მოსკოვის საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველს შეხვდა
2021 წლის 7 ივნისს თბილისში შეხვედრა შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდესსა და უნეტარესს ილია II და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველს ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონის შორის.
მიტროპოლიტ ანტონის თანახლდა უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსები პროტოდიაკონი ვადიმ ნოვინსკი და პროტოდიაკონი ალექსი პერტინი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრის მონაწილენი იყვნენ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, საპატრიარქოს თანამშრომლები.
საუბრის მსვლელობისას, რომელმაც თბილ და ძმურ ატმოსფეროში ჩაიარა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოსს-პატრიარქს მოუთხრო საქმის რეალურ მდგომარეობაზე უკრაინის მართლმადიდებლობაში. განხილული იქნა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შემდგომი თანამშრომლობის გზები.
ამავე დღეს შედგა შეხვედრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველსა და საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შორის.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024