მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან არსებული კულტურის წარმომადგენლობის მეთაურს შეხვდა
2021 წლის 19 ოქტომბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში შედგა შეხვედრა სსკგ-ს თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონსა და რუსეთის ფედერაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან არსებული კულტურის წარმომადგენლობის ახალ მეთაურს, დოქტორ მასუდ ახმადვანდს შორის.
შეხვედრაში მინაწილეობა მიიღეს, ასევე, სსკგ-ს რელიგიათაშორისი ურთიერთობების მდივანმა მღვდელმა დიმიტრი საფონოვმა და ირანის საელჩოს მთარგმნელმა ი. იდრისოვმა.
სინოდალურ დაწესებულებაში, საიდანაც ხორციელდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო კონტაქტები, მაღალი რანგის სტუმარს მიესალმა მიტროპოლიტი ილარიონი და წარმატებები უსურვა მას ახალ ასპარეზზე მოღვაწეობაში. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამოქმედების პერსპექტივები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან არსებული კულტურის წარმომადგენლობას შორის.
საუბრის მიმდინარეობისას განიხილეს ერთობლივი კომისიის – „მართლმადიდებლობა – ისლამი“ – მომავალი სხდომის საკითხი; აღნიშნული კომისია მოქმედებს 1995 წლიდან. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კომისიის მე-12 სხდომის ჩატარების ვადებისა და თემატიკის შესახებ. ამ სხდომის ჩატარება უკვე ჩანიშნული იყო მოსკოვში 2021 წლისთვის, მაგრამ ორივე ქვეყნის მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ის მიმდინარე წელს არ შედგება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია შეიცვლება და საშუალება მიეცემათ, შეიკრიბონ მოსკოვში 2022 წელს.
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023