მოსკოვის საპატრიარქო
საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა მწუხარება გამოთქვა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.03.2024. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიუსამძიმრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში განხორციელებული ტერაქტის გამო. 27 მარტის მონაცემებით ტერაქტს 140 ადამიანი ემსხვერპლა.
თქვენო უწმინდესობავ!
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ტერორიზმი ყველგან და ყოველთვის მიუღებელია. ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა საშინელი, არაადამიანური ცოდვაა.
ვლოცულობთ გარდაცვლილთა სულების განსვენებისა და დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე თქვენი ეკლესიის შვილებს.
ვლოცულობთ, აგრთვე, მშვიდობისთვის ჩვენს გულებში და მთელს მსოფლიოში.
ძმური სიყვარულით,
+ ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023