მთავარი გვერდი ახალი ამბები
გამოვიდა ახალი ნომერი ჟურნალისა „ეკლესია და დრო“ …

გამოვიდა ახალი ნომერი ჟურნალისა „ეკლესია და დრო“


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.05.2024. გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის, „ეკლესია და დრო“, 105-ე (2024 წლის №1) ნომერი, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით გამოსცემს წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილებასთან ერთად.

ნომერში წარმოდგენილია მასალები ღვთისმეტყველების, კანონიკის, ეკლესიის ისტორიისა და კონფესიათაშორისი ურთიერთობების შესახებ, ასევე ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, – იტყობინება ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ვებგვერდი. 

მღვდელ ალექსი ილინის კვლევაში მოყვანილია ღვთისმეტყველური ცნებების – „ჰიპოსტასისა“ და „პიროვნების“ გამოყენების ანალიზი მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) სისტემაში, შედარებით მის შინაარსობრივ დატვირთვასთან ტრადიციულ საეკლესიო ონტოლოგიაში. მიაქცევს რა ყურადღებას, მათ შორის, სუბიექტის კატეგორიას კლასიკური ფილოსოფიიდან, ავტორი, შედეგად, აღნიშნავს თანამედროვე ბერძენი ღვთისმეტყველის პერსონალიზმში მნიშვნელოვან კონცეპტუალურ გადახრებს წმინდამამებისეული საღვთისმეტყველო აზრიდან.

მღვდელი ანტონი ბორისოვი ყურადღებას ამახვილებს დასავლური ქრისტიანული კონფესიების ღვთისმეტყველების პრობლემატიკაზე, 1970–1981 წლებში ანგლიკანურ-კათოლიკური საერთაშორისო კომისიის საქმიანობის დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით. სტატიაში განხილულია ანგლიკანური და კათოლიკური თეოლოგების მცდელობების მიღწევები ევქარისტიის, საეკლესიო მსახურების, ეკლესიურ საზოგადოებაში მმართველობისა და ძალაუფლების საკითხებზე, ასევე ორივე ეკლესიაში მიღებული გადაწყვეტილებების სირთულეზე. ყველაზე პრობლემატური პუნქტი, რომელიც აზრს უკარგავს ყველა მიღწევას – ეს არის ანგლიკანების მიერ მღვდლად და ეპისკოპოსად ქალების დადგინების დაშვება.

ბ.ა. ოსიპიანის მასალა ეძღვნება XII საუკუნის პირველი ნახევრის სომხური კანონიკის ცნობილი ძეგლის – დავით ალავკავორდის სამართლის კოდექსის შედგენისა და სულიერ-სამართლებრივი შინაარსის სოციალურ-ისტორიული პირობების ანალიზს. გარდა ამისა, ავტორი წარმოაჩენს სამართლის კოდექსში ასახულ იურიდიული ცნობიერებისა და კანონმდებლობის ტრადიციულ ქრისტიანულ საფუძვლებს და მიუთითებს მისი გავლენის შესახებ სომხური კანონიკური და ჩვეულებრივი სამართლის შემდგომ მნიშვნელოვან სისტემებზე.

„ეკლესიის ისტორიის“ რუბრიკას ხსნის გროდნოსა და ვოლკოვისკის მთავარეპისკოპოს ანტონის (დორონინი) სტატია მთავარეპისკოპოს ბენედიქტეს (ბობკოვსკი) ცხოვრებისა და საეკლესიო მსახურების შესახებ ძირითადად ბელორუსის მიწაზე გერმანულ-ნაცისტური ოკუპაციის მძიმე წლებში. პუბლიკაციაში წარმოდგენილი ისტორიული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ მთავარეპისკოპოსი ბენედიქტე ყოველთვის რჩებოდა აღმოსავლეთ სლავური ხალხების საეკლესიო ერთობის შენარჩუნების პრინციპული მხარდამჭერი და ბელორუსის ავტოკეფალური მოძრაობის მტკიცე მოწინააღმდეგე.

დეკანოზი სერგი ზვონარიოვი მკითხველს აცნობს, თუ როგორ ვითარდებოდა ურთიერთობები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის 1960-იან - 1970-იანი წლების დასაწყისში: იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ნიკოდიმე (როტოვი). ეკლესიათაშორისი დაახლოების ღონისძიებებს შორის აღნიშნულია თეოლოგიური შეხვედრები, დელეგაციების ურთიერთ ვიზიტები, ოფიციალური საეკლესიო გამოცემების ურთიერთგაცვლა, განუყოფელი ქრისტიანობის სიწმინდეების მოლოცვები, აკადემიური კავშირები და სამშვიდობო ინიციატივები. აღნიშნულია ამ პროცესის პოლიტიკური კომპონენტი როგორც საბჭოთა ხელისუფლების, ისე ვატიკანისა და იტალიის სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, მტკივნეული თემა იყო ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობა საბჭოთა კავშირში.

დასკვნით განყოფილებაში, „ბიბლიოგრაფია“, წარმოდგენილია თეოლოგიის ბაკალავრის, ვ.ა. მარტინოვიჩის „სექტოლოგიის“ სახელმძღვანელოს მიმოხილვა, რომელიც მოამზადა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის დოცენტმა, მღვდელმა იგორ ივანოვმა. სახელმძღვანელო გამოსცა მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობამ 2023 წელს და გამოსაქვეყნებლად რეკომენდირებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს მიერ, როგორც დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب