
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.04.2022. მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება სამღვდელთმთავრო კრების ვადების გადატანასთან დაკავშირებით. მანამდე ნავარაუდევი იყო, რომ კრება გაიმართებოდა 2022 წლის 26-29 მაისს. იმის შესახებ, თუ რითია ეს გამოწვეული და როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების ახალი თარიღი, „ეკლესია და მსოფლიიო“-ს მაყურებელს მოუთხრო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მაყურებელს მან შეახსენა, რომ კრების ჩატარება ორჯერ იქნა გადატანილი ობიექტური მიზეზებით: „პირველად ის უნდა გამართულიყო გასული წლის ნოემბერში, მაგრამ პანდემიის გამო ავიარეისები შეზღუდული იყო და მღვდელთმთავრები მაშინ შეკრებას ვერ მოახერხებდნენ. ამიტომ კრება ამა წლის მაისისთვის გადაიდო. ახლა კი უკვე სხვა სირთულეებმა იჩინა თავა. ჩვენ გვესმის, რომ მაისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ მღვდელთმთავრები უკრაინიდან, ასევე რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიიდან, რომელთა უმრავლესობაც აშშ-ში ცხოვრობს; და აღმოჩნდა, რომ კვლავ გახდა საჭირო კრების გადავადება“.
როგორც მეუფე ილარიონმა განმარტა, სავარაუდოთ, სამღვდელთმთავრო კრების თარიღი დადგინდება წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე, რომელიც ზაფხულის პერიოდში გაიმართება. თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული მოვლენების განვითარრებაზე, კერძოდ, იმაზე, იქნება თუ არა აღდგენილი ავიამიმოსვლები.
შეეხო რა მომავალი კრების თემებს, მეუფე ილარიონმა ხაზი გაუსვა, რომ სამსჯელო საკითხები ძალიან ბევრი დაგროვდა: „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ადამიანის ორგანიზმში გულისცემა გარკვეული რიტმით მიმდინარეობს, ასევე ეკლესიასაც აქვს თავისი გული და გულისცემის გარკვეული რიტმი. როდესაც რიტმი ირღვევა, ეს ძალიან ცუდია, იქმნება ფორსმაჟორული ვითარებები“.
სამღვდელთმთავრო კრება ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. თუმცა თუკი არსებული გარემოება ამას ხელს უშლის, მაშინ ეკლესიას სხვა მექანიზმებიც გააჩნია საკითხების გადასაწყვეტად. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის წმინდა სინოდი, რომლის სხდომებშიც მონაწილეობას იღებენ ჩვენი ეკლესიის სხვადასხვა ნაწილიდან: ესენი არიან არა მხოლოდ რუსეთის მღვდელთმთავრები, არამედ ესენი არიან აგრეთვე მღვდელთმთავრები უკრაინიდან, ბელარუსიდან, სხვა ქვეყნებიდან“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021