
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.06.2022. სააგენტო ТАСС-თან გაკეთებულ კომენტარებში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ წმინდა მიწაზე ქრისტიანული სიწმინდების მიმართ გაგრძელებული ექსტრემისტული გამოვლინებების საფრთხეებზე მიუთითა. ერთ-ერთი უკანასკნელი მსგავსი ინციდენტი გახდა 6 ივნისს სიონის მთაზე რადიკალურად განწყობილი პირების თავდასხმა იერუსალიმის საპატრიარქოს სამლოცველოზე.
რუსეთის ეკლესიის შვილები განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან წმინდა მიწას. საუკუნეების მანძილზე ჩვენი მომლოცველები ესწრაფოდნენ ბიბლიურ მოვლენებსა და უფალ იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილების თაყვანისცემას, ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას და კითხვის ქვეშ აყენებს მათ წვდომას.
აღშფოთებულები ვართ სიონის მთაზე იერუსალიმის საპატრიარქოს სამლოცველოს დემონსტრაციულად შებილწვის უკანასკნელი ფაქტით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სრულად უჭერს მხარს იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს, რომელიც სხვა ადგილობრივ ქრისტიან ლიდერებთან ერთად იბრძვის იერუსალიმსა და მთელს წმინდა მიწაზე ქრისტიანული დასწრების შესანარჩუნებლად. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძმებს და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ პრობლემას.
ვიმედოვნებ, რომ ისრაელის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას ჩადენილ უკანონობაზე, მოძებნიან გზებს ექსტრემიზმის გამოვლინების ასალაგმავად და სამი მსოფლიო რელიგიის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის მათვის წმინდა ქალაქში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021