მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწ…

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული


2021 წლის 29 აგვისტოს, სულთმოფენობიდან მე-10 კვირიაკეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ დღესასწაულზე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღვთო ლიტურგია აღასრულა მოსკოვის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში, ბოლშაია ორდინკაზე.

მწყემსთმთავარს თანამსახურება გაუწიეს ტაძრის კლირიკოსებმა.

საგანგებო კვერექსზე აღვლენილ იქნა ლოცვითი ვედრება კორონოვირუსის ინფექციისგან დასახსნელად.

საგანგებო კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც მავნებელი ჰაერის გავრცელების დროს იკითხება.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა დამსწრე მრევლს ქადაგების სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

დღევანდელი სახარების საკითხავში ჩვენ გვესმოდა იმის შესახებ, თუ როგორ განდევნა ეშმაკეული ყრმიდან ეშმაკი უფალმა იესო ქრისტემ. როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს: „რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა? (მთ. 17:19), ძე ღვთისამ უპასუხა: „ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: „მიიცვალე ამიერ იქი“, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ (მთ. 17:20).    

ეს სიტყვები შირად ისმის ჩვენს გულებში, და ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: როგორ არის შესაძლებელი ადამიანს ჰქონდეს ისეთი რწმენა, რომ მან მთები გადაადგილოს? და რატომაა, როცა ვლოცულობთ და რაიმეს ვითხოვთ, ვერ ვიღებთ შეთხოვნილს? იმიტომ ხომ არა, რომ სუსტი რწმენა გვაქვს? ან იმიტომ ხომ არა, რომ ღმერთს არ ნებავს, შეთხოვნილი მოგვცეს? ან სხვა რამ მიზეზით?

თუკი ადამიანს ძლიერი რწმენა აქვს, მაშინ მთავარი ლოცვა, რომელსაც ის წარმოთქვამს – ეს არის ლოცვა, რომელიც უფალმა ჩვენ იესო ქრისტემ გვასწავლა: იყავნ ნება შენი. თავად ქრისტემ სწორედ ასეთი ლოცვის სახე მოგვცა, როდესაც თავისი ჯვარზე ვნების წინ, იცოდა რა, რომ ამ ღამეს ის სასიკვდილოდ იქნებოდა მიცემული, გეთსამანიის ბაღში თავისი მამის მიმართ ლოცულობდა: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მთ. 26:39). ეს იყო ადამიანის სიტყვები, რომელსაც ეშინოდა სიკვდილის, როგორც ეშინია მისი ყველა მიწიერ ადამიანს, მაგრამ იმავდროულად ამ ლოცვაში ძე ღვთისამ საკუთარი თავი მამა ღმერთს არწმუნა: „ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ“ (ლკ. 22:42). ეს იყო ადამიანის ლოცვა, რომელმაც მთელი თავისი ნება სრულიად შუერთა ზეციერი მამის ნებას. ეს იყო ღმერთკაცის ლოცვა, რომელიც მოვიდა ადამიანების სახსნელად ყოველგვარი ცოდვისგან. და ეს ლოცვა გვასწავლის იმას, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, და როგორი რწმენისთვის ვართ მოწოდებულნი.

უფალი მოგვიწოდებს ვილოცოთ ყველაფრისთვის, რაც უნდა მოგვინდეს. ის ბრძანებს: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მთ. 18:19-20).

ჩვენ ვლოცულობთ საღვთო ლიტურგიასა და სხვა ღვთისმსახურებებზე, და ვიცით, რომ ეს ლოცვა ღმერთამდე აღწევს. მაშინაც კი, თუკი ყოველთვის ჩვენი კონკრეტული სათხოვარი უფლის მიერ არ სრულდება – ან იმიტომ, რომ უფალს არ ნებავს, ანაც იმიტომ, რომ სუსტი რწმენა გვაქვს.

მაგრამ უფალი გვახსენებს დღევანდელი შემთხვევით, რომლის შესახებაც სახარების საკითხავში მოვისმინეთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ რწმენაზეა დამოკიდებული. მარცვლის ოდენა რწმენასაც კი, ანუ რწმენას, რომელიც თითქოსდა, მცირეა და არამყარი, შეუძლია მოახდინოს სასწაულები, თუკი ადამიანი სასოებს არა საკუთარ ძალებს, არამედ – ღმერთს.

კიდევ, სახარების დღევანდელი საკითხავი შეგვახსენებს, რომ ეშმაკები შეიძლება ჩვენთან ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ და მზად იყვნენ ჩვენში ჩასასახლებლად, თუ მათ კარს გავუღებთ. და საიმედო დაცვა ამ ეშმაკისეული მცდელობებისგან, არის რწმენა, ასევე ლოცვა და მარხვა, რაც ამცნო კიდეც უფალმა თავის მოწაფეებს: „ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მთ. 17:21).

ჩვენ ეს-ესაა დავასრულეთ მიძინების მარხვა, მაგრამ არ ვწყვეტთ მარხვის დღეების დაცვას, რომლებიც ეკლესიის მიერ არის დადგენილი. ხოლო ლოცვას უფალი მუდმივად მოგვიწოდებს. მოციქული პავლეც შეგვახსენებს, რომ მოუკლებლად უნდა ვლოცულობდეთ.

სამი იარაღი, რომელსაც ვფლობთ, – რწმენა, ლოცვა და მარხვა, – ამარცხებს ჩვენს ირგვლივ მყოფ ეშმაკებს, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან. ისინი, შეიძლება, ისე არ ჩანან, როგორც ეს ადრეულ ხანებში იყო, როდესაც ეშმაკები ადამიანებში სახლდებოდნენ, როცა ეშმაკეულები ქალაქებში დადიოდნენ, სხვადასხვა ხმით ყვიროდნენ. ახლა ეშმაკებმა სხვაგვარად მოქმედება ისწავლეს. ისინი ადამიანებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოქმედებენ, ინტერნეტის მეშვეობით, სულის გამრყვნელი სხვადასხვაგვარი პროპაგანდის გზით, იმით, რომ ცოდვის დაკანონება – მისი ნორმად ქცევა ხდება, და ბევრი სხვა რამით.

ეს ეშმაკისეული მცდელობები განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდებისთვის, ჯერ კიდევ რწმენაში განუმტკიცებელი ადამიანებისთვის. აი, რატომაც ყოველთვის განსაკუთრებული ლოცვა გვმართებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. აი, რატომაც ეკლესიამ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ღმერთს არ დაშორდნენ, არ მოექცნენ ეშმაკის გავლენის ქვეშ და შეინარჩუნონ მტკიცე რწმენა, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ღრმა სიბერემდე გამოადგებათ.

დღევანდელ დღეს, რომელიც წინ უძღვის სასწავლო წლის დაწყებას, ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს იმისთვის, რომ უფალმა სწავლაში განამტკიცოს ჩვენი ბავშვები და ჩვენი ახალგაზრდობა. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ მათთვის უფლისგან გამოვითხოვთ – ეს არის, რომ მან ისინი რწმენაში განამტკიცოს, რამეთუ რწმენა ის სიმტკიცეა, რომელიც თითოეულ ბავშვს და თითოეულ ახალგაზრდა ადამიანს დაეხმარება, განვლოს ეს ცხოვრება შეუბილწავად და არ მოხვდეს დემონების ზეგავლენის ქვეშ. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ მაინც მოექცა ამ გავლენის ქვეშ, მაშინ რწმენა მას ყოველთვის დააბრუნებს ღმერთთან და ეკლესიაში. ამინ“.

შემდეგ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ყრმათათვის სწავლის დაწყების წინ საკითხავი პარაკლისი აღასრულა.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب