
მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა
2022 წლის 29 მაისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღვთო ლიტურგიის აღსრულების შემდეგ მორწმუნე ერს საწინამძღვრო სიტყვით მიმართა. თავის სიტყვაში მან, კერძოდ, თქვა:
დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ ვწუხდეთ იმაზე, რაც მოძმე უკრაინაში ხდება. ეჭვგარეშეა, ცისქვეშეთის ბოროტების სულები ილაშქრებენ ჩვენს ეკლესიაზე; ცდილობენ, არა მხოლოდ დააშორონ ერთმანეთს რუსისა და უკრაინის მართლმადიდებელი ხალხები, არამედ ისე გააკეთონ, რომ ჩვენ შორის უფსკრული გაჩნდეს. და არა უბრალოდ უფსკრული, არამედ იმის მსგავსი თხრილი, როგორსაც სამხედრო ოპერაციის დროს იყენებენ, რომ მტერმა ვერ გაიაროს. ღრმად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ რაკი მთელი ეს ძალისხმევა ღვთისგან არ არის და ღვთის კურთხევით არ ხდება, ამიტომ ეს მიზანი ვერასოდეს მიიღწევა. სახელმწიფოებს შორის საზღვრების ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად, კიევის ემბაზიდან გამოსული ერთი ერის ეკლესია, როგორც თვით ერი, უეჭველად დაიმარხავს თავის გულში, ხსოვნაში, ღვთისსათნო ტრადიციებში წინაპრების დიდ მემკვიდრეობას, რომელიც მთავარ ვლადიმერიდან დაწყებული დღემდე მოდის. დღეს მავანი ძალები, თითქოსდა კეთილმოსურნენი რომელიმე ჩვენი ხალხისა, ამ თხრილებს თხრიან, – ფიქრობენ, რომ ამით ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოიხვეჭენ. არასდროს მსგავსი რა არ ხდება: სადაც სიცრუეა, ომია, სიძულვილია, სადაც ადამიანთა შეჯახების მცდელობაა, იქ არც ადამიანური კეთილდღეობაა შესაძლებელი.
კიდევ და კიდევ მინდა ვთქვა: ჩვენ სრული გაგებით ვეკიდებით იმას, თუ როგორ იტანჯება დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმას, რომ დღეს უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე და ეპისკოპატი უნდა მოქმედებდეს უაღრესად ბრნულად, რათა არ გაართულოს თავისი მორწმუნე ერის ცხოვრება. ჩვენ ყოველივე ამას გაგებით ვეკიდებით, მაგრამ ჩვენ იმისთვისაც ვლოცულობთ, რომ არანაირმა დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი ერის სულიერი ერთობა. და შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენს სულიერ ფასეულობებს, – რომლებიც ჩამოაყალიბა ღვთისმოთნე ერმა ერთი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველობის ქვეშ, და რომლებიც ჩანერგილია ადამიანების სულსა და გულში, – მტკიცედ დგომის ნაყოფი გამოეღოთ ეკლესიის ერთობისა და ღვთის სიმართლისათვის.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021