
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.04.2022. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები რუსეთის ტერიტორიაზე და შესაბამისი სინოდალური დაწესებულებები დიდ დახმარებას უწევენ რუსეთის ტერიტორიაზე იმ ზონებიდან გადმოსულ ლტოლვილებს, სადაც შეიარაღებული დაპირისპირებები გრძელდება. ლტოლვილთა ნაკადებს ასევე სხვა ქვეყნებიც იღებენ და მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოები შეძლებისდაგვარად ამ სახელმწიფოებშიც უწევენ საქველმოქმედო დახმარებას იძულებით გადაადგილებულებს.
ესოდენ რთულ ვითარებაში ეს ადამიანები დახმარებას იღებენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისგანაც, რომლებიც თავის მსახურებას იმ სახელმწიფოებში აღასრულებენ, სადაც ლტოლვილები მიიღეს, – ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეგადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს ეთერში ილაპარაკა.
„ამ ქვეყნებში მოქმედი ადგილობრივი ეკლესიები ძალიან აქტიურად მონაწილეობენ ლტოლვილებისთვის საქველმოქმედო დახმარების გაწევაში, – აღნიშნა მან. – ჩვენ ვიღებთ ცნობებს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან, სადაც პრაქტიკულად მთელი ძალები მობილიზებულია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. გვაქვს ცნობები მოლდოვადინ, სადაც მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია (თვითმმართველი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში – შენიშ.) ასევე ფრიად აქტიურად ეხმარება ლტოლვილებს. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეხმარება რუმინეთის ტერიტორიაზე მოხვედრილ ლტოლვილებს. სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შეგროვდა და გადაეცა სახსრები უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს კიევში. აგრეთვე, ვიცი, რომ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები პოლონეთს ეწვივნენ ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად და ლტოლვილებთან შესახვედრად“.
მეუფე ილარიონმა კონსტატირება გაკეთა: „ამგვარად, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, რომლებიც ლტოლვილების კონცენტრირების ადგილებზე მდებარეობენ, მათ ამა თუ იმ სახის დახმარებას უწევს“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021