შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.06.2022. 2022 წლის 17 ივნისს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების დიდ დარბაზში შედგა სსკგ-ის ახალდანიშნული თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან.
დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვაში, მეუფე ანტონიმ ბრძანა:
„უწმინდესი პატრიაქისა და წმინდა სინოდის ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას შეეხო, მნიშვნელოვნად ჩავთვალე, განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის ამ პირველ დღეებში ერთმანეთს შევხვედროდით, რათა შესაძლებლობა მომცემოდა, თქვენთვის მომემართა.
ვფიქრობ, სრული უფლებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება – ეს არ არის ჩემთვის უცხო ადგილი; ამ შენობასთან და ბევრ თქვენგანთან ასე თუ ისე დაკავშირებულია ჩემი შეგნებული ცხოვრების თითქმის ნახევარი“.
სსკგ-ის ახალდანიშნულმა მეთაურმა ქვეშევრდომებს გაუზიარა მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორ მოვიდა პირველად ამ სინოდალურ დაწესებულებაში 2007 წელს და თავის ცხოვრებაში პირველი სერიოზული საეკლესიო მორჩილება მიიღო – დაიწყო სტაჟორად მუშაობა კომუნიკაციის სამსახურში.
„მოკლე ხანში პატივი მერგო, განყოფილების თავმჯდომარის, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილეს პირადი მდივანი გავმხდარიყავი. ამ მოვლენამ (როცა უკან ვიხედები, სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა) განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრება, ქრისტეს ეკლესიაში ჩემი მსახურება. ერთი მხრივ, ვიმყოფებოდი რა თავმჯდომარის მისაღებში და ვშრომობდი ამჟამინდელი უწმინდესი პატრიარქის, მეუფე კირილეს გვერდით, გავიარე უნიკალური და ფასდაუდებელი ეკლესიური ცხოვრების სკოლა, რომელმაც ჩამომაყალიბა როგორც მღვდელმსახური, როგორც მღვდელთმთავარი. მეორე მხრივ, ამავდროულად, მე შემეძლო გავცნობოდი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის სისტემის მუშაობას, კერძოდ, როგორ ფუნქციონირებს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება, რომელი სტრუქტურებისგან შედგება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიცანი განყოფილების თანამშრომლები, ბევრი თქვენგანი – ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო.
2009 წელს, როდესაც მიტროპოლიტი კირილე პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა, მასთან ერთად მეც სხვა შენობაში გადავედი – მოსკოვის საპატრიარქოს შენობაში, მაგრამ განყოფილებასთან ჩემი კავშირი მაინც არ შეწყვეტილა, რადგან ხშირი კონტაქტი გვქონდა, ვთანამშომლობდით, ერთად ვამზადებდით უწმინდესი პატრიარქის შეხვედრებს, მის მოგზაურობებს, მისი მონაწილეობით ჩასატარებელი ღონისძიებების მასალებს.
როდესაც მსახურებისთვის იტალიაში გამამწესეს, განყოფილებასთან ჩემი კავშირი გრძელდებოდა: მე ჩართული აღმოვჩნდი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის ურთიერთობის სფეროში. საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნისას, ვსარგებლობდი განყოფილების ბევრი თანამშრომლის დახმარებითა და მხარდაჭერით, რომლებიც ფასადაუდებელ რჩევებსა და ორიენტაციებს მაძლევდნენ ჩემთვის ახალი მიმართულების საქმიანობაში.
უკანასკნელი თითქმის შვიდი წელი კი, როცა ამ შენობის პირველ სართულზე ვმუშაობდი, საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოში, ჩვენ ერთმანეთს არა მხოლოდ დერეფნებში ვხვდებოდით და ვურთიერთობდით, არამედ ასევე, რა თქმა უნდა, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რადგან ძნელია, გამოყო, ჩვენი საზღვარგარეთის სამრევლოების, მეტოქიონების, წარმომადგენლობების, ეპარქიებისა და საეგზარქოსოების ცხოვრება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმიანობისგან“.
საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარის პოსტზე წინმდებარე მოღვაწეობაზე საუბრისას, მიტროპოლიტმა ანტონიმ აღნიშნა, რომ სსკგ-ის წინაშე მდგარი მიზნები და ამოცანები არ შეცვლილა ამ სინოდალური დაწესებულების დაფუძნების დროიდან: „ყველაფერი, რასაც აკეთებდა განყოფილება – ადგილობრივ ეკლესიებს შორის კავშირების განმტკიცება, სხვა ქრისტიანულ კონფესიებსა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ურთიერთსასარგებლო დიალოგის დამყარება, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედება (როგორც ჩვენს, ისე სხვა ქვეყნებში, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის წარმოდგენილი), დედამიწის მთელს ზედაპირზე გაფანტული ჩვენი თანამემამულეებისთვის დახმარების აღმოჩენა – ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება ჩვენი მოღვაწეობის დღის წესრიგში“.
ამასთან ერთად, დღეს ეკლესია თავის მსახურებას ასრულებს რთულ გარემოებებში, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ სსკგ-ის საქმიანობაზე, – განაგრძო თავისი აზრი მეუფე ანტონიმ.
„დღეს განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობის სფეროში. ეკლესიური ერთობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ცდილობენ თავს მოგვახვიონ ეკლესიის ცხოვრების ახალი წესრიგი, – ანადგურებენ რა ძველს, რომლითაც ეკლესია ასეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა; ცდილობენ, თავს მოგვახვიონ მართლმადიდებლობისთვის უცხო ეკლესიოლოგია <...> დღეს ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში გვიხდება ცხოვრება, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენ პირდაპირ არც კი გვეხებოდეს, მაგრამ რადგანაც ეკლესია საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, ცხადია, ასე თუ ისე ისინი ჩვენც გვეხება“, – ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონიმ.
მიუხედავად ყველა სირთულეებისა, მეუფე ანტონიმ სსკგ-ის თანამშრომლებს მოუწოდა, ოპტიმიზმით შეხედონ მომავალს: „ჩვენ ვიცით, რომ უფალმა დააფუძნა ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მთ. 16:18). თავისი ისტორიის ათასწლეულების მანძილზე ეკლესიამ კოლოსალური გამოცდილება დააგროვა და ყოველთვის უმკლავდებოდა როგორც გარედან, ისე თვით მის შიგნიდან წარმოშობილ საფრთხეებს“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესი კანონიკური წესრიგია და ამიტომ არსებული სირთულეების წარმატებით გადაჭრის საწინდარი, სხვა ფაქტორთა შორის, ხართ თქვენ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო“, – განუცხადა შეკრებილ თანამშრომლებს სსკგ-ის თავმჯდომარემ, აღნიშნა რა მათი პროფრსიონალიზმისა და სამსახურისადმი ერთგულების დიდი მნიშვნელობა.
„კარგად ვაცნობიერებ, როგორი არამარტივი მორჩილება დამავალეს უწმინდესმა პატრიარქმა და წმინდა სინოდის წვრებმა. მომავალ შრომებში, იმდენში, რამდენზეც უფალი მაკურთხებს, მე ღმერთის და თქვენი იმედი მაქვს. ბევრი თქვენგანი აქ მრავალი წელი მუშაობს და უნიკალური, ფასადუდებელი გამოცდილება დააგროვა, რომელიც მინდა ღრუბელივით შევიწოვო, განსაკუთრებით, ახალ თანამდებობაზე ყოფნის პირველ ხანებში; მე თქვენი რჩევები დამჭირდება. ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდე საქმის კურსში, რათა ამ თანამდებობაზე ჩემმა მსახურებამ სარგებელი მოუტანოს ქრისტეს ეკლესიას და გაამართლოს ჩემთან მიმართებით იერარქების მოლოდინები“.
თავისი სიტყვის დასასრულს, სსკგ-ის ახალდანიშნულმა თავმჯდომარემ განყოფილების თანამშრომლებს შოღვაწეობაში ღვთის შეწევნა უსურვა.
შემდეგ, თანამშრომელთა სახელით მიტროპოლიტ ანტონის მიესალმა სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი:
„მინდა გისურვოთ, ღვთივკურთხეული ყოფილიყოს თქვენი თავმჯდომარეობა, რომელიც მოწოდებულია განაგრძოს და განამრავლლოს ჩვენი უძველესი სინოდალური დაწესებულების პატივი და დიდება, რომელსაც, როგორც თქვენ სამართლიანად აღნიშნედ, ყოველთვის მეთაურობდნე ნათელი, თავდადებული, გამოჩენილი ადამიანები, რომელთაგან თითოეულმა დიდი კვალი დატოვა ჩვენი წმინდა ეკლესიის ისტორიაში. დაე, თქვენი შემწე ყოფილიყოს წმინდა მღვდელთმთავარ მარკოზ ეფესელის, ღირსი და კეთილმსახური მთავრის დანიელ მოსკოველისა და რუსეთის მიწის ყოველთა წმინდანთა ლოცვები, ასევე ყველა თქვენი წინამორბედისა და თქვენი თანამშრომლის ლოცვები, რომლებიც ვედრებას აღავლენენ წარმატებით აღსრულებისათვის იმ საქმეებისა, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებისთვის რომ არის რწმუნებული: ჩვენი ეკლესიის უფლებებისა და ინტერესების, მისი ღირსებისა და კაცთა მოდგმის გადარჩენისთვის დაუბრკოლებლად მსახურების შესაძლებლობის დაცვა, რაც უფალმა იესო ქრისტემ ეკლესიას არწმუნა“, – უთხრა, კერძოდ, თავის მისალმებაში მეუფეს მამა ნიკოლოზმა.