მოსკოვის საპატრიარქო
ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი ტალინის მერს შეხვდა
2021 წლის 16 სექტემბერს, მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციაში ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი ტალინის მერს მიხაილ კილვარტს შეხდვა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ტალინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის (ყაზანის ეკლესია) მოახლოებული 300 წლის იუბილის აღნიშვნა.
ამჟამად, ეს არის ხის უძველესი ეკლესია ტალინში, პეტრე I-ის ეპოქის საეკლესიო არქიტექტურის რამდენიმე შემორჩენილი ძეგლთაგან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეკლესია არა მხოლოდ გარედან შეიცვალა, არამედ შიგნითაც. ფართომასშტაბიანი სარემონტო და სარეტავრაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ყაზანის ეკლესია თავისი 300 წლის იუბილეს უკვე სრულად განახლებული შეხვდება. ტაძრის სრული გარდაქმნა შესაძლებელი გახდა ქალაქის ფინანსური დახმარების წყალობით. 2017 წლიდან დღემდე, ეკლესიის რეტავრაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან სულ დაახლოებით 650 ათასი ევრო გამოიყო.
საუბრის დროს, განიხილებოდა ასევე კოპლში ჩრდილო-დასავლეთის არმიის ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი სამლოცველოს აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ცნობილია, ამ არმიამ 1920 წელს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესტონეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. გარდა ამისა, გაიმართა მსჯელობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და მის შედეგებზე მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტალინის სამრევლოთა ცხოვრებისათვის.
შეხვედრის მონაწილეებმა არსებული კონტაქტები დადებითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს თანამშრომლობის შემდგომ გაგრძელებაზე.
მოსკოვის საპატრიარქოს
ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
ოფიციალური ვებ-გვერდი/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023