მოსკოვის საპატრიარქო
კაიმანის კუნძულებზე პირველად აღესრულა მართლმადიდებლური ლიტურგია
2021 წლის 13 ივნისს, აღდგომიდან მე-7 კვირას, დიდი კაიმანის კუნძულზე პირველი მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ჩატარდა. სუროჟის ეპისკოპოს მათეს კურთხევით, საღვთო ლიტურგია კაიმანის კუძულების ძველ დედაქალაქ ბოდენ-ტაუნში მდებარე ბრეიკერსის სასტუმროს საზოგადოებრივ ჰოლში სუროჟის ეპარქიის კლირიკოსმა, მღვდელმა ნიკოლოზ ევსევმა აღასრულა.
ღვთისმსახურებაზე ილოცეს და ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ეზიარნენ კუნძულზე მცხოვრები რუსულენოვანი თემის წევრები. მსახურების ბოლოს მამა ნიკოლოზმა სახარების საკვირაო საკითხავის თემაზე იქადაგა.
კაიმანის კუნძულები – ეს არის დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის თვითმმართველი ტერიტორიები, სადაც დახლოებით 130 ეროვნების 70 ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს. მათ შორის არიან მართლმადიდებელი მორწმუნენიც.
სსკგ კომუნიკაციების სამსახური
მასალა მომზადებულია სუროჟის ეპარქიის საიტის
ინფორმაციის მიხედვით
გაზიარება:
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024