
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 31.05.22. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2022 წლის 9 მაისის სხდომაზე გადაწყვიტა, ევქარისტიულ კავშირში მიეღო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს სახელწოდებით.
„ეკლესია და მსოფლიო“-ს ტელეგადაცემის ეთერში გადაცემის წამყვანის ე. გრაჩევას თხოვნით კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
იერარქის სიტყვებით, 1967 წლიდან მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიას სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთან ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ სულ ახლახან მათ შორის დიალოგი აღდგა. მიღწეულ იქნა შეთანხმება მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დაბრუნებისა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კანონიკურ ერთობში და, ამ გზით – ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
„მაშინ კონსტანტინეპოლმა, იმისთვის, რომ [მსოფლიოსთვის] შეეხსენებინა თავისი, თითქოსდა, უფლებრივი უპირატესობები, გადაწყვიტა, დაესწრო სერბეთის ეკლესიისთვის და გამოაცხადა მაკედონიის ეკლესიის იერარქების აღიარების შესახებ“, – აღნიშნა სსკგ-ის თავმჯდომარემ.
ამასთან, მეუფემ შენიშნა, რომ არაკორექტულია ერთმანეთს შეადარო, ერთი მხრივ, მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დაბრუნება სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კანონიკურ ერთობაში და, მეორე მხრივ, კონსტანტინეპოლის მიერ „მეუ“-ს არაკანონიკური აღიარება.
„მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია არ შეიძლება ერთ ხაზზე დავაყენოთ უკრაინელ სქიზმატებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ კანონიკური ქიროტონია. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ შეგვიძლია ვცნოთ ისინი ლეგიტიმურ მღვდელმსახურებად. მეორეც, აღიარების პროცესი სულ სხვანაირად წარიმართა“, – ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მღვდელთმთავარმა შენიშნა, რომ უკრაინელ სქიზმატებსა და რუსეთის მართლმადიდებლ ეკლესიას შორის დიალოგი არ შემდგარა და კონსტანტინეპოლმა „ცალმხრივი წესით სცნო უკრაინის განხეთქილების ლეგიტიმაცია“.
„უფრო მეტიც, ფაქტიურად კონსტანტინეპოლი შეეცადა ლეგიტიმურობა ჩამოერთვა უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ყველაფერი ეს კეთდებოდა როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე თვით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ“, – დასძინა მან.
„მაკედონიის ეკლესია იმ სტატუსით არის ახლა აღიარებული სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რომლითაც ის არსებობდა 1967 წლამდე, ანუ ფართო ავტონომიური სტატუსით სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. მისი მომავლის შესახებ შემდგომი მოლაპარაკებები, მათ შორის, შესაძლო ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, გაიმართება სერბეთისა და მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ეს არის კარდინალური განსხვავება უკრაინის სქიზმატებისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ვითარებებს შორის“, – დაასკვნა სსკგ-ის თავმჯდომარემ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021