
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით
მწუხარებას იწვევს ის ფაქტი, რომ პატრიარქ კირილესთან საუბრიდან თვენახევრის შემდეგ პაპმა ფრანცისკემ არაკორექტული ტონალობა აირჩია აღნიშნული საუბრის შინაარსის გადმოსაცემად. ასეთი გამონათქვამები ძნელად თუ შეეწევა რომაულ-კათოლიკურ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დამყარებას, რაც განსაკუთრებით აუცილებელია ახლანდელ დროში.
აი, სინამდვილეში რა იყო ნათქვამი პატრიარქის მიერ პაპ ფრანცისკესთან საუბარში, რომელიც 16 მარტს გაიმართა: „გმადლობთ თქვენ ამ შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობისათვის. როდესაც ჩვენ 2016 წელს ერთმანეთს კუბაში შევხვდით, მაშინ მე თქვენ გითხარით, რომ ჩვენი შეხვედრა იმართება საჭირო დროს და საჭირო ადგილას; და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს დისტანციური კავშირის საშუალებათა დახმარებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ საჭირო დროს ვურთიერთობთ. თქვენის ნებართვით, მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება დღევანდელი რთული ვითარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ სხვადასხვა ინფორმაციულ ველებზე: დასავლური მედია არ ლაპარაკობდა ან პრაქტიკულად არ ლაპარაკობდა ზოგიერთ იმ ფაქტზე, რომლებზეც, თავს ნებას მივცემ, გავამახვილო თქვენი ყურადღება“.
შემდეგ პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი დაიწყო 2014 წელს კიევში მაიდანის მოვლენებით, რასაც შედეგად უკრაინის ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. თანამოსაუბრის განსაკუთრებული ყურადღება მან ოდესის მოვლენებსა და მათ შედეგებზე შეაჩერა. „ამ ქალაქში მიმდინარეობდა რუსულენოვანი მოსახლეობის მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც მშობლიური ენისა და კულტურის სარგებლობაზე საკუთარ უფლებას იცავდა. ამ მშვიდობიან შეკრებას თავს დაესხა ნაცისტურ დაჯგუფებათა წარმომადგენლები: ისინი მანიფესტანტებს ჯოხებით სცემდნენ. ხალხმა თავი შეაფარა პროფკავშირთა სახლის უახლოეს შენობას; და ამ დროს მოხდა საზარელი რამ: ეს შენობა ჯერ გარედან დაკეტეს, მერე კი ცეცხლი გაუჩინეს. ადამიანები გადარჩენას ლამობდნენ, ხტებოდნენ მეორე-მესამე სართულებიდან და, რა თქმა უნდ, იმტვრეოდნენ. ვინც ფანჯარასთან მიდიოდა, მაგრამ გადახტომას ვერ ბედავდა, ასეთებს ქვევიდან ესროდნენ და ხვრეტდნენ. ყოველივე ამას ჩვენ ტელევიზორში ვუყურებდით, – პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში. სწორედ ოდესის ამ შემზარავმა გაკვეთილმა იმოქმედა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე, დაეცვა საკუთარი უფლებები“.
ამის შემდეგ პატრიარქმა კირილემ გაიხსენა, რომ საბჭოთა ეპოქის დასრულებისას, რუსეთმა მიიღო მტკიცე დაპირება იმისა, რომ ნატო ერთი გოჯითაც არ გადაიწევდა აღმოსავლეთის მიმართულებით. თუმცაღა ეს დაპირება დარღვეულ იქნა – ნატოს შემდგენლობაში ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც კი მიიღეს. შედეგად, უსაშიშროესი სიტუაცია შეიქმნა: ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგიდან 130 კილომეტრში გადის, საიდანაც რაკეტების საფრენი დრო სულ რაღაც რამდენიმე წუთია. თუკი ნატო თავის შემადგენლობაში უკრაინას მიიიღებდა, მაშინ რაკეტების საფრენი დრო მოსკოვამდე ასევე რამდენიმე წუთი გახდებოდა. რუსეთი ამას ვერაფრით დაუშვებდა და ვერც დაუშვებს.
დასასრულ პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა: „რა თქმა უნდა, არსებული ვითარება ჩემში დიდ ტკივილს იწვევს. ჩემი სამწყსო ურთიერთწინააღმდეგობის ორივე მხარეს იმყოფება – ეს არის მართლმადიდებელი ადამიანები. ურთიერთმოწინააღმდეგეთა შორის გარკვეული ნაწილი თქვენი სამწყსოცაა. ამიტომ, ვისურვებდი, გვერდზე გაგვეწია კონფლიქტის გეოპოლიტიკური შემადგენელი და განგვეხილა საკითხი, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ და ჩვენს ეკლესიებს გავლენა ვიქონიოთ არსებულ სიტუაციაზე? როგორ შეგვიძლია თანაშევეწიოთ მტრული მხარეების შერიგებას ერთი მიზნით: მივაღწიოთ მშვიდობისა და სამართლიანობის განმტკიცებას? არსებულ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება“.
პაპ ფრანცისკეს პასუხი კორეტულად გადმოსცა ვატიკანის ახალი ამბების სამსახურმა 16 მარტის შეტყობინებაში: „პაპმა ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს შეხვედრისთვის, რომლის მოტივაციაც იყო სურვილი იმისა, რომ მათ, როგორც თავიანთი ხალხების მწყემსებს, მიეთითებინათ საკუთარი სამწყსოებისთვის მშვიდობის გზა, ელოცათ საყოველთაო მშვიდობის მონიჭებისთვის, ცეცხლის შეწყვეტისთვის. უწმინდესი მამა დაეთანხმა პატრიარქს იმაში, რომ ეკლესიამ უნდა ისარგებლოს არა პოლიტიკის ლექსიკით, არამედ იესო ქრისტეს ენით. „ჩვენ ვართ მწყემსები ერთი და იმავე წმინდა ერისა, რომელსაც სწამს ღმერთი, ყოვლადწმიდა სამება, ყოვლადწმიდა ღთისმშობელი. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მსოფლიოსთვის დახმარების გაწევის განზრახვაში, შევეწიოთ გაჭირვებულთ, ვეძებოთ მშვიდობის გზები, შევაჩეროთ ცეცხლი“.
როგორც იმავე შეტყუბინებაშია აღნიშნული, „მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021