იგი აღიზარდა მართლმადიდებლური სარწმუნოებაში, ბავშვობაშივე გაეცნო წმინდა წერილის ძველი და ახალი წიგნების ძირითად ისტორიებს, შეიყვარა და შეიწოვა ისინი მისმა ბავშვურმა ცნობიერებამ. მაგრამ შემდგომში იგი გაიტაცა სოციალ-უტოპისტების იდეებმა, რისთვისაც კატორღით დაისაჯა. საინტერსოა, რომ დოსტოევსკი არასდროს თვლიდა თავის სასჯელს დაუმსახურებლად. არა, ეს სამართლიანია, რადგან ჩვენ გაგვსჯიდა რუსი ხალხი, – ამბობდა იგი. დოსტოევსკის ესმოდა, რომ თავად უფალმა ატარა ის განსაცდელებისი გზით, რათა „ეჭვების სახმილში“ გამოწრთობილიყო მისი ოსანა, და სწორედ ამის მეშვეობით მივიდა იგი რწმენისა და ქრისტიანობის გააზრების სრულიად სხვა დონემდე.

გამოიარა რა კატორღის საშინელი და ტრაგიკული გამოცდილება, და გამოიარა ის სახარებით ხელში, ამ სიტყვის როგორც ბუკვალური, ისე გადატანითი მნიშვნელობთ, ის, რა თქმა უნდა, კატორღიდან სულ სხვა ადამიანად გამოვიდა. სწორედ იქ ჩამოუყალიბდა მას ის მრწამსი, რომელშიც ცენტრალური ადგილი იესო ქრისტეს უკავია.

ყველა თავის მთავარ ნაწარმეობში დოსტოევსკი ასე თუ ისე ცდილობს, მიეახლოს ქრისტეს გაბრწყინებულ ხატებას.

„დანაშაულსა და სასჯელში“ იგი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა უსწრებს წინ ადამიანის სულიერ განახლებას. როგორც გვახსოვს, გარდამტეხი მომენტი ამ რომანში არის ეპიზოდი, როცა სონია რასკოლნიკოვს უკითხავს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ამბავს. დაცემული ადამიანის აღდგომის მოტივით მთავრდება კიდეც ნაწარმოები: კატორღელი რასკოლნიკოვის სასთუმალქვეშ უკვე სახარება დევს. ეს, ცხადია, ავტობიოგრაფიული მომენტია.

რომანში „იდიოტი“ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს თეოდორ მიხეილის ძე ქრისტეს ხატებასთან მიახლებას თავადი მიშკინის ქრისტესმსგავსი ხატების მეშვეობით.

რომანში „ეშმაკები“ დოსტოევსკი გამოდის, როგორც წინასწარმეტყველი და ხსნის, თუ რა არის ქრისტიანობა და ანტიქრისტიანობა. იგი გამოდის, როგორც, ალბათ, თავისი დროის ერთადერთი კაცი, ვინც სოციალისტურ იდეაში შეძლო, დაენახა, არა მხოლოდ კაპიტალიზმის საწინააღმდეგო იდეა, არა მხოლოდ უბრალო პოლიტიკური ხასიათის სწავლება, არამედ მისი ანტირელიგიური შინა-არსიც, და ამტკიცებდა, რომ სოციალიზმი მოდის არა კაპიტალიზმის, არამედ ქრისტიანობის ჩასანაცვლებლად, – ეს არის ის, რასაც შემდგომში ნ. ა. ბერდიაევი იტყვის, რამეთუ დოსტოევსკის იდეებმა და შეხედულებებმა უზარმაზარი გავლენა იქონიეს ბერდიაევის ფილოსოფიაზე. რომანში „ეშმაკები“, დოსტოევსკიმ ნათლად წარმოაჩინა ანტიქრისტიანული ხასიათი იმ მეცნიერებისა, რომლებმაც შემდგომში კატასტროფამდე მიიყვანეს რუსეთი და თვით ეს კატასტროფაც იწინასწარმეტყველა.

