
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.05.2022. 2022 10 მაისს პარალიმნიში (კვიპროსი) ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მართლმადიდებლური წინაასამბლეის სხდომა დაიწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი მეთაურობს.
დელეგაციაში შედიან: სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში დეკანოზი მიხეილ გუნდიაევი, სსკგ-ის მდივანი მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორის ურთიერთობებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი), საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომელი მ.ბ. ნელიუბოვა. მოგზაურობაში მიტროპოლიტ ილარიონს ასევე თან ახლავს სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი მღვდელი ალექსანდრე ერშოვი.
წინაასამბლეა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ მართლმადიდებელი ეკელსიებისა და აღმოსავლეთის ძველი ეკელსიების – მეს-ს წევრების დელეგაციები. სხდომის მსვლელობაში კოორდინირებული უნდა იქნეს მათი საერთო პოზიცია ქრისტიანთაშორისი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე მეს-ს ასამბლეის წინ, რომელიც 2022 წლის 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით კარლსრუეში (გერმანია) გაიმართება.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021