
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 28.05.2022. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა კომენტარი გააკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრების მიერ 2022 წლის 27 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
გუშინ შედგა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება. მან დაამტკიცა ის სტატუსი, რომელიც ამ ეკლესიას 1990 წლიდან აქვს, როდესაც მან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ალექსი II-სგან კურთხეული სიგელი მიიღო თვითმმართველობის შესახებ.
დღეს მრავალი მტრული ძალაა მიმართული იმისკენ, რომ ეს ეკლესია გაანადგუროს: სქიზმატიკოსები ცდილობენ მას ქონება წაართვან, უკრაინის ხელისუფლებამ დევნის ორგანიზება მოაწყო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მთელ რიგ ოლქებში ის აიკრძალა, მისი ტაძრები ბოქლომითაა დაკეტილი, მიმდინარეობს ტაძრების რეიდერული მიტაცებები. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ცდილობენ სახელი შეუცვალონ – დაარქვან მას „რუსეთის ეკლესია უკრაინაში“.
გუშინდელი გადაწყვეტილებით უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაამოწმა, რომ ის არის სრულად თვითმმართველი, რომ მისი ეკლესიური ცენტრი მდებარეობს არა მოსკოვში, არამედ კიევში. ის არ არის მოსკოვზე დამოკიდებული არც ადმინისტრაციულად, არც ფინანსურად, არც რაიმე სხვა სახით.
ერთობა, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, ასევე სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რომლებიც არ დაადგნენ განხეთქილების გზას – შენარჩუნებულია. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ ერთობის განმტკიცებას; ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ლოცვას ჩვენი ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021