
მოსკოვის საპატრიარქო
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან




სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.06.2022. 10 ივნისს მოსკოვში დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირველი სამუშაო შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისთან.
მეუფე ანტონი სსკგ-ის თავმჯდომარედ დაინიშნა წმინდა სინოდის მ.წ. 7 ივნისის გაწყვეტილებით (ჟურნალი № 61).
„მინდა დარიგება მოგცეთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით, – უთხრა მას, კერძოდ, რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა. – თანამდებობა, რომელიც თქვენ მიიღეთ, ძალიან არა მარტივ დღის წესრიგს შეიცავს. ეს არის სამუშაო გარე კონტურზე, რომელიც ამჟამად აღინიშნება მნიშვნელოვანი დაძაბულობითა და მრავალი კონფლიქტით. ეს კონფლიქტები არ ეხება ეკლესიურ სფეროს, მაგრამ ეკლესია მასში ჩართულია თავისი ბუნების ძალით, ადამიანთა ცხოვრებიდან გამომდინარე, და ამიტომ მინდა მოვიხმო ღვთის კურთხევა თქვენს მოღვაწეობაზე, გისურვოთ სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცე, აზრთა სიფხიზლე, წინდახედულება და სიმყარე გადაწყვეტილებების მიღებისას.
ტრადიციისაებრ სსკგ-ის ახალ მეთაურს გადაეცა პანაღეა, რომელიც 1944 წლის 2 თებერვალს უწმინდეს პატრიარქ სერგის მოსკოვის სამღვდელოებამ საჩუქრად უბოძა, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
როგორც უწმინდესმა მეუფემ გაიხსენა, ეს პანაღეა შემდგომში ეკუთვნოდა საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა თავმჯდომარეს მიტროპოლიტ ნიკოლოზს (იაკუშევიჩს), შემდეგ – მიტროპოლიტ ნიკოდიმოსს (როტოვი), მიტროპოლიტ იუბენალს (პოიარკოვი) და საგარეო საეკლესიო კავშირების ყველა შემდგომ მეთაურს.
„ამ სამახსოვრო პანაღეას, რომელიც პატრიარქ სერგისა და საგარეო საეკლესიო კავშირების მართვაში ყველა თქვენი წინამორბედის სახელს უკავშირდება, ამჟამად თქვენ გადმოგცემთ როგორც ამ თანამდებობაზე თქვენი აყვანის ხილულ ნიშანს. აქსიოს!“, – ბრძანა უწმინდესმა პატრიარქმა მიტროპოლიტ ანტონისადმი მიმართვაში.
თავის მხრივ, მიტროპოლიტმა ანტონიმ მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას დიდი ნდობისთვის, რომელიც მის მიმართ გამოიჩინეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა და წმინდა სინოდმა სსკგ-ის თავმჯდომარის პოსტზე მისი დანიშვნისას.
„ზუსტად თხუთმეტი წლის წინ მე თქვენი კურთხევით პირველად შემოვდგი ფეხი საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ზღურბლზე მისი თავმჯდომარის პირადი მდივნის რანგში, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონიმ. – ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მე ნაწილბრივ გავეცანი განყოფილების წინაშე მდგარ მიზნებსა და ამოცანებს, მისი მუშაობის პროცესს. ეს ცოდნა უფრო გამიღრმავდა მას შემდეგ, რაც თქვენი ლოცვა-კურთხევით მსახურებისთვის იტალიაში გავემგზავრე. შემდეგ, თითქმის შვიდი წელიწადი ვიკავებდი საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტს და მთელიმ ამ დროის განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობდი განყოფილებასთან, მის მუშაკებთან და მთლიანად ჩაძირული ვიყავი სსკგ-ის დღის წესრიგის მუშაობაში“.
„კარგად მესმის, რაოდენ რთული მიზნები და ამოცანები დგას ჩემ წინაშე, რამდენი შრომა მელოდება წინ, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონიმ. – მე შესაძლებლობა მქონდა მენახა, თუ როგორ შრომობდით თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, განყოფილების თავმჯდომარის რანგში. თქვენ ხშირად გვეუბნებით ჩვენ, თქვენს უახლოეს თანამშრომლებს, რომ უნდა ვიმუშაოთ თავდაუზოგავად, რომ მთელი ჩვენი ძალები ეკლესიის სასარგებლოდ უნდა მივმართოთ. მე კარგად ვიცი, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვის ფორმა – თქვენ ამას იმიტომ გვეუბნებით, რომ თქვენ თავად ყოველთვის ასე მუშაობთ. მთელ თქვენს ძალიხმევას ახმართ იმას, რომ აღასრულოთ ეს მსახურება, რომლის დროსაც უბრალო ადამიანური დასვენების აუცილებლობაც კი გავიწყდებათ“.
„მინდა დაგარწმუნოთ, თქვენო უწმუნდესობავ, რომ ჩემის მხრივ თავს არ დავზოგავ ჩემდამი მონდობილი მსახურებისათვის. ვითხოვ თქვეს ლოცვებს იმის შესახებ, რომ ამ თანამდებობაზე შევძლო ქრისტეს ეკლესიისთვის სარგებლის მოტანა და თქვენს შრომებში ერთგულ თაშემწედ ყოფნა“, – ბრძანა დასასრულს სსკგ-ის თავმჯდომარემ.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021