მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა …

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.12.2023. 26 დეკემბერს მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სხდომაზე შემდეგი მოხსენებები მოისმინეს:

ვოსკრესენსკის მიტროპოლიტ გრიგოლის მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საქმიანობის შესახებ;

კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტ კლიმენტის მოხსენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს საქმიანობის შესახებ;

დეკანოზ მაქსიმე კოზლოვის მოხსენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის საქმიანობის შესახებ;

ნარო-ფომინსკის ეპისკოპოს ნიკანდროს მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსურ-სამეურნეო სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

კაშირის მიტროპოლიტ თეოგნოსტეს მოხსენება მონასტრებისა და ბერმონაზვნობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტ ევგენის მოხსენება რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვერეის ეპისკოპოს პანტელეიმონის მოხსენება საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მსახურების სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ლუხოვიცკის ეპისკოპოს ევფთიმეს მოხსენება სინოდალური მისიონერული განყოფილების საქმიანობის შესახებ;

სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტ კირილეს მოხსენება შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ისტრის ეპისკოპოს სერაფიმეს მოხსენება ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ.რ. ლეგოიდას მოხსენება ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;

რამენსკის ეპისკოპოს ირინარქის მოხსენება საპატიმრო მსახურების სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;

სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტ კირილეს მოხსენება კაზაკებთან ურთიერთობის სინოდალური კომიტეტის საქმიანობის შესახებ;

სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონის მოხსენება კულტურის საკითხებში საპატრიარქო საბჭოს საქმიანობის შესახებ;

იღუმენია ქსენიას (ჩერნეგა) მოხსენება კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ.

თითოეულ მოხსენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა.

სხდომის შეჯამებისას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა:

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენი ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში. ყოველმხრივი სურათი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ხედავს ამ შეხვედრების დროს, გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ თითოეულმა თავის ადგილზე – საპატრიარქოს, მიტროპოლიის, ეპარქიის დონეზე.

მიუხედავად სირთულეებისა და განსაცდელებისა, რომლებიც არ გვტოვებს, საეკლესიო ცხოვრების განვითარების ზოგადი ტენდენცია უდავოდ დადებითია. ვფიქრობ, ამას ყველა ჩვენგანი ვგრძნობთ და განსაკუთრებით ბოლო წლებში. ყოველივე ამას იმ აზრამდე მივყავართ, რომ ეკლესიის ის მდგომარეობა რაც ახლა ჩვენს სახელმწიფოში არსებობს, მიიღწევა არა ადამიანური ძალისხმევით, არამედ ახალმოწამეებისა და აღმსარებლების ღვაწლით, მათი ლოცვებით, ყველა იმათი ლოცვით, ვინც ჩვენი წინამორბედი იყო – მთავარეპისკოპოსები, მღვდლები, რომლებიც ვერც კი იოცნებებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი სისტემა დამყარდებოდა, რაც ახლა გვაქვს. ამიტომ, მადლობა გადავუხადოთ უფალს იმ წყალობისთვის, რომელსაც ის გვაძლევს, მაგრამ ჩვენი მხრივ ჩვენც ვიმუშაოთ პიროპფლიანად და სიცოცხლის უშურველად.

ეპისკოპატის მხარდაჭერა არის ის, რის გარეშეც პატრიარქი თავს თავდაჯერებულად ვერ იგრძნობს. მე ვგრძნობ ამ თანადგომას, მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის და თქვენი სახით მთელი ჩვენი ეპისკოპატის. ღმერთმა ინებოს, რომ გავაგრძელოთ სვლა ცხოვრების მღელვარე ზღვაში ღვთის შეწევნის იმედით, მაგრამ თავადაც არ დავივიწყოთ ნიჩბებზე დაყრდნობა და საჭის მართვა. მადლობა თითოეულ თქვენგანს!".

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب