მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები – ეგვიპტის კოპტური თემის წარმომადგენლები საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას ეწვივნენ
2021 წლის 3 სექტემბერს, კოპტური ეკლესიის ახალგაზრდა მორწმუნეთა ჯგუფი, რომლებიც მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას ეწვივნენ.
სტუდენტებს სსკგ-ს ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი) შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთში კოპტური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმონაზონი დაუდ ელ-ანტონი და კოპტური საპატრიარქოს სპეციალური წარმომადგენელი დოქტორი ანტონ მილადი.
მამა სტეფანემ სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებაზე, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საქმიანობაზე და მოსკოვის საპატრიარქოსა და კოპტური ეკლესიის დიალოგის ფარგლებში არსებულ ერთობლივ პროექტებზე.
როგორც სსკგ-ს ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანმა აღნიშნა, ამ დიალოგის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა – თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში და ახალგაზრდული კონტაქტები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არა მხოლოდ ავითარებს კოპტურ და რუსულ სასულიერო სკოლებს შორის სტუდენტების გაცვლას, არამედ მიესალმება, ასევე, ეგვიპტელი ქრისტიანების სწავლას რუსეთის ფედერაციის საერო უნივერსიტეტებში, აქტიურად უწყობს ხელს რუსეთში მათ სასწავლებლად გაგზავნის პროგრამებს.
სტუმრებისადმი მიმართვისას, მღვდელმონაზონმა სტეფანემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის რუსეთში მათი განათლების ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომლის დროსაც ამ სტუდენტების საჭიროება და საზრუნავი ეკლესის ყურადღების საგანია. ეს არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქ კირილეს პოზიცია, რომლის მითითებების შესრულებითაც შედგა ეს შეხვედრა.
გულწრფელი საუბრისას, თითოეულმა სტუმარმა ისაუბრა რუსეთში ყოფნის შთაბეჭდილებებზე, სტუდენტური ცხოვრების წარმატებებსა და სირთულეებზე. მამა სტეფანეს წინადადებით, საუბრის მონაწილეებმა განიხილეს ღონისძიებების გეგმა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ეგვიპტელმა სტუდენტებმა ღრმად გაიცნონ რუსეთი და მის სულიერი ტრადიციები, დამსწრეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ასეთი შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება.
დასასრულ, მღვდელმონაზონმა სტეფანემ სტუმრებს უსურვა, რომ მათი სწავლა წარმატებული ყოფილიყო და ემსახურებოდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის ურთიერთობების განვითარებას, ასევე – ეგვიპტესა და რუსეთს შორის. თითოეულმა სტუდენტმა საჩუქრად მიიღო ღვთისმშობლის „ვალაამის“ ხატი და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნი „კატეხიზმო. მართლმადიდებლური სარწმუნოების მოკლე გზამკვლევი“.
დღეს კოპტური თემის წარმომადგენლები არიან ისეთი უნივერსიტეტების სტუდენტები, როგორებიცაა ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი „უმაღლესი ეკონომიკის სკოლა“, ნ. ე. ბაუმანის სახ. მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტი, ყირიმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი, ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტი, პრივოლჟსკის ფედერალური უნივერსიტეტი, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სსკგ-ს კომუნიაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024