
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას










მოსკოვში დანილოვის მონასტრის საპატრიარქოსა და სინოდალური რეზიდენციის სატახტო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს თავმჯდომარეობით დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა.
სხდომის დაწყების წინ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დღის წესრიგი გაახმოვანა.
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა დაა სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი; კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუაზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამენი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე.
2021 წლის საზაფხულო სესიაში(მარტი-აგვისტო) მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი; ვოლგოგრადისა და კამიშინსკის მიტროპოლიტი თეოდორე; ლისკოვსკისა და ლუკოიანოვსკის მიტროპოლიტი სილუანე; მინუსინსკისა და კურაგინსკის მიტროპოლიტი ნიკანორი; ნიჟნეტაგილისა და ნევიანსკის ეპისკოპოსი ალექსი.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახური
სსკგ კომუნიკაციების სამსახური
გაზიარება:
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025