
მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ მთავარეპისკოპოს სტეფანეს გადასცა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი



სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 06.06.2022. 2022 წლის 5 ივნისს, პირველი მსოფლიო კრების მამათა კვირიაკეს, ბელგრადის მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარში სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ და ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ საღმრთო ლიტურგია აღავლინეს. მათ თანამწირველობა გაუწიეს სერბეთის საპატიარქოსა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს მღვდელთმთავრებმა.
სებეთის საპატრიარქოს მხრიდან ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს ზვორნიცო-ტუზლანის ეპისკოპოსმა ფოტიმ, კრუშევაცის ეპისკოოსმა დავითმა, რემეზიანის ეპისკოპოსმა სტეფანემ, ტოპლიცის ეპისკოპოსმა იეროთეოსმა (შაბაცკის ეპისკოპოსად გამორჩეული) და ხვოსტანის ეპისკოპოსმა იუსტინემ (დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსად გამორჩეული), ასევე არქიმადრიტმა ნეკტარიოსმა (სამარაჯიჩი; ეგარის ეპისკოპოსად გამორჩეული). მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიიდან – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოდან მონაწილეობა მიიღეს პრესპანო-პელაგონიის მიტროპოლიტმა პეტრემ, დებარსკო-კიჩევის მიტროპოლიტმა ტიმოთემ, პოვარდარის მიტროპოლიტმა აგათანგელოსმა, ევროპის მიტროპოლიტმა პიმენმა და კუმანოვო-ოსოგოვის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ. ღვთისმსახურებისას ლოცულობდნენ ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი, მარჩანის ეპისკოპოსი საბა და განსვენებაზე (პენსიაზე) მყოფი კანადის ეპისკოპოსი გიორგი (სერბეთის ეკლესია), ასევე ტეტოვო-გოსტივარის მიტროპოლიტი იოსები და ჰერაკლიის ეპისკოპოსი კლიმენტი (მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო).
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანეს საზეიმოდ გადასცა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლსიის – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი. სიტყვით გამოსვლისას, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა, რომ მაკედონიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსომ „არა მხოლოდ პირობებიდან, არამედ ასევა საჭიროებიდან გამომდინარე“ მიიღო ავტოკეფალურობა, რაც მისი შემდგომი ცხოვრების „ორგანიზებისათვის საუკეთესო შესაძლო გზას წარმოადგენს“.
ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ მადლობა გადაუხადა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს და ამ ამბავს „განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა არა მხოლოდ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის – ოხრიდის სამთავრეპისკოპოსოსთვის, არამედ ასევე სრულიად მართლმადიდებლობისთვის. „თქვენ საქმით აჩვენეთ, თუ როგორ გიყვართ მშვიდობა და ძმათაშორისი თანხმობა, რამდენად გიყვართ ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული“, – ბრძანა უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ უნეტარეს პატრიარქისადმი მიძღვნილ სიტყვაში. მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის „დაუღალავი ძალისხმევის“ შედეგად, რომელიც წმინდა სინოდთან და მღვდელთმთავართა კრებასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, დღეს სიხარულმა მოიცვა ძველი ოხრიდი – „წმინდანების კლიმენტისა და ნაუმის ქალაქი, სლავურ იერუსალიმად წოდებული, ყოველთა სლავთა სულიერებისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი წყაროს ადგილი“.
ფოტო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტიდან
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021