მთავარი გვერდი ახალი ამბები
ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი: უკრაინის მართლმადიდებელი ე…

ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნენი თავიანთი რწმენის გამო ძალადობას განიცდიან


ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი (ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) ვიდეომიმართვით გამოვიდა, სადაც, კერძოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის თემას შეეხო.

მან მიუთითა კანონიკური ეკლესიის მორწმუნეების ტანჯვაზე, „რომლებიც თავიანთი რწმენის გამო ძალადობას განიცდიან“. „უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაამტკიცა, რომ ის არის ამ ხალხის დედა, რომელიც თავის შვილებზე ზრუნავს. ამავე დროს, ხელისუფლება და ხალხის დიდი ნაწილი, რომელსაც ძლიერი ნაციონალისტური ცნობიერება აქვს, ვერ იტანს მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელ თავის თანამემამულეებს“, – განაცხადა იერარქმა.

მეუფე დანიელმა აღნიშნა: „ისეთი კანონებიც კი მზადდება, რომლის მიხედვითაც უკრაინელებისთვის შეუძლებელი იქნება მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარება. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს რამდენიმე წლის წინ შექმნილი „საეკლესიო“ სტრუქტურა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მნიშვნელოვანი როლით, რომელსაც, საფუძვლიანად არ აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა. მას ბევრი პრობლემა აქვს იერარქიასთან, რომელიც შედგება მღვდლად და ეპისკოპოსად გამოცხადებული არახელთდასხმული პირებისგან. ამას თავად უკრაინელები ხედავენ და რამდენიმე წელია დევნას განიცდიან. ახლა კი ხედავენ, რომ ვინც ძალით იტაცებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს, წვავენ და ანადგურებენ მათ, შემდეგ ლოცულობენ „მეუ“-სთვის მიტაცებულ ტაძრებში. ეს მჭევრმეტყველად ამბობს, თუ როგორია მათი რწმენა, მათი შეხედულებები. ამიტომ ადამიანებს არ სურთ მათთან შეერთება – ხალხი ხედავს, რომ აქ საკითხი რწმენაზე კი არა, მკვეთრად გამოხატულ ნაციონალიზმს ეხება. ეს არის არა მართლმადიდებლური სარწმუნოება, არამედ – „უკრაინა უპირველეს ყოვლისა!".

როგორც ბულგარელმა იერარქმა აღნიშნა, ეს მკაფიოდ გამოხატული ნაციონალიზმი ასევე შეუწყნარებელია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინელებად თვლიან – „მაშინ რაღა უნდა ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავს რუსეთთან ასოცირებენ, ეთნიკურ რუსებზე?“. „წმიდა მთავარი ვლადიმერი, ვინც ხალხი მონათლა, ვისი მეფე იყო – უკრაინელების თუ რუსების? რომელი ხალხი მოინათლა კიევში – უკრაინელი თუ რუსი, თუ ერთი ხალხი, რომლისგანაც ეს ორი წარმოიშვა?.. – დაფიქრებას გვთავაზობს ვიდინელი მიტროპოლიტი დანიელი. – იყო სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, მაგრამ არის ასევე ბევრი ადამიანი, ვინც თავს რუს ხალხთან ერთობაში თვლის. და ეს გასაკვირი არ არის ოთხი საუკუნის ერთად ყოფნის შემდეგ“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ასეთი შეუწყნარებლობა დღეს არ გაჩენილა, განაცხადა მღვდელთმთავარმა: „ჯერ კიდევ 2014 წელს, პირველი გადატრიალების შემდეგ, პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ჩაიფიქრა „მეუ“-ს „საეკლესიო“ სტრუქტურის შექმნა, რომელიც გამოცალკევებულ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დახმარებით – სწორედ მან მისცა ამ სტრუქტურას „ტომოსი“. პეტრე პოროშენკოს დროს, 2014 წლიდან 2019 წლამდე, მისი მმართველობის ბოლოს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის კანონი ჩაიფიქრეს და მისი შემუშავება დაიწყეს. ამან ჯერ კიდევ მაშინ მისცა საბაბი ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანებს, მიეტაცებინათ ტაძრები და მიერთებინათ ისინი „მეუ“-სთვის“.

„ამას ვერც ერთი ერი ვერ მიიღებს, მაგრამ უკრაინაში ეს ხდება“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა დანიელმა. – ჩვენ ვხედავთ, რომ საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ რწმენას, არამედ იმ ადამიანების ფიზიკურ არსებობასაც, რომლებსაც არ სურთ „მეუ“-ში ყოფნა. მაშინ დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: ნუთუ ეს ადამიანები დაცვას არ საჭიროებენ? რატომ არავინ საუბრობს ამაზე? რატომაა, რომ ყველგან, სადაც ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლები დაგმეს, მსგავს რამეს საზოგადოებაში არ ითმენენ, უკრაინაში კი ეს არა მხოლოდ ნებადართულია, არამედ აქებენ კიდეც? ეს აშკარად მეტყველებს პოლიტიკოსების ორგულობასა და თვალთმაქცობაზე, რომლებიც თვალს ხუჭავენ იმაზე, რაც ხდება“.

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب