მთავარი გვერდი ახალი ამბები
გორლოვკისა და სლავიანსკის მიტროპოლიტი მიტროფანე: „ხალხს…

გორლოვკისა და სლავიანსკის მიტროპოლიტი მიტროფანე: „ხალხს უხაროდა, რომ მათ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდა“


101 ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი გასულ შაბათ-კვირას. მომლაპარაკებლებისა და სამხედროების ძალისხმევით მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან მოხერხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება. ამ ადამიანებმა ბომბებისგან თავშესაფარში თითქმის ორი თვე გაატარეს. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და რას განიცდიან ახლა გათავისუფლებული ადამიანები, Патриархия.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა აღნიშნული მოვლენების უშუალო მონაწილემ გორლოვკისა და სლავიანსკის მიტროპოლიტმა მიტროფანემ.

29 აპრილს, გვიან ღამით, ჩემთან ზარი შემოვიდა. მაცნობეს, რომ ჩემთან საუბარი სურს პატრიარქ კირილეს. მე შევიტყვე შემდგარი მოლაპარაკებების შესახებ მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე მარიოპულში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან. უწმინდესმა პატრიარქმა მაკურთხა, რომ ეკლესიის სახელით მონაწილეობა მიმეღო ადამიანების ევაკუაციის პროცესში. ღამის სამ საათზე გორლოვკიდან გავედი, დილის შვიდ საათზე კი უკვე დაბა ბეზიმენოეში ამ პროცესში მონაწილეთა კოლონის შემადგენლობაში ვიყავი.

როგორ არის ეს შიგნიდან მოწყობლი

ადრე დილით ბეზიმენოეში მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთის შეიარაღებული ძალების, გაეროსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შორის. თვით მოლაპარაკებებში მე არ ვმონაწილეობდი – ჩემი ამოცანა იყო, ევაკუაციაში დავხმარებოდი „აზოვსტალში“ მყოფ ადამიანებს. ეს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში უნდა მომხდარიყო. ადამიანები რომ გამოსულიყვნენ, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელი იყო სიჩუმის რეჟიმის უზრუნველყოფა – ამით სამხედროები დაკავდნენ. მღვდელმსახურის დასწრებას პროცესისადმი ნდობა უნდა აემაღლებინა.

მოლაპარაკებები ორ ეტაპად მიმდინარეობდა შესვენებებითა და კონსულტაციებით, და დღის ორ საათზე დასრულდა. ამის შემდეგ ყველა მონაწილე კომბინატ „აზოვსტალის“ მიმართულებით დავიძარით. მარშრუტის ბოლო წერტილი იყო გზაჯვარედინი აზოვსტალის ხიდის წინ. იმ მომენტისთვის ეს ხიდი დანაღმული იყო. იქ დაიწყო მოლაპარაკებები „აზოვის“ წარმომადგენლებთნ (ეს ორგანიზაცია აღიარებულია ექსტრემისტულად და აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე): მათ უნდა გამოეშვათ სასიგნალო რაკეტა, რის შემდეგაც შეგვეძლო, ხიდის განაღმვა დაგვეწყო და გზა განგვეგრძო ხალხის გადმოცემის ადგილამდე ქარხნის ტერიტორიაზე.

ხიდზე დაახლოებით ათი ნაღმი გააუვნებლეს. ამის შემდეგ შეხვედრის წერტილისკენ გავემართეთ. ჩემ გარდა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გაეროსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე რამდენიმე უიარაღო სამხედრო პირი. ადგილზე ორ საათნახევარი ველოდეთ. მთელი ამ დროის განმავლობაში გაეროსა და წითელი ჯვრის თანამშრომლები დროშებს აფრიალებდნენ, ყურადღებას იქცევდნენ. ბეზიმენოეში ევაკუირებულთა გადასაყვანად იქვე გამზადებული იდგა ოთხი ავტობუსი.

პირველი გამოყვანილები

გაეროსა და წითელი ჯვრის წარმომადგენელთა ლაპარაკიდან მივხვდი, რომ მათი მანდატი მხოლოდ დღის განმავლობაში, დაღამებამდე, მოქმედებდა. ჩამობნელების შემდეგ კი საქმიანობა უნდა შეეწყვიტათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. ისინი ერთმანეთში ამბობდნენ, რომ მაქსიმუმ ათი-თხუთმეტი წუთიღა რჩებოდა – მერე უკვე უნდა გამგზავრებულიყვნენ. ვიღაცამ ოპტიმიზმი გამოთქვა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ვირაცამ – სკეპსისი. ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ადამიანების ის რაოდებობა, რომელიც განაცხადში იყო – დაახლოებით ასი ადამიანი, ასეთ მოკლე ხანში გამოსვლას ვერ მოასწრებდა. ჩვენ ველოდებოდით და ვიმედოვნებდით, რომ ვინმე მაინც გამოვიდოდა ჩვენთან შესახვედრად.

ბინდდებოდა, როცა ფაქტიურად სიბნელის ჩამოწოლის წინ, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ავტობუსი მოვიდა. ხალხი სამმა უკრაინელმა სამხედრო პირმა მოიყვანა. სამოქალაქო პირი სულ 21 იყო, 6 ბავშვის ჩათვლით. მათ შორის ორი ექვსი თვის ჩვილიც კი იყო.

მოლაპარაკებების პირობების მიხედვით, შეხვედრის უკიდურეს წერტილში ყოფნა შეეძლოთ მხოლოდ გაეროსა და წითელი ჯვრის თანამშრომლებს. იქიდან ოცდაათ მეტრში ვიდექი მე, ხოლო ჩემ უკან – სამხედროები და ავტობუსები.

მე მივესალმე „აზოვსტალიდან“ გამოსულ ადამიანებს სიტყვებით: „ქრისტე აღდგა!“. გადავეცი უწმინდრესი პატრიარქის მისალმება და გამამხნევებელი სიტყვა. ბევრი მათგანი ტიროდა. მათთვის უნდა გვეთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ მათთვის ომი დასრულებულია, უნდა დაგვერწმუნებინა, რომ ისინი უკვე უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდნენ; უნდა დავხმარებოდით სიარულში, გვეტარებინა მათი ჩანთები.
ღამდებოდა, გასაგები გახდა, რომ ქარხნის ტერიტორიიდან სხვა აღარავინ გამოვიდოდა, თუმცა ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ევაკუაცია მეორე დღეს გაგრძელდებოდა. ყველანი ჩავსხედით ავტობუსში და ბეზიმენოეში წავედით, რომელიც ოცდახუთი კილომეტრითაა მარიუპოლს დაშორებული.

რა იქნება ამის შემდეგ?

ადამიანებს აინტერესებდათ, რა ელოდათ შემდგომში. წითელი ჯვრისა და გაეროს წარმომადგენლებმა მაშინვე ბრიფინგი გამართეს. მოლააპარაკებების პირობებით სამხედროებს ამ დროს ხალხთან ლაპარაკი ეკრძალებოდათ; ისინი მხოლოდ ევაკუაციის პროცესს უწევდნენ ორგანიზებას. გაეროს თანამშრომლებმა მთხოვეს, მეც მიმეღო ბრიფინგში მონაწილეობა და ხალხთან ერთად დავრჩენილიყავი. ამას თვითონ ხალხიც მთხოვდა. ვფიქრობ, საქმე ჩემს პიროვნებაში არ არის: მათთვის მნიშვნელლოვანი იყო სამღდელო სამოსელში ჩაცმული ადამიანის იქ ყოფნა, ეს მათ ამშვიდებდა.

ჩვენ ხალხს ავუხსენით, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ, რომ მათ ახლა მიიყვანენ ლტოლვილთა განთავსების ბანაკში, სადაც ექნებათ საკვები და სასმელი, სამედიცინო და სამართლებრივი დახმარება. ერთადერთ სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ მოუწევდათ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან საუბარი, თუმცა ეს მოხდებოდა გაეროს თანამშრომლების თანდასწრებით, ამიტომ სანერვიულოც არაფერი აქვთ. შემდგომში კი თითოეული საკუთარ არჩევანს გააკეთებს: წავიდეს უკრაინის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიეში, თუ ადგილზე დარჩეს. ამას ისინი დამოუკიდებლად გააკეთებენ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

შემდეგ ადამიანებმა დაგვიწყეს გამოკითხვა: „მთელია თუ არა ჩემი სახლი? სად არის სახლის გასაღები? საბუთები რომ არ მაქვს?..“. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი შეკითხვებია, რადგან მოწმობს, რომ ადამიანმა შინაგანად უკვე გასცა პასუხა მთავარ შეკითხვას: „მე გადარჩენილი ვარ“. ახლა მას უკვე ყოფითი ცხოვრება აინტერესებს. როდესაც მათ ვუსმენდი, მესმოდა, რომ პირველი ეტაპი დასრულდა, ადამიანი დარწმუნდა, რომ საფრთხე აღარ ემუქრება.

რა ელოდება მღვდელმსახურს?

მომიხდა, როგორც ბევრ სხვა მღვდელმსახურს, „ღმერთის ადვოკატობა“ – უნდა მეპასუხა კითხვაზე, რატომ უშვებს უფალი ყოველივე ამას? ბევრი მათგანი უბრალოდ ხარობდა სასულიერო პირთან ურთიერთობით. ისინი იღებდნენ ლოცვა-კურთხევას, დარდობდნენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღეების გატარება ბომბებისგან თავშესაფარში მოუხდათ, მაგრამ ახლა უხაროდათ, რომ ცოცხლები იყვნენ.

იქ მე ისეთ ადამიანებსაც შევხვდი, ვისაც ვახსოვდი მარიუპოლში 1997 წელს ჩემი მღვდლად მსახურობის დროიდან.

მათ მიცნეს – შემეკითხნენ, ის ვარ თუ არა. ერთმა კაცმა მითხრა, რომ მას პოკროვის ტაძრის აღდგენაზე უმუშავია, და აიტერესებდა, როგორ მდგომარეობაში იყო ტაძარი, შენარჩუნდა თუ არა მისი ნაკეთი სახურავი? ხიდიდან შორს ეს ტაძარი მოჩანდა, ის მთელს ქალაქს ზემოდან დაჰყურებს.

ჩემი აზრით, ევაკუირებულ ადამიანთა უმრავლესობა მორწმუნე იყო. მისალმებაზე: „ქრისტე აღდგა!“, – მპასუხობდნენ: „ჭეშმარიტად აღდგა!“; მიღიმოდნენ, ჩემდამი კეთილგანწყობას ავლენდნენ. თუ მსგავს ვითარებებს შემდგომშიც ექნება ადგილი, იქ მღვდელმსახურის დასწრება აბსოლუტურად დროული და აუცილებელიც კია. ღიმილი, კეთილგანწყობა – ეს პირადად მე არ მეკუთვნოდა; ადამიანებს უხაროდათ სასულიერო პირთან, ეკლესიის წარმომადგენელთან შეხვედრა. ეს ქმნიდა ნდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს: ყველა დარწმუნებული იყო, რომ სასულიერო პირის თანდასწრებით ნაკლებად თუ გაბედავდა ვინმე პროვოკაციას. უნდობლობის გადალახვა მთავარ ამოცანას შეადგენდა, ამიტომ ორივე მხარეს ჰქონდა ერთმანეთის შიშის საფუძველი. ასეთ პირობებში ევაკუაციის პროცესის ჩაშლა წუთებში იყო შესაძლებელი.

გარემოების მძევლები

მეორე დღეს, დილის შვიდ საათზე, ჩვენ კვლავ გავემართეთ იმავე წერტილში. ყველაფერი კვლავ განაღმვით დაიწყო, რადგან ღამით ხელმეორედ დაენაღმათ ხიდი. ნაღმი კიდევ უფრო მეტი იყო, ამიტომ დიდხანს გაგრძელდა ეს სამუშაო. ევაკუაცია ისევ იმ ადგილზე განხორციელდა.
მოდიოდნენ „აზოვსტალიდან“ ავტობუსები. მათ „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურენი მართვადნენ; სამნი იყვნენ, ზოგჯერ ხუთნი. ავტობესებში სხვადასხვა რაოდენობის ადამიანი იყო განთავსებული – ზოგში ოცი, ზოგში კი მხოლოდ შვიდი. საერთო ჯამში ამ დღეს ოთხმოცი ადამიანის ევაკუაცია მოხდა: ოცამდე ბავშვი იყო, ამდენივე მამაკაცი, დანარჩენი – ქალები. ყველას საპასექო მისალმებით ვხვდებოდი, ვთავაზობდი დახმარებას, ვაცილებდი ავტობუსამდე, რომლებსაც ისინი უნდა წაეყვანა. ევაკუირებულთა ბოლო ჯგუფი ბეზიმენოეში საღამოს ხუთ საათზე გავაცილეთ. დიდი ალბათობით მშვიდობიანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იქ კიდევ რჩება.

დღღეს ბევრს აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა „აზოვსტალში“ მშვიდობიანი მოსახლეობა? ვიღაც უბრალოდ იქ მუშობდა – გარდა მეტალურგებისა, მრავლად იყო მომსახურე პერსონალიც. გარდა ამისა, იქ მდებარეობდა ოფიციალური თავშესაფარი ბომბებისგან, სადაც შეიძლებოდა დამალვა საბრძოლო მოქმედებების აქტიურობისას. ადამიანები თავშესაფარში ჩადიოდნენ – როგორც მათ ეგონათ – მოკლე ხნით, იქიდან ამოსვლა კი უკვე ვეღარ შეძლეს გამუდმებული სროლების გამო. ორდღიანი სიჩუმის რეჟიმი ბევრისთვის თავშესაფრის დატოვების სიგნალად იქცა. ზოგმა მათგანმა თავშესაფარი დამოუკიდებლად დატოვა; მათ შესახებ არავინ არაფერი იცის.

ბევრ ევაკურებულს დიდი ხანია პური არ ეჭამა ­ – იკვებებოდნენ მხოლოდ ფაფებით. წყალი მათ ჰქონდა – ვთავაზობდი, მაგრამ მადლობას მიხდიდნენ და უარს მეუბნებოდნენ. ერთნი დაობებულ ტანსაცმელში იყვნენ, მეორენი – აბსოლუტურად ფაქიზად ჩაცმულნი. როგორც ჩანს, იქ რამდენიმე თავშესაფარია და ადამიანები სხვადასხვა პირობებში იმყოფებოდნენ.

შვილის ძებნა

მეორე დღეს მე უკან ევაკუირებულთაგან ცალკე ვბრუნდებოდი, რადგან თხოვნა უნდა შემესრულებინა. „აზოვსტალიდან“ გამოსულ ერთ-ერთ ჯგუფში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მათი პატარა ბიჭი, რომელიც ორმოცდაშვიდი დღე არ ენახათ, ნათლიასთან დარჩენილიყო. ისიც კი არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ნათლიდედა მარიუპოლთან ახლოს, დაბა ვინოგრადნოეში ცხოვრობდა. მშობლებმა მისამართი მომცეს და მთხოვეს, მომეძებნა. მე დავპირდი, რომ ევაკუაციის დასრულების შემდეგ იქ აუცილებლად ჩავიდოდი და თუ ბავშვი იქ იყო, მათთან მივიყვანდი, ხოლო არყოფნის შემთხვევაში, გავიგებდი, სად იმყოფებოდა. ამიტომ, როცა ევაკუაცია დასრულდა, ვინოგრადოეში გავემგზავრე ბავშვის მოსაძებნად.

თავიდან მე ის ვერ ვიპოვე: მისამართი არასწორი აღმოჩნდა. დავიწყე იქაური ადამიანების გამოკითხვა. პირველივე ქალი ატირდა – ისიც რამდენიმე დღე თავშესაფარში ყოფილა, მაგრამ სხვაგან, ილიჩის სახ. ქარხანაში. სწორედ მან მიმითითა გზა.

სახლი მთელი აღმოჩნდა. იქ მართლაც ცხოვრობდა ქალი ათი წლის ბიჭთან ერთად.

თავიდან არ დამიჯერა, რომ ოჯახი გადარჩა, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა ბეზიმენოეში წამოსულიყო ჩემთან ერთად და ბავშვი წამოეყვანა. გზაში პატარა ბიჭუნა საქმის ცოდნით აკომენტარებდა სამხედრო ტექნიკას და ისიც კი აგვიხსნა, თუ რომელი გემი იყო ჰოროზონტზე სამხედრო და რომელი – საპატრულო.

დედის შვილთან შეხვედრა ჩემ თვალწინ მოხდა. ბიჭის ოჯახი – დედა, და, ბებია და ბაბუა – ჯერაც ავტობუსში იყვნენ. მამა ამ დროს გასაუბრებას გადიოდა. ავტობუსიდან გადმოსვლა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ძლიერი ემოციებისა, არავინ გაქცეულა ნათესავებისკენ – ჯერ შეიარაღებულ ადამიანებს ეკითხებოდნენ, შეიძლებოდა თუ არა. ისინი, რა თქმა უნდა, ნებას რთავდნენ. სიხარულისგან ყველა ყველას ეხვეოდა, მათ შორის, ჩვენც.

ეკლესიის დახმარება

იმისათვის, რომ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეთა ევაკუაცია შესაძლებელი გამხდარიყო, უამრავი ადამიანის ჩართვა გახდა საჭირო ამ საქმეში: მომლაპარაკებლების, სამხედროების, ექიმებისა და ბევრი სხვა სპეციალისტის. სიჩუმის რეჟიმს, შეიძლება ითქვას, პრდაპირ ხელით ინარჩუნებდნენ, რომ არსად არავის გაესროლა და არცერთ შემთხვევაში პროცესი არ ჩაშლილიყო. ამ საკითხს ყველა დაძაბულად და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, მუშაობდნენ უკიდურესი ძალისხმევით.

მადლიერების სიტყვებით მინდა მივმართო უწმინდეს პატრიარქს იმისთვის, რომ გულთან ასე ახლოს მიიტანა იქ მიმდინარე პროცესები და თავის მხრიდან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რათა მოეახლოებინა მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება მარიუპოლოს მიწისქვეშეთიდან. ამისათვის ჯილდოს დანახვის ბედნიერება წილად მე მხვდა – ეს იყო იქიდან გამოსული ადამიანების თვალები, მათი სიხარული იმ შეგრძნებისგან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, პატარა ბიჭუნას შეხვედრა მშობლებთან. უამრავი ადამიანის უზარმაზარი შრომის შედეგი იყო ის, რომ 101 ადამიანი დღეს ცოცხალია.

თუ ვინმე ერთ ადამიანს მაინც გადაარჩენს, ეს ნიშნავს, რომ მას ამაოდ არ უცხოვრია. ამ დღეებში უწმინდესი პატრიარქი მთლიანად შთაფლული იყო მოქალაქეთა გამოყვანის პროცესში, მრავალჯერ დაინტერესდა მოვლენების მსვლელობით, ყველა უწვრილმანესი დეტალით, და ნებისმიერ მომენტში, როგორც კი სირთულეები წარმოიშობოდა, მზად იყო თავის დონეზე ჩარეულიყო, რომ ევაკუაცია გაგრძლებულიყო და წარმატებით დასრულებულიყო. მე, ხალხთან ურთიერთობის გარდა, საკუთარ მისიას იმაში ვხედავდი, რომ თუკი ამ პროცესს რაიმე დაემუქრებოდა, მაშინვე პატრიარქისთვის მეცნობებინა.

საომარი მოქმედებებისგან დაზარალებულთა დახმარების საქმეში ეკლესიის აქტიურობის ათვლის წერტილად „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ჩათვლა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა. ეს არ არის ათვლის წერტილი, არამედ ერთ-ერთი მკაფიო ეპიზოდია. ეკლესია ყოველთვის ეხმარებდა და დაეხმარება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს. მარიუპოლოს მღვდელმსახურები ყოველდღე აქტიურად არიან დაკავებულნი ამ სამუშაოთი. ისინი არიგებენ ჰუმანიტარულ დახმარებას, ეხმარებიან ნათესავების მოძიებაში, მონაწილეობენ ყველა პროცესში და ყველაფერ ამას აკეთებენ არა მმართელი იერარქის მოწოდებით, არამედ ქრისტიანული მოტივაციით.გორლოვკის ეპარქიაში ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ხალხისთვის სასარგებლო ნებისმიერ აქციაში. დავეხმარებით ყველას, რითაც შევძლებთ. პრაქტიკულად ჩვენი ეპარქიის მთელი ტერიტორია საომარო მოქმედებების ზონაში: ლიმანში, სევერსკში, გორლოვკაში, ენაკიევოში, დებალცევოში პრაქტიკულად ყოველდღე ვხედავთ სროლებსა და ნგრევებს. ნებისმიერ მომენტში იგივე შეიძლება მოხდეს სლავიანსკში, კრემატორსკში და კონსტანტინოვკაში. ამის გათვალისწინებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიდეთ დასახმარებლად, რისთვისაც უკვე გამზადებული გვაქვს გარკვეული რესურსი.

 

საუბარი ჩაიწერა სვეტლანა ოხრიმენკომ

გორლოვკის ეპარქიის პრეს-სამსახურის პუბლიკაცია

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب