
მოსკოვის საპატრიარქო
კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.05.2022. 12 მაისს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს თავმჯდომარეობით გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა.
სინოდის მუდმივი წევრები არიან: ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტი აგათანგელი, სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი ლაზარე, ხუსტისა და ვინოგრადოვის მიტროპოლიტი მარკოზი, დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონი, კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსის მიტროპოლიტი თეოდორე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მდივანი უმე-ს საქმეთა მმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი. სინოდის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად დროებითი წევრების რანგში მიწვეულ იქნენ ჟიტომირისა და მი, ნოვოგრად-ვოლინის მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი, ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი და ალექსანდრიისა და სვეტლოვოდის მთავარეპისკოპოსი ბოგოლეპი.
სხდომა ჩატარდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაში კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის ტერიტორიაზე. სინოდის წევრთა ნაწილმა მასში მონაწილეობა ვიდეო კავშირით მიიღო, – იუწყება უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
სხდომაზე მიღებულ იქნა სინოდის განცხადება, რომელიც მიეძღვნა უკრაინაში შექმნილ ვითარებას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას. კერძოდ, სინოდის წევრთა წუხილი გამოიწვია რელიგიურ ნიადაგზე გაღვივებულმა და გახშირებულმა მტრობის შემთხვევებმა. როგორც ცნობილია, უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულია ანტიეკლესიური კანონპროექტები, ხოლო სხვადასხვა ოლქში ადგილობრივი თვითმართველობის ცალკეული ორგანოების მიერ ადგილებზე მიიღება უკანონო გადაწყვეტილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებისთვის რელიგიური საქმიანობის აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ. გარდა ამისა, გახშირდა კანონიკური ეკლესიის ტაძრების მიტაცება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მდუმარე თანხმობით ან ღია ჩარევით ხორციელდება.
სხდომის მონაწილეებმა მოახდინეს კონსტატაცია, რომ ყველა ეს ფაქტი წარმოადგენს პ.ა. პოროშენკოს პრეზიდენტობის დროინდელი არასწორი რელიგიური პოლიტიკისა და ე.წ. „მეუ“-ის დამანგრეველი იდეოლოგიის შედეგს. ამასთან დაკავშირებით სინოდმა თხოვნით მიმართა სახელმწიფოს მეთაურს, ჩაერიოს ამ რთულ ვითარებაში, შეაჩეროს რელიგიური მტრობა უკრაინის საზოგადოებაში და მიიღოს აუცილებელი ზომები უკანონო ქმედებების წინააღმდეგ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით.
სინოდმა საჭიროდ ჩათვალა კრების მოწვვეა უახლოეს ხანებში უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიის ეპისკოპოსების, მღვდლების. მონაზვნებისა და ერისკაცების მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება შექმნილ ვითარებაში წარმოქმნილი საეკლესიო ცხოვრების პრობლემები. ამასთან, სინოდის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ დისკუსიამ ამა თუ იმ საკითხის შესახებ არ უნდა გამოიწვიოს კანონიკური ველის გარეთ გასვლა და ახალი განყოფა ქრისტეს ეკლესიაში.
ამის შემდეგ განიხილეს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმართველობისა წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების ანტიკანონიკური ქმედებები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით სინოდმა მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურორს თხოვნით, ჩაატაროს სათანადო გამოძიებები აღნიშნული შემთხვევების შესახებ. ასევე გადაწყდა, მიემართოს უკრაინის უმაღლეს რადაში ადამიანის უფლებადამცველს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით.
მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ეპისკოპატს, სასულიერო დასს და მრევლს იმ ძმური დახმარებისა და შეწეწვნისთვის, რასაც ისინი უწევენ იძულებით გადაადგილებულებსა და უკრაინის მცხოვრებელებს. მადლობა გამოითქვა აგრეთე მთელი რიგი სახელმწიფოების მეთაურების საერთაშორისო, საზოგადოებრივი და ვოლონტიორული ორგანიზაციების მისამართით.
სინოდის მიერ ამ დღეს განხილულ საქმებს შორის იყო ასევე დიდმოწამე ანასტასია ბორკილთდამხსნელის სახ. მამათა მონასტრის დაარსების საკითხი სიმფეროპოლის ეპარქიაში. გარდა ამისა, მიიღეს და დამტკიცეს ლოცვები ორსული ქალებისთვის, ასევე სანუგეშო ლოცვები ორსულობის დაკარგვის შემთხვევისთვის. ბალტის ეპარქიამ ლოცვა-კურთხევა მიიღო აკათისტოს ტექსტის გამოყენებაზე ღვთისმშობლის „სლავნოგორსკაიას“ ხატის წინაშე.
მიღებულ იქნა რიგი საკადრო გადაწყვეტილებებიც. კერძოდ, ნოვოსელიცკის ეპისკოპოსად, ჩერნოვიცისა და ბუკოვინის ეპარქიის ვიკარიუსად, გამორჩეულ იქნა არქიმანდრიტი კლეოპა (მიგეასი); ხერსონის ეპარქიის ვიკარიუსად და სკადოვის ეპისკოპოსად – არქიმანდრიტი ბენიამენი (ველიჩკო); შეპეტოვოს ეპარქიის ვიკარიუსად და გოროდიშჩენსკის ეპისკოპოსად – არქიმანდრიტი თეოდოსი (მინტენკო).
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021