მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ე…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსთმთავრებს, მწყემსებს, დიაკვნებს, მონოზვნებსა და ყველა ერთგულ შვილს.

უფლისმიერ საყვარელო მწყემსთმთავრებო, ყოვლადპატიოსანო მღვდლებო და დიაკვნებო, ღვთისმოყვარე მამებო და დედებო, ძვირფასო ძმებო და დებო!

ენით გამოუთქმელმა ღვთის სიყვარულმა შეგვკრიბა ჩვენ დღეს, რათა სულის ერთობითა და მშვიდობით შეკრულნი (ეფეს. 4:3) ერთად შევხვდეთ ერთ-ერთი ყველაზე აღმატებულ საზეიმო და ამავე დროს საიდუმლო დღესასწაულს ეკლესიისას - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შობას. ვადიდებ რა წუთისოფელში მაცხოვრის მოსვლას, გულითადად გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, ამ სასიხარულო მოვლენას, რომელმაც ახალი ერა გახსნა ღმერთსა და ხალხს შორის ურთიერთობებაში.

ყოველ ჯერზე, როცა ვუყურებთ იმას, რაც მოხდა ორი ათასი წლის წინ, ჩვენ ვცდილობთ, ჩავწვდეთ, ღვთის განხორციელების სასწაულის სიდიადეს და ვერ ვწყვეტთ აღტაცებას ჩვენი შემოქმედის სახიერებისა და წყალობის შემყურენი. მრავალი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობა იტანჯებოდა უფლისგან აღთქმული მოლოდების დაძაბულ მოლოდინში (დაბ. 49:10), რომელიც იქნებოდა მართალი და მაცხოვარი მეუფე (ზაქ. 9:9) და რომლის სახელისა მიმართ  წარმართნი ესვიდენ (ეს. 42:4). და აი, როცა, როგორც იქნა, დადგა დროთა სისავსე, ყრმა იშვა ჩვენდა (ეს. 9:6), რათა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (იოანე 3:16). საღვთო სიყვარულმა, რომელიც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება (ეფეს. 3:19), გარდამოგვივლინა არა შუამავალი, არა ანგელოზი, არა ძლიერი და მძლავრი მმართველი, როგორც ხალხი ფიქრობდა, არამედ – თავად ღმერთი განხორციელდა, რათა გამოეტაცა ადამიანი ცოდვისა და ბოროტების ხელიდან.

გაოცებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ისტორიაში უდიდესი მოვლენა, რომელსაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი იუწყებოდნენ და რომელსაც უძველესი დროის გამოჩენილი მოაზროვნენიც კი წინასწარ გრძნობდბებ, ასე მოკრძალებულად და გარეგნულად შეუმჩნევლად აღესრულა. ეძინა ბეთლემს. ეძინა იერუსალიმს. ეძინა მთელს იუდეას. ყოვლისმპყრობელი უფალი – მეუფე მეუფეთა და სამყაროს მფლობელი – ქვეყანას მოევლინა არა ბუკა-ნაღარითა (ფსალმ. 150:3) და საყოველთაო მხიარულებით, არამედ თავმდაბლად და მშვიდად, ღამის სიჩუმეში, უბადრუკ გამოქვაბულში, ანგელოზთა დასისა და რამდენიმე მწყემსის მიერ განდიდებული, რომლებიც მივიდნენ იმის სახილველად, თუ რა მოხდა (ლკ. 2:15).

თავისი მიწიერი გზის დასაწყისშივე, უფალს თითქოს სურს „დამცირების საზღვრებში აჩვენოს სათნოების ხატი“, – მსჯელობს წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი. მხოლოდ სრულყოფილი სიყვარული მოქმედებს ასე კეთილშობილურად, რომელიც არ ეძებს თავისას (1 კორ. 13:4-5), არ აჩენს თავს და არ ითხოვს დიდებასა და პატივს, პირიქით, მზადაა აიტანოს ყველა გაჭირვება და მწუხარება მოყვასთა სასიკეთოდ. „სწორედ ამიტომ, – განაგრძობს ეკლესიის მსოფლიო მოძღვარი, – უფალი იღებს ჩემს სხეულს, რომ დავიტიო მისი სიტყვა და, ჩემი ხორცის მიღებით, მაძლევს თავის სულს, რათა ნავცვალ-ბოძებით, გადმომცეს მე ცხოვრების საგანძური“ (სიტყვა ქრისტეს შობაზე). ამით გამოგვეცხადა ჩვენ ღვთის ყოვლადუხვი სიყვარული, რომ მივიღეთ ცხოვრების ჭეშმარიტი საუნჯე – თავად უფალი, ვისგანაც, ვის მიერ და ვის მიმართაც არს ყოველი (რომ. 11:36).

სიყვარული არის საღვთო მოქმედებების ნამდვილი მიზეზი და მამოძრავებელი ძალა. მან შექმნა სამყარო და შექმნა ადამიანი, გულუხვად მიანიჭა რა მას საბოძვრები. სიყვარულის გამო მოვიდა ის მის გადასარჩენად, როდესაც იგი თავის შემოქმედთან ურთიერთობას მოაკლდა. შემოქმედის წინასწარი განზრახვით, ადამიანის ცხოვრების მთელი აზრი ისაა, რომ ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი (ინ. 14:34). მაგრამ როგორ გინდა ამას წუთისოფელში მიაღწიო, სადაც ამდენი ბოროტება და სიძულვილია? ამისათვის უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გაუხსნა და მისცე შენი გული ღმერთს. მხოლოდ მას შეუძლია შეცვალოს და გააფართოვოს იგი ისე, რომ ახლა ესოდენ უძლური და შეზღუდული, გახდეს შემძლე იმისა, რომ საკუთარ  თავში დაიტიოს ახლობლებიც და შორებლებიც, ჩვენი კეთილისმოქმედნიც და მწყენებლებიც – ყველა ისინი, ვისი სიყვარულისთვისაც მოწოდებულნი ვართ, რათა მიმბაძველნი გავხდეთ ჩვენი ზეციერი მამის სისრულისა (მთ. 5:48).

ახალშობილი ჩვილღმერთის წინაშე ლოცვით თაყვანისცემისას, ვიფიქროთ, რა საჩუქარს შევთავაზებთ სამყაროს მეუფეს? შეიძლება კი რამე არსებობდეს მარადიული შემოქმედის სიდიადის ღირსი და შესაფერისი? დიახ, არსებობს ასეთი ფასეულობა, რომელიც ყველაზე მეტად სურს ჩვენგან უფალს: ჩვენი მდაბალი, მოსიყვარულე და მოწყალე გული. მაშ, განვადიდოთ ხორცშესხმული ქრისტე არა მხოლოდ მშვენიერი გალობებითა და მილოცვებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კეთილი საქმეებით. გავუზიაროთ ნათელი საშობაო სიხარული გაჭირვებულებს, გავათბოთ მეზობლები ჩვენი მზრუნველობით, მოვინახულოთ ავადმყოფები და მწუხარებით დამძიმებულნი. ვანუგეშოთ და მხარში ამოვუდგეთ სასოწარკვეთილებს, ლოცვით დავფაროთ ყველა მჭმუნვარე და მწუხარე.

სიყვარულის დიდი მაცხოვნებელი ძალა კურნავს გულგრილობასა და ღვარძლს, მკურნალობს სიძულვილსა და წყენას. იგი არბილებს გასასტიკებულთა ზნეობას და ასწორებს სოციალური ურთიერთობების ბევრ სიმახინჯეს! თუ ასე მოვიქცევით, ჭეშმარიტად შევასრულებთ ჩვენს მაღალ ქრისტიანულ მოწოდებას, რადგან სიყვარულის ამ განფენით, წმინდა ისააკ ასურის თანახმად, ჩვენ ღმერთს ვემსგავსებით (ასკეტური სიტყვები. 48).

ღვთის განკაცების საიდუმლო – ეს არის სამყაროში ღმერთის რეალური ყოფნის საიდუმლო. მოციქული და მახარებელი იოანე, მომავალი საუკუნის ცხოვრების განჭვრეტით, მოწმობს უფლის სავსებით ყოფნას ადამიანებთან: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან (გამოცხ. 21:3). თუმცა, საღვთო ყოფნის ეს ენით გამოუთქმელი საიდუმლო იწყება უკვე აქ, დედამიწაზე, რადგან მაცხოვრის შობით, აღსრულდა ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი (მარკ.1:15). ჩვენ აშკარად შევდივართ ამ რეალობაში, ვქმნით ქრისტეს ერთ წმინდა ეკლესიას, რომლის მეშვეობითაც ყველა ჩვენგანი, ჩემო ძვირფასო, ვართ მაცნეები და წარმომადგენლები სიყვარულის ამ უმაღლესი სასუფევლისა. ეს „ჩვენთან არს ღმერთი“-ს საოცარი და ღრმა განცდა შეადგენს ეკლესიის იდუმალი, საკრალური ცხოვრების არსს.

გვახსოვდეს, რომ თუ თავად ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა, რომელიც არის ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული (გამოცხ. 22:13) ყოველივესი, თავის მკლავებში მოიცვა კაცობრიობის ისტორია და აღგვითქვა, რომ ჩვენთან იქნება დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე (მათ. 28:20), მაშინ ჩვენ ვერაფერით შეგვაშინებს დღევანდელი საგანგაშო ვითარებები. მაცხოვრის დიდ სიყვარულზე გამოხმაურებით, ვისწავლოთ სრულად მინდობა უფალზე და სასოების დამყარება მის სახიერ განგებულებაზე, რათა ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლამდეც, ვიდრე დასასრულამდეც ქუეყანისა (ეს. 8:9), კადნიერებით და სიხარულით გვემოწმებინოს,

ღმერთი ჩვენთან არს!

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

ქრისტეს შობა

2023/2024 წ.

მოსკოვი 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს საშობაო ეპისტოლე ხელმისაწვდომია აგრეთვე სხვა ენებზეც, მათ შორისაა: 

 ინგლისური 

ბელარუსული 

ბერძნული 

იტალიური

ყაზახური

ყირგიზული 

ჩინური ტრადიციული

ჩინური გამარტივებული

ლატვური

ლიტვური

გერმანული

უზბეკური

ფრანგული

ესტონური

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب