
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 09.05.22. ტელეგადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ გადაცემის წამყვანის, ე. გრაჩევას თხოვნით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ევროკავშირში სანქციების დაწესების წინადადება შეიტანეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართ.
იერარქის სიტყვებით, ვერანაირი სანქციები ხელს ვერ შეუშლის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს თავის საქმიანობაში, რომელიც „მიმართულია რუსეთის საზოგადოების კონსოლიდაციაზე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი სამწყსოს სულიერ გამოკვებაზე და მოძმე სლავ ერებს შორის მშვიდობის სწრაფ მიღწევაზე“.
მიტროპოლიტმა ილარიონმა ასევე განაცხადა, რომ სანქციების შემოღება არ იმოქმედებს არც მის, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, საქმიანობაზე.
„ყველა სახელმწიფო არ არის დაკეტილი. ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც შესვლა თავისუფლად შეიძლება. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ ამ შესაძლებლობით ვსარგებლობთ. მეორეც, არ არის დაკეტილი რუსეთის საზღვრები სტუმრებისთვის ადგილობრივი მართლმადიდებლი ეკლესიებიდან, ასევე უცხოდმადიდებელი ეკლესიებისა და ქრისტიანული გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის. მესამეც, არსებობს დისტანციური ურთიერთობის მრავალი საშუალება, რომლებითააც სარგებლობენ, მათ შორის, პატრიარქი და სხვა ეკლესიების მეთაურები. ახლანდელი ტექნიკური შესაძლებლობები პირდაპირი ურთიერთობების საშუალებას იძლევა საკუთარი ქვეყნიდან გაუსვლელად“, – აღნიშნა მღვდელთმთავარმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021