დაბოლოს, რომანი „ძმები კარამაზოვები“ – ესეც, კვლავ, დოსტოევსკის სულიერი ავტობიოგრაფიაა. სამი ძმის სახით მწერალი აღწერს საკუთარ თავს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. თავის იდეებს იგი თითოეული მათგანის პირთ გადმოსცემს. და კიდევ ორი მცდელობა იმისა, რომ შექმნას ქრისტესმსგავსი სახეები – ეს არის ალიოშა კარამზინი და ბერი ზოსიმე. აქ უკვე დოსტოევსკი მიბრჯნით უახლოვდება რელიგიური, ეკლესიური ცხოვრების გულისგულს. იგი ფარდას ხდის იმას, რა ეკლესიაში არის მთავარი და სანუკვარი.

თუკი დოსტოევსკის შემოქმდებას რუსი საერო მწერლების შემოქმედებასთან შევადარებთ (ამის შესახებ მე წიგნში ვსაუბრობ), კერძოდ იმასთან, რასაც ისინი ეკლსიის შესახებ ამბობდნენ, დავინახავთ, რომ რარიგ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, რუსულ ლიტერატურაში ეკლესია წარმოდგენილია ძალიან სუსტად და ზედაპირულად. შეიძლება ითქვას, ერთადერთი მწერალი, ვინც გარკვეული ინტერესით უდგებოდა საეკლესიო თემატიკას, იყო ლესკოვი, მაგრამ მასაც ეკლესიის მხოლოდ ზედაპირული ცხოვრება აინტერესებდა. იგი აღწერდა სამღვდელოების ცხოვრებას, მას შეეძლო, ოსტატურად გამოეხატა მღვდელთმთავრული ცხოვრების წვრილმანები, მაგრამ სიღრმემდე არასდროს ეშვებოდა, და ვერ შეძლო დაენახა და ხალხისთვის ეჩვენებინა ეკლესიური ცხოვრების არსი. იქნებ ამიტომაც დაკარგა მან შემდგომში რწმენა, რადგან ვერ შეამჩნია ეკლესიაში ყველაზე მთავარი.

დოსტოევსკიმ კი ეს შეძლო, მან ეკლესიაში ყველაზე მთავარი დაინახა – ცოცხალი ქრისტე. იესო ქრისტეს პიროვნება, რომელიც მისი ქრისტიანული მსოფლმხედეველობის, მისი პირადი მრწამსის ცენტრში იდგა, აღძრავდა მას შემოქმედებითი წვისათვის და წინასწარმეტყველებისათვის, რომლებსაც ის წარმოთქვამდა; ის ასევე იკავებდა ცენტრალურ ადგილს მთელს მის შემოქმედებაში.   

აი, საკუთრივ მეორე აზრი ჩემი წიგნის სახელწოდებისა – „დოსტოევსკის სახარება“, – არა იმ სახარებისა, რომელსაც დოსტოევსკი მთელი ცხოვრება კითხულობდა, არამედ, რომელსაც ის წერდა. ეს არის კეთილი უწყება, და მას ის თავისი შემოქმედებით მიჰქონდა როგორც თავის თანამედროვეებთან, ისე თავის შთამომავლებთან, ყველა ჩვენგანთან და შემდგომ თაობებთანაც.

მისი ნაწარმოების ბედი საოცარია. ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, რომ დოსტოევსკის პროზა თარგმნილია პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელზეც საერთოდ არსებობს დამწერლობა, და რომ დოსტოევსკის კითხულობენ სხვადასხვა, ყველაზე განსხვავებულ ქვეყნებში. თუ ვილაპარაკებთ ქრისტეს ქადაგებაზე, მართლმადიდებლობაზე, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ბევრ ქვეყანაში სწორედ დოსტოევსკის მეშვეობით გაიგო ხალხმა რუსული კულტურის, რუსული ისტორიის, ქრისტესა და მართლმადიდებლობის შესახებ. ეს სრულიად გასაოცარი ფენომენია. ბევრი რუსი თუ ბიზანტიელი ღვთისმეტყველი ყოფილა, მაგრამ მათ წიგნებს არ წაიკითხავენ არც სუახილის ენაზე, არც სადმე იქ სეიშელის კუნძულებზე, დოსტოევსკის კი ყველა და ყველგან კითხულობს. ავიღოთ იგივე ზოსიმეს სახე, ან ალიოშა კარამაზოვის – მთელს მსოფლიოში ადამიანები იმ იდეების შესახებ, რომლებსაც ისინი ასახიერებენ, დოსტოევსკის შემოქმედების მეშვეობით იგებენ.   

ამიტომ დოსტოევსკიზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ როგორც წინასწარმეტყველზეც და როგორც მოციქულზეც ჩვენს ურწმუნო, ე.წ. პლიურალიზმის დროში, როდესაც ყველა რელიგიური ტრადიცია ბაზარივითაა გამოფენილი. დოსტოევსკი სხვადასხვა ენაზე მიმართავს მთელი მსოფლიოს ადამიანებს, ამოწმებს ქრისტეს და იმას, თუ როგორ განიცდება ქრისტე მართლმადიდებელი ადამიანის მიერ.

დოსტოევსკი ღრმად მართლმადიდებელი ადამიანი იყო, – ეს აშკარად ჩანს მისი შემოქმედებიდან. ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ მისი ცნობილი ციტატა: „თუ მე ვინმე მეტყვის, რომ არსებობს რაღაც ჭეშმარიტება ქრისტეს გარეთ, მაშინ მირჩევნია, ქრისტესთან დავრჩე, ვიდრე იმ ჭეშმარიტებასთან“ – გარკვეული აზრით დოსტოევსკის მთელი შემოქმედების ლეიტმოტივია. სწორედ ამის ჩვენებას ვეცადე ჩემს წიგნში, რომელშიც, რა თქმა უნდა, მე ვეყრდნობი დოსტოევისტიკასაც და რუსულ რელიგიურ აზრსაც, უხვად ვციტირებ რუს რელიგიურ ფილოსოფოსებს და სპეციალისტებს დოსტოევსკის შემოქმედების სფეროდან, და მკითხველის ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, მისი ნაწარმოებების რელიგიურ, ქრისტიანულ ასპექტებზე ვამახვილებ.

აი, საკუთრივ, რისთვისაც დაიწერა ეს წიგნი.

გმადლობთ ყურადღებისათვის“.

პრეზენტაცია გაგრძელდა დოსტოევსკის ფონდის პრეზიდნტის ი. ლ. ვოლგინის გამოსვლით. თავის სიტყვაში მან მიტროპოლიტ ილარიონს ახალი წიგნის გამოსვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ გამოცემა „დაიწყებს თავის გამარჯვებულ მსვლელობას რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში“.

როგორც ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ა. გ. გაჩევამ აღნიშნა, ეკლესიის მწყემსთა მიქცევა დოსტოევისკენ 100 წელს ითვლის. მისი სიტყვებით, მიტროპოლიტ ილარიონის წიგნში, „დოსტოევსკის სახარება“, ისმის „ხმა ანტონისა (ხრაპოვეცკი), ღირსი იუსტინესი (პოპოვიჩის), ვლადიმერ სოლოვიოვის, სერგი ფუდელის. და ეს ძალიან კარგია, იმიტომ, რომ დგება დიალოგი თქვენს სიტყვასა და XX საუკუნეში დოსტოევსკის შესახებ მწერალთა შორის, – ხაზი გაუსვა ა. გ. გაჩევამ. – თქვენი წიგნი ადასტურებს დოსტოევსკის მნიშვნელობასაც, როგორც ქრისტიანი მწერლისას, და რუსული რელიგიური ფილოსოფიური ტრადიციისასაც“.

შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა ილარიონმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას – პრეზენტაციის მონაწილეებსაც და სტუმრებსაც, უსურვა მათ ჯანმრთელობა და ღვთის შეწევნა. 

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب