
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.05.2022. 2022 წლის 12 მაისს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა.
მიტროპოლიტო ილარიონი კვიპროსზე იმყოფება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში მონაწილეობისთვის.
სსკგ-ის თავმჯდომარე კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა სადილზე მიიწვია, რომლის მსვლელობისას გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მართლმადიდებელთაშორისი პერსპექტივების შესახებ, ასევე, ორმხრივი კონტაქტების თაობაზე რუსეთისა და კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, რომელიც გართულდა მას შემდეგ, რაც შეწყდა ევქარისტიული კავშირი მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსთან და რიგ მღვდელთმთავრებთან, რომლებმაც 2020 წელს ლეგიტიმურად სცნეს უკრაინაში სქიზმატური გაერთიანება. მთავარეპისკოპოსმა გაიხსენა ადრე მის მიერ გაღებული საშუამავლო ძალისმევა უკრაინის საკითხის დასარეგულირებლად, მათ შორის, თავისი სტუმრობები ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. თანამოსაუბრენი აგრეთვე ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა თემებსაც შეეხნენ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021