მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგო…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე


მწყემსთმთავრებს, მწყემსებს, დიაკვნებს, ბერ-მონაზვნებს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულ შვილს

ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო და დიაკონნო, ყოვლადპატიოსანნო ბერ-მონაზონნო, ძვირფასნო ძმებო და დებო!

ქრისტე აღდგა!

მოგმართავთ თქვენ ცხოვრებით დამტკიცებული ამ მისალმებით და ყველა თქვენგანს გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე და სოფლისმაცხოვნებელ დღესასწაულს! ამ ჩინებულ და წმიდა დღეს ჩვენ ვივსებით ისეთი სიხარულითა და ღვთისადმი უდიდესი მადლიერებით, იმდენად ცხადად შევიგრძნობთ ადამიანისადმი ღვთის სიყგვარულის ძალასა და სიღრმეს, რომ ხშირად რთულია, მოიძიო სხვა სიტყვები ჩვენი გრძნობების გამოსახატავად, გარდა იმ სიტყვებისა, რომლებითაც მენელსაცხებლე დედები გაეშურნენ მოციქულებისკენ, რათა ეუწყებინათ მათთვის საოცარი მოვლენის შესახებ, – რომ მათ უფალი იხილეს.

შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად ძნელი იქნებოდა მაცხოვრის მოწაფეთათვის აღსრულებული აღდგომის რეალობის დაჯერება, – სულ ახლახან ხომ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ აწამებდნენ და ჯვარზე აკრავდნენ მათ საყვარელ მოძღვარს. ჯერაც ცხოველია მოგონებები თუ როგორ დადეს საფლავად მისი მკვდარი და უსიცოცხლო სხეული და როგორ დაბეჭდეს მძიმე ლოდით ცივი სამარე. და აი, მწუხარება იცვლება რწმენაში განმტკიცებითა და სიცოცხლის ზეიმით, ხოლო გლოვის ცრემლები სიხარულის ცრემლებად გარდაიქმნება.

განცდილი გამოცდილება აღდგომილ ქრისტესთან რეალური ურთიერთობისა და განაულებელი საპასექო სიხარული აღაფრთოვანებდათ და ამხნევებდათ მოციქულებს, რომლებსაც კიდით-კიდემდე უნდა მოევლოთ მთელი მსოფლიო, რათა ყველგან ექადაგათ ცოდვების შენდობა და საუკუნო ცხოვრება, რომლებიც ჩვენ იესო ქრისტეს – მკვდრეთით აღმდგარი უფლის – მეშვეობით მივიღეთ. ნებისმიერი უბედურებისა და სასტიკი დევნის წინაშე ყოველგვარი შიშის გარეშე, ნაკლულოვანებებისა და ბოროტი თავგადასავლების დათმენით, მოციქულები დაუდუმებელად და კადნიერად ამოწმებდნენ სიკვდილის დამთრგუნველ ქრისტეს.

და აი, უკვე ორი ათასეული წელია ეკლესია ცხოვრობს აღდგომის შესახებ ამ უწყებით და ესწრაფვის, განანათლოს და აზიაროს მასთან ყოველი კაცი, მომავალი სოფლად (ინ. 1:9). პასექის შუქზე ყველაფერი მართლაც სხვაგვარად იხილვება: ქრება შიში და გამოუვალობის შეგრძნება, რომელთა წარმომშობებიცაა მწუხარება, დარდი, ყოფითი სიდუხჭირე და სიძნელეები; ამ კონტექსტში ამჟამინდელი საგანგაშო დროის რთული ვითარებებიც კი ჩვენთვის ბოძებული მარადიულობის პერსპექტივის ფონზე კარგავენ ბოროტების სიმწვავეს.

მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის შესახებ დასამოწმებლად სრულებითაც არ არის აუცილებელი სადმე შორს გამგზავრება, მსგავსად მოციქულებისა, ქრისტეს აღდგომას რომ მთელს მსოფლიოში აუწყებდნენ და ახარებდნენ. ჩვენ ირგვლივ ახლა არცთუ ცოტა ადამიანია, რომლებიც სიყუარულისაგან შეწევნულ ქრისტიანულ სარწმუნოებას საჭიროებენ (გალ. 5:6). ღმერთი ჩვენგან არ მოითხოვს შეუძლებელ გმირობებს. ის მხოლოდ გვთხოვს, რომ ერთმანეთის მიმართ სიყგვარული გამოვავლინოთ და გვახსოვდეს, რომ ამ გზით ჩვენ მისდამი სიყვარულსაც ვავლენთ. კეთილი ღიმილი, ყურადღება და გულისხმიერება ჩვენს გარემომცველთა მიმართ, დროულად ნათქვამი ნუგეშისა და თანადგომის სიტყვა ხშირად შეიძლება მნიშვნელოვან საქმეებად იქცეს, რომელთა შესრულებაც შეგვიძლია მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესთვის.

და დღესაც, როდესაც მსოფლიო კონფლიქტებითა და ურთიერთწინაღმდეგობებითაა გახლეჩილი, ხოლო ბევრი ადამიანის გულში ბინა დაიდო სიძულვილმა, შიშმა და მტრობამ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ჩვენი ქრისტიანული მოწოდება და გამოვავლინთ ნამდვილი სიყვარული მოყვასებთან მიმართებით, რომლითაც მხოლოდ იკურნება ბოროტებითა და უსამართლობით მიყენებული წყლულები. ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს ადამიანთა მოდგმის მტრის ხრიკებმა, რომელიც ქრისტიანთა შორის ღვთივკურთხეული ერთობის დარღვევას ცდილობს. მხურვალედ ვლოცულობ სიკვდილის დამთრგუნველი იესო ქრისტეს მიმართ და თქვენც გთხოვთ, ასევე აღავლინოთ მის მიმართ საგანგებო ლოცვები, რათა ყველა ბარიერი დაძლეულ იქნეს და იზეიმოს მტკიცე მშვიდობამ, ხოლო განყოფის წყულულები განკურნებულიყოს საღვთო მადლით.

ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, მოვიხმობ თქვენზედ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ლოცვა-კურთხევას და გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო, რწმენაში, სასოებასა და სიყვარულში განმამტკიცებელ ბრწყინვალე პასექის ულევ სიხარულს, .

ღმერთმა ინებოს, რომ ეს ნათელი არასდროს ჩამქრალიყოს თქვენს გულებში, რომ ის ყოველთვის ჰნათობდეს სოფელსა (მთ. 5:14). ჩვენ კი, დაე, მოუღლელად ვნათლდებოდეთ ღვთის სიტყვით – სახარების კითხვით, საღვთო მადლთან თანაზიარებით – საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გზით, გადაუხრელად ვიზრდებოდეთ უფლის შემეცნებაში და ვმტკიცდებოდეთ მისი მცნებების შესრულებაში, რათა ადამიანებმა იხილონ ჩუენნი საქმენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა ჩვენსა ზეცათასა (მთ. 5:16), და ჩვენთან ერთად სიხარულით ამოწმებდნენ, რომ

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პაყტრიარქი

აღდგომა ქრისტესი, 2022 წ.

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